კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:12 
,,ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატი ადგილობრივ ჟურნალისტებს შეხვდა - 30 მაისი 2014

,,ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის მერობის კანდიდატი, მამუკა ჩიქოვანი ადგილობრივ ჟურნალისტებს შეხვდა. მედიას თავისი წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და განაცხადა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის უმთავრეს ნაწილს სოციალური პროგრამების და ინფრასტრუქტურის საკითხებისკენ მიმართავს.

საუბრობდა, რომ სწუხს რუსთავის მდგომარეობაზე, რადგან ქალაქის განვითარებისთვის საჭირო რიგი პროექტები შეჩერებულია. KKPRESS-ს კითხვაზე, როგორ ფიქრობს ქალაქის ხელმძღვანელობაში ყოფნის დროს რა შეცდომები აქვს დაშვებული? ამბობს, რომ შეცდომაა ის, რომ სხვა პროექტების გაკეთება „ ვერ მოასწრო მოსახლეობისთვის". ასევე დასძენს, რომ კონკრეტულად მისი როგორც თანამდებობის პირის შეცდომა იყო ის, რომ რიგი პროექტები ისე მტკიცდებოდა, რომ მათ შესახებ საზოგადოებრივი მსჯელობა არ იმართებოდა. ჩიქოვანის განცხადებით, ქალაქის მართვის კუთხით წინა და ამ მთავრობასაც აქვს ერთი საერთო პრობლემა, რაც სამშენებლო პროექტებზე ნებართვის გაცემას ეხება. ამბობს, რომ ამ კუთხით ოპერატიულობით და კარგი მუშაობით ვერც ერთი მთავრობა დაიკვეხნის.

არჩევის შემთხვევაში ამ პრობლემის გამოსწორებასაც ჰპირდება მოსახლეობას.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია