კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:07 
დავით ჯიქია, მისი ოჯახის მიმართ განხორციელებულ რეპრესიებზე საუბრობს - 30 მაისი 2014

მმართველი გუნდის რუსთავის მერობის კანდიდატი, დავით ჯიქია ადგილობრივ ჟურნალისტებს შეხვდა. გააცნო საარჩევნო პროგრამა და  მათ კითხვებს უპასუხა.

ჯიქიას განცხადებით მისი პროგრამა მიმართულია ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარების გაუმჯობესების, ახალი რეკრეაციული ზონების შექმნის, გამწვანების ხელშეწყობის, დამატებითი საბავშო ბაღების მშენებლობის და დასაქმების მიზნით - მოსახლეობის პროფესიული გადამზადებისკენ.

აცხადებდა, რომ დასაქმების კუთხით, შეუძლია კონკრეტული ახალი საწარმოს დასახელება, რომელიც 100-მდე ადგილობრივს დაასაქმებს. ჯიქიას განცხადებით ობიექტს, რომელიც სამშენებლო საწარმო იქნება ,,თანადაფინანსების ფონდი" ააშენებს - რუსთავის შემოსასვლელში.

საარჩევნო პროგრამის გარდა, ჯიქიას მიმართ სხვა კითხებიც დაისვა. კონკრეტულად, KKPRESS.GE დაინტერესდა წარსულში ადგილობრივ თვითმმართელობაში და სამხარეო ადმინისტრაციაში მუშაობის დროს, რატომ არ გასჩენია მას პროტესტი, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიმართ? ჯიქია პასუხობდა, რომ არსებული რეჟიმის მიმართ მას პროტესტი 2007 წელსაც ჰქონდა, როდესაც აქციის მშვიდობიანი მონაწილეები დაარბიეს. საუბრობდა, რომ იმ აქციაზე მისი ოჯახის წევრებიც იყვნენ. ,, ამ ფაქტის შესახებ ჩემი დამოკიდებულება რუსთავის მერიაში დავაფიქსირე, რასაც მოჰყვა გარკვეული შედეგები, თუმცა სამსახურიდან არ გავუშვივართ. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, ზეწოლა ბევრად დიდი იყო.." -ამბობს, ჯიქია.

მისი თქმით, ,,ქართუში" მამის მუშაობის გამო, ერთ დღეში მან და მისმა დამ რუსთავის მერიაში სამსახური დაკარგეს, მეორე დღეს იგივე ბედი ეწიათ მის დეიდაშვილებს და ბიძაშვილს. ამბობს, რომ ამის შემდეგ პროკურატურამ აღძრა მამამისის და "ქართუს", რამდენიმე თანამშრომლის მიმართ სისხლისსამართლის საქმე. სადაც საუბარი იყო თანხებთან დაკავშირებულ  მაქინაციებთან, ეს მაშინ, როდესაც ჯიქიას თქმით - მისი ოჯახის წევრის მოვალეობა ,,ქართუში" თანახებთან კავშირში არ იყო და მას მხოლოდ, სამშენებლო ობიექტების ზედამხედველობა ევალებოდა. ამბობს, რომ ამ ყველაფრის პარალელურად მუქარები იყო მის მიმართაც. სამსახურიდან გაშვების შემდეგ არ აძლევდნენ გადაადგილების საშუალებას და მისგან მოითხოვდნენ ქვეყნის დატოვებას. საუბრობს, რომ სწორედ, ამ მიზეზების გამო არ იმყოფებოდა 2012 წლის ბოლომდე საქართველოში და ვერ მიიღო მონაწილეობა - ,,ოცნების" ყველაზე რთულ ბრძოლაში რეჟიმის წინააღმდეგ.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია