შაბათი, 21 სექტემბერი 2019 წ.  13:45 
თეთრიწყაროში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე იმსჯელეს - 01 ივნისი 2014

თეთრიწყაროს რაიონში წინასაარჩევნოდ არსებულ გარემოზე სასაუბროდ, სამოქალაქო განვითარების ქართულ-ბერძნულმა ფონდმა „გეორგია-ელადამ" - მრგვალი მაგიდა გამართა.

მოწვეულნი იყვნენ რაიონში მოქმედი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, საინიციატივო ჯგუფებისა და პარტიების წარმომადგენლები.

შეხვედრის ყველა მონაწილე გამოთქვამდა თავის აზრს - რაიონში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე. მათი ნაწილი აცხადებდა, რომ აღნიშნული წინასაარჩევნო გარემო არის ბევრად თავისუფალი ვიდრე, 2012 წლამდე ჩატარებული არჩევნების დროს იყო. ისმოდა განსხვავებული მოსაზრებები, „ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიციის"  მხრიდან პარტიის წამომადგენელი აცხადებდა, რომ ახალი მთავრობაც ოპონენტების წინააღმდეგ უკანონო მეთოდებს იყენებს.

,, ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია",  ნუნუ ნათობიძე:  ,, ჩვენ წევრებზე ხორციელდება ზეწოლა, იმისთვის რომ მათ მოხსნან თავიანთი კანდიდატურები. პარტიის სიაში მყოფ 6 ადამიანთან ღამით შევიდნენ ოჯახში და მოსთხოვეს, რომ მეხსნათ თავიანთი კანდიდატურები.

ერთმა დაწერა, მაგრამ შემდეგ როდესაც გამოვიდა მიღებული სტრესიდან ნაწილობრივ მაინც,  მივიდა საოლქოში და ითხოვა, რომ მისი განცხადება ბათილად ეცნოთ. ასევე, გაჰყავთ ჩვემი კანდიდატები და ეუბნებიან, რომ ,, მაგ პარტიაში, რა გინდა, შენ ხომ იცი, როგორ არიან ერთმანეთში ნაციონალები და ოცნება და ბურჯანაძეს, მაინც არაფერი ეღირსება - რა გინდა მაგათთან-ო'.

მართლა გმირები არიან, ჩემი გუნდის წევრები. შედარებას ვერ გავაკეთებ, წინა არჩევნებსა და ეხლანდელს შორის, რადგან მაშინ, რეჟიმის პირობებში ვიმყოფებოდით და შეგუებულები ვიყავით,  რომ ნაციონალებისაგან კარგს არაფერს ველოდით და არც ველით, მაგრამ იმიტომ კი არ დავამხეთ, ნაციონალური მოძრაობა, რომ უარესი დიქტატურა ყოფილიყო ქვეყანაში. ჩვენ გვინდა დემოკრატია ქვეყანაში იმისთვის, რომ ადამიანებს თავისუფლად სუნთქვის საშუალება ჰქონდეთ."

,,ქართული ოცნების' შტაბის იურისტი, ბესო ნიჟარაძე: ,,ძველსა და ახალ ხელისუფლებას შორის განსხვავება, ძალიან დიდია. ბევრი რამ შეიცვალა და აწიც, შეიცვლება უკეთესობისაკენ. საუბარი იმაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ჩვენ ვგეგმავთ - მუნიციპალიტეტებში ხალხის სამსახურებიდან დათხოვნას და ახალი კადრების დანიშვნას, ვინც პარტიის მხარდამჭერია, ეს ტყუილია. კადრების შერჩევა და დანიშვნა, მხოლოდ და მხოლოდ კვალიფიკაციის საფუძველზე მოხდება, ისე როგორც, ამას ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ნაირა ებრალიძე„ თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებისთვის კადრების პარტიული ნიშნით შერჩევა, ცუდი ტენდენციაა. არ შეიძლება, ადამიანები იმის მიხედვით დავყოთ, ვის რომელ ნომრიანი მაისური აცვია. სამწუხაროა, რომ ახალი ხელისუფლება, ძველის შეცდომებზე ვერ სწავლობს და იგივეს იმეორებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, განვითარების ასოციაცია' აღმასრულებელი დირექტორი, ირმა მჭდლიძე,,ძალიან კარგი შედეგია ის, რომ ისტორიაში პირველად ვირჩევთ-გამგებელს. შედარებაც კი, არ შეიძლება, წინა წლებთან. თავისუფლებაა, ადამიანური ნების გამოხატვის თვალსაზრისით, რაც აშკარაა", - საუბრობდა მჭედლიძე. მისი თქმით, რაიონი სხავადასხვა პრობლემების წინაშე დგას, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტში ინფორმაციის ნაკლებობაა. აცხადებდა, რომ  რაიონს სჭირდება საკუთარი მედია საშულება.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი", ჯოტო არღვლიანი,,ბევრი რამ შეიცვალა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ და არ შეიძლება ადამიანი უმადური იყო. დარიგდა ვაუჩერები, დარიგდა უფასოდ წიგნები და ეს დასაფასებელია. ჩვენთან, ტაძარი შენდებოდა, რომელიც 2015-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ხელისუფლებისა და ჩვენი კანდიდატის მხარდაჭერით, ჩვენ ეკლესიის გახსნაც კი ვიზეიმეთ უკვე", - საუბრობდა, არღვლიანი.

 

მედეა ჭკადუა

Kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში: ,,ადგილობრივი მედიის გააქტიურება ეკომიგრანტებით და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში  - წალკა, დმანისი, თეთრიწყარო." პროექტს ახორციელებს ,,სამოქალაქო განვითარების ქართულ-ბერძნული ფონდი გეორგია-ელადა". ფინანსდება ,,საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი"- მიერ.

პარტნიორებია გაზეთი ,,თრიალეთის ექსპრესი" და ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი -kkpress.ge"

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია