შაბათი, 21 სექტემბერი 2019 წ.  13:36 
შსს და გარდაბანში მომხდარი დაპირისპირება - 29 მაისი 2014

გარდაბანი მედიის ყურადღების ცენტრშია. გუშინ ახალგაზრდებს შორის მომხდარი კონფლიქტი დღეს მორიგი ხმაურის მიზეზი გახდა. მოსახლეობის ნაწილმა ჩათვალა, რომ სამართალდამცავები მომხარი ფაქტის მიმართ არ იჩენენ სათანადო ყურადღებას და ამიტომ მათი ჩარევაა საჭირო. გარდაბნის აზერბაიჯანული საზოგადოების ნაწილი, სწორედ ამ კუთხით გამოხატავდა დღეს უკმაყოფილებას და სვანური დასახლებისკენ ცდილობდა მისვლას. შეკრებილები ამტკიცებდნენ, რომ მათ შეურაცხყოფა სვანებმა მიაყენეს.

აღელვებულ გარდაბნელებს ხელს პოლიცია უშლიდა. მათთან დიალოგის წარმოება მოახერხა ქვემო ქართლი გუბერნატორმა და დაარწმუნა, რომ პირადად იქნება პასუხისმგებელი გამოძიების ობიექტურ წარმართვაზე.

გუშინ მომხადრი ფაქტის შესახებ, ორი ვერსია ვრცელდება. პირველის თანახმად, რომელსაც ძირითადად რიგითი მოქალაქეები აჟღერებენ, კონფლიქტი ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდეს შორის - სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დაიწყო.

სხვაგვარად ფიქრობს ,,ნაციონალური მოძრაობა" და ,,ქართული ოცნება". მოქმედი მმართველი პარტია და ყოფილი - კონფლიქტის წაქეზებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ, თუმცა ამ დრომდე ვერც მათ და ვერც მედია საშუალებების ნაწილმა, ვინც ამ ,,ჩვენებას მიჰყვებას" - აღნიშნულის ფაქტობრივი დადასტურება ვერ შეძლო. 

რა იყო დაპირისპირების რეალური მიზეზი ვერც შსს პასუხობს. მიუხედავად, საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, იმის გარდა, რომ მიმდინარეობა გამოძიება ხულიგნობის მუხლით - ვერაფერს ამბობს. 

სამართალდამცავმა უწყებამ, ასევე ვერ დაარწმუნა აღელვებული საზოგადოება, რომ საქმის მიმართ სათანადო ყურადღებას იჩენს და მოქალაქეების მიერ „სამართლიანობის" ხელკეტებით აღდგენა არაა საჭირო. უწყებამ მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება გუშინ მოხდა და შეეძლო აღელვებული საზოგადოების შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა, მორიგი ხმაურის ტავიდან არიდება დღეს ვერ შეძლო.

შსს-ს  როლი აღნიშნულ დაპირისპირებაში, მხოლოდ ფიზიკური ძალის გამოყენებით გამოიხატა - სამართალდამცავები ცოცხალი ჯაჭვით  ცდილობდნენ აქციის მონაწილეთა შეჩერებას. თავისი ფუნცქია, გარდაბანში მომხდარი დაპირისპირებისას ვერ შეასრულა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტომ, რომლის ერთ-ერთი მოვალეობაც არის: „დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება."

ორი დღის განმავლობაში გარდაბანში არსებულ დაძაბულობაზე - ახლა კომენტარებს მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები აკეთებენ. აცხადებენ, რომ კონფლიქტი ამოწურულია და მხარეები შერიგებისთვის მზად არიან.

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია