კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:11 
გველუკაშვილი, კვლავ ცხვარს და 20 ლიტრა ღვინოს არიგებს - 30 მაისი 2014

დღეს რუსთავის მეგობრობის გამზირის #35,37, 41 ბინების ეზოში საყოველთაო მოლხენა იყო.

,, რუსთაველი ბიზნესმენი თამაზ გველუკაშვილი აღნიშნავს თავის დაბადების დღეს. გამოგვიგზავნა ცხვარი და 20 ლიტრი ღვინო. პარტიები და ეგეთები, რა ვიცი, არავის უხსენებია. ეს ცხვარი კიდე, კი ხედავთ ჯერ მიბმულია, არ დაგვიკლავს", - საუბრობს, მეგობრობის #35 მაცხოვრებელი, გულიდა დარჩაშვილი.

სანამ მეგობრობის #35 ბინასთან მიბმული ცხვარი განაჩენს ელოდა, ქეიფის აქტიურ ფაზაში იყვნენ შესულები მეგობრობის #41 და #37 ნომრებში.

#37 ნომრის ეზოში, მოქეიფეთა შორის,  „ნინო ბურჯანაძე- ერთიანი ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატი, გოჩა ლაცაბიძე დაგვხვდა. გაგვიმეორე იგევე, საუბრობდა, რომ გველუკაშვილი დაბადების დღეს აღნიშნავს და ამასთან პარტიებს კავშირი არ აქვს.

KKPRESSGE-მ გადაამოწმა რუსთაველი ბინზესმენის დაბადების თარიღი. გველუკაშვილის დაბადების დღე, ნამდვილად დღეს არის, თუმცა მსგავსი ფორმით ბიზნესმენს - ეს დღე სხვა დროს არ აღუნიშნავს.

თამაზ გველუკაშვილი თავისი ცხვრით და 20 ლიტრი ღვინით ცნობილია. გასულ საპარლამენტო არჩევნებზე, ასეთი საჩუქარი წინასაარჩევნოდ მან გაუკეთეა რუსთაველებს, თუმცა შემდეგში როდესაც ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით დაიწყო მოკვლევა - ეს ცოდვა თავის თავზე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ადგილობრივმა ლიდერმა, კახაბერ ბარათაშვილმა აიღო.

რაც შეეხება, ამჟამად გველუკაშვილის პოლიტიკურ ორიენტაციას, გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ის მარგველაშვილის მხარდამჭერი გახლდათ და მონაწილეობას იღებდა მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ღონისძიებებში. ასევე, მან რამდენიმე თვის წინ, საკუთარი სასტუმრო ,,გრანდ ვეჯინი" ოფიციალურად რუსთავის მერთან, ამჟამად კი „ოცნების" მერობის კანდიდატ, დავით ჯიქიასთან ერთად გახსნა.

„ქართული ოცნების" რუსთავის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გველუკაშვილი მათ არც პარტიულ და არც მაჟორიტარულ სიაში არ ჰყავთ და მასთან არავითარი კავშირი არ აქვთ.

 

ამავე თემაძე: მარგველაშვილის შტაბის საარჩევნო შეხვედრაზე ბიზნესმენი ახალი ობიექტის მშენებლობაზე საუბრობს

,, სტაბილურობის განცდა მაქვს და იმედია ეს ცრუ მოლოდინი არ არის"- თამაზ გველუკაშვილი 


 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია