ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019 წ.  09:18 
“მირეკავენ და მეუბნებიან, რომ უნდა დავტოვო პარტია’’, - დმანისში ნაციონალების რიგებს საკრებულოს წევრობის კანდიდატები ტოვებენ (+ვიდეო) - 29 მაისი 2014

დმანისში ყოფილი მმართველი პარტიის რაიონულ ოფისს საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის არ სცალია. ერთმანეთზე მიყოლებით დმანისის საოლქოში პარტიის პროპორციული სიიდან, საკუთარი გვარის ამოღების თხოვნით, პარტიის საკრებულოს წევრობის კანდიდატები მიმართავენ. მათი რაოდენობა ამ დროისთვის ხუთია.

დღესვე მსგავსი „სურვილი" გაუჩნდა „ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრობის მე-6 კანდიდატსაც. ყურბან მამედოვი აცხადებს, რომ ყოველთვის ,,ხუთიანზე" მუშაობდა და ახლაც იმუშავებს, მაგრამ ურჩევნია არ იყოს პარტიის სიაში. ამბობს, რომ ის და მისი ოჯახი, უკვე შეწუხებული არიან დაფარული ნომრიდან ზარებით.

,, მშვიდად ცხოვრების საშუალებს არ მაძლევენ, მირეკავენ და მეუბნებიან, რომ უნდა დავტოვო პარტია. მეც დავწერე განცხადება, მაგრამ ჯერ რეგისტრაციაში არ გაუტარებიათ", - საუბრობს, მამედოვი. კითხვაზე, რა შინაარსის სატელეფონო საუბარი ჰქონდათ მასთან, არ პასუხობს. ამბობს მხოლოდ რომ მოსაუბრემ მას ნება დართო ნაციონალებთან იმუშაოს, როგორც კოორდინატორმა, მაგრამ მათ სიაში არ უნდა იყოს.

პარტიის დმანისის ოფისში ჩვენი ყოფნის დროს, ყურბან მამედოვმა მეორე განცხადებასაც მოაწერა ხელი, სადაც მითითებული იყო, რომ მას არ სურს პარტიის სიიდან რეგისტრციის მოხსნა.

„ნაციონალური მოძრაობი"-ს დმანისის გამგებლობის კანდიდატი, ბაკურ მგელაძე საუბრობს, რომ მმართველი გუნდი ადგილობრივი ხელისუფლების და ძალოვანი უწყებების გამოყენებით - პარტიის სიის ჩამოშლას ცდილობს.

,, დღეის მდგომარეობით ხუთ ადამიანს ათქმევინეს უარი ჩვენი პარტიის სიაში ყოფნაზე. ესენი არიან: ალმაზ რამაზანოვი, ელმურაზ გასანოვი, სტამბულ ურბანოვი, შახვადინ  კოჯაევი, მახმუდ ოვჩიევი. ახლა კი პარტიაში იმყოფება ყურბან მამედოვი, რომელიც ჩვენთან პირად საუბარში ამბობს, რომ ოჯახის აწიოკებით ემუქრებოდნენ.

ეს ყველაფერი კი კეთდება მიზანმიმართულად. პროპორციულ სიებში გვყავს 20 ადამიანი, თუ მათი რაოდენობდა 15 ჩამოცდება, თუნდაც ერთი ადამიანით - პარტია იშლება და ჩვენთვის ბიულეტენი არ იქნება", - საუბრობს ბაკურ მგელაძე.

დმანისელი ნაციონალების მდგომარეობის შესახებ განცხადების გასაკეთებლად, რაიონს ყოფილი გუბერნატორი, დავით კირკიტაძე სტუმრობს. ამბობს, რომ ხელისუფლებას დმანისის შედეგების ყველაზე მეტად ეშინია, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებზე აქ, დავით ბაქრაძემ ხმების 41 % აიღო. საუბრობს, რომ ხელისუფლება კადრულობს იმას, რასაც თავისი დროზე ასლან აბაშიძე და მამალაძეც არ აკეთებდნენ.

,, ყველა ის ადამიანი ვინც არის ჩართული ამ უკანონობაში, აუცილებლად დაისჯება. ჩვენ შესაბამისი სარჩელით მივმართავთ სასამართლოს. ასეთი ძალადობრივი ქმედებებით ხალხს არჩევანის უფლებას ართმევენ", - აცხადებს დავით კირკიტაძე.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია