კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:02 
„ჯიქია გახლდათ კირკიტაძის თანაშემწე, ნაციონალების მენეჯერი იყო“, – ეროსი კიწმარიშვილი - 30 მაისი 2014

პარტია ,,ჩვენი საქართველო"-ს რუსთავის მერობის კანდიდატი, ეროსი კიწმარიშვილი ადგილობრივ ჟურნალისტებს შეხვდა.

ისაუბრა რუსთავის განვითარების მის ხედვებზე, უცხოური ინვესტიციების, გრანტების მოძიების და არსებული საწარმოების მიმართ -  რიგი საკითხების გადახედვის საჭიროებაზე. კიწმარიშვილი საუბრობდა, რომ მოქმედმა საწარმოებმა უნდა გააკეთონ მაქსიმუმი იმისთვის, რომ გარემოზე და მოსახლეობაზე მიყენებული ზიანი მინიმუმადე დაიყვანონ. აცხადებდა, რომ დროა ყველასგან მალულად გაყიდულმა მეტალურგიის ქარხანამ დაუბრუნოს მეტალურგებს წლების წინ არსებული ვალები.  

ამ საკითხებთან ერთად, აქცენტს რუსთავში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებაზე აკეთბდა.  ,,ჩვენ უნდა ვიყოთ პირველი ქალაქი, სადაც საჯარო დაწესებულებებში და ასევე, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში უნდა აიკრძალოს თამბაქოს მოწევა", -  საუბრობდა კიწმარიშვილი.

საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ, ადგილობრივი მედია სხვა თემითაც დაინტერესდა. მერობის კანდიდატს კომენტარი არაოფიციალურ ინფორმაციაზე სთხოვეს, რომლის თანახმადაც კიწმარიშვილი არჩევნების მეორე ტურის დანიშნვის შემთხვევაში, თავის კანდიდატურას მამუკა ჩიქოვანის სასარგებლოდ მოხსნის. კითხვამ კიწმარიშვილი გაანაწყენა. განაცხადა, რომ ის 7 წელი ებრძოდა ნაცინალურ მოძრაობას და აბსურდია ახლა იმაზე საუბარი, რომ ის ამ გუნდის წარმომადგენელს დაუჭერს მხარს.

ყოფილი მმართველი გუნდის კრიტიკასთან ერთად,  ეროსი კიწმარიშვილი „ოცნების" მერობის კანდიდატის წარსულს და კვალიფიკაციის თემასაც შეეხო. საუბრობდა, რომ კადრმა უნდა გაიაროს ყველა იერარქია იმისთვის, რომ შეძლოს ქალაქის მართვა. ასეთი იერარქიები კი მისგან განსხვავებით, ჯიქიას არ აქვს გავლილი და არის საშუალო დონის „ნაციონალების ყოფილი მენეჯერი."

„ დავით ჯიქია  გახლადთ კირკიტაძის თანაშემწე, ნაციონალების მენეჯერი იყო ეს კაცი" - უხსნიდა ადგილობრივ ჟურნალისტებს, ეროსი კიწმარიშვილი.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია