კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:04 
წალკაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ მრგვალი მაგიდა გაიმართა - 01 ივნისი 2014

სამოქალაქო განვითარების ქართულ-ბერძნული ფონდის „გეორგია-ელადას" წინასაარჩევნო პროექტის ფარგელბში მრგვალი მაგიდა გაიმართა წალკის მუნიციპალიტეტში.

ღონისძიების მონაწილე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა განიხილეს, რაიონში არსებული წინასაარჩევნოდ გარემო.

მრგვალ მაგიდასთან სასაუბროდ მოწვეული იყო წალკაში მოქმედი ყველა პოლიტიკური პარტია: ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ,, ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია", კოალიცია ,,ქართული ოცნება", ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" და ,,ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა."

ამ ჩამონათვალიდან, შეხვედრას არ შეუერთდა, მხოლოდ,  ,,ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" წალკის ორგანიზაცია.

ღონისძიების  მიმდინარეობისას, თემის გარშემო საკუთარი აზრი - ყველა პარტიის წარმომადგენელმა დააფიქსირა.

ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობი"-ს წალკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და პროპორციული სიის პირველი ნომრის, ავთანდილ ტუნაძის თქმით, არც კი  შეიძლება საუბარი თანაბარ პირობებზე, რადგან ზოგიერთი" პარტიის ხელში არის საკმაოდ სოლიდური თანხა, კომისიის წევრები თუ დამკვირვებლები საარჩევნო კომისიებში და კიდევ უამრავი სხვა რესურსი, ხოლო პარტიების ნაწილს -  არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი რესურსი არ გააჩნია. იქვე დასძენდა, რომ მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში, არანაირ ზეწოლას და შევიწროებას მისი პარტიის წევრების მიმართ ადგილი არ ჰქონია.

ამ თემის შესახებ, სხვაგვარ ინფორმაციას ავრცელებდნენ, მრგვალი მაგიდის მონაწილეები, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაბიდან." პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლის, ემზარ დიმიტრაძე საუბრობდა, რომ ხდება ზეწოლა „ნაციონალური მოძრაობი"-ს აქტივისტებზე.

,,მოგეხსენებათ წალკის რაიონში ცხოვრობენ აჭარიდან და სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები. მათ უმრავლესობას საკუთარი საცხოვრებელი არ არ გააჩნია და ცხოვრობს ეთნიკურად ბერძენი მოსახლეობის სახლებში. სამწუხაროდ, სახელისუფლებო პარტია იყენებს ძალიან ცუდ ხერხებს იმისათვის, რომ ამომრჩეველთა ეს ნაწილი აიძულოს ხმა მისცეს ქართულ ოცნება"- და ამაზე კონკრეტული შემთხვევებიც მეტყველებს. სწორედ, ასეთი მუქარით მიმართეს ჩვენს ერთ-ერთ დეპუტატობის კანდიდატს უთხრეს, თუ არ მოხსნიდა კანდიდატურას გამოასახლებდნენ სახლიდან და დატოვებდნენ ქუჩაში.

არსებობს, რამდენიმე სოფელი, სადაც ასეთი მუქარით უნდათ ხმების წამოღება და ხალხს ემუქრებიან სახლებიდან გასახლებით. მე მჯერა, რომ მსგავსი ხერხებით ვერაფერს მიაღწევენ და საერთოდაც ვფიქრობ, რომ ასეთი მუქარებით ვერაფერს გახდებიან ჩვენს წინააღმდეგ, იმ შემთხვევაში თუ ეს სისტემატურ ხასიათს მიიღებს- რა თქმა უნდა, ჩვენ მივმართავთ შესაბამის ორგანოებს", -აცხადებდა, ემზარ დიმიტრაძე.

თანაბარი წინასაარჩევნო გარემოს არ არსებობაზე რაიონში, საუბრობდა ,,პატრიოტთა ალიანსი"-ს წარმომადგენელი, მიხეილ ბერიძეც. მისი თქმით, არ არსებობს თანაბარი გარემო პოლიტიკური პარტიებისათვის და სამწუხაროდ, „ქართული ოცნებაც" იგივეს აგრძელებს, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა".

,, როგორ შეიძლება იყოს ლაპარაკი თანაბარ საარჩევნო გარემოზე?! ნაციონალურმა მოძრაობამ დაანგრია ჩემი ქვეყანა, მოსპო ყველანაირი სამართალი და ზუსტად იგივეს აგრძელებს ქართული ოცნებაც. სიებში ჰყავთ ადამიანები, რომელთაც არანაირი განათლება არ გააჩნიათ, ჩემი დიდი პატივისცემა ყველა მწყემსსა თუ ტრაქტორისტს, მაგრამ მათი სიებში ჩაწერა და საკრებულოს წევრობა დაუშვებელია, მხოლოდ იმისათვის რომ მან მოიტანოს ხმები. ადამიანი, რომელიც საკრებულოში შედის უნდა იყოს განათლებული, უნდა იცოდეს რა არის სახელმწიფო, რა არის კონსტიტუცია, რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა, რა არის ორგანული კანონი, ცოათი მაინც უნდა იცოდეს თავისი მოვალეობები და აზრზე იყოს, რა ფუნქცია აქვს საკრებულოს, რა ფუნქცია აკისრია საკრებულოში, მას როგორც დეპუტატს.

სამწუხაროდ, აქ წარმოდგენილი პარტიების უმრავლესობას ასეთი ხალხი ბლომად ჰყავს და ამას აკეთებენ იმიტომ, რომ მოიწყონ საკუთარი კეთილდღეობა და არ იზრუნონ ადგილობრივ პრობლემებზე, მაგრამ სანამ პატრიოტთა ალიანსი არსებობს არ მივცემთ საკრებულოს იმის საშუალებას, რომ როგორც უნდათ ისე აკეთონ, საქმეები თავიანთ სასარგებლოდ.

ასევე, დიდ პრობლემას წარმოადგენს საარჩევნო სიებში მყოფი ე.წ. მკვდარი სულები, რომელთაც აქტიურად იყენებდა „ნაციონალური მოძრაობა" და არ გამოასწორა მდგომარეობა ქართულმა ოცნებამ",- ამბობს მიხეილ ბერიძე.

პარტიების ბრალდებებს აბსურდული უწოდა კოალიცია ,,ქართული ოცნების" პირველმა ნომერმა ჯემალ ბერიძემ. მისი თქმით, ქართული ოცნება ზეწოლას არ ახორციელებს პარტიებზე - ცდილობს შეინარჩუნოს მშვიდი გარემო წალკაში და თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენოს ყველა პოლიტიკური პარტია.

 "საარჩევნო პირობები ყველა პარტიისთვის თანაბარია. ის ბრალდებები, რომ ვაგრძელებთ ნაციონალური მოძრაობის გზას არის აბსურდული. ვენი მხრიდან არავისზე ზეწოლის ფაქტი არ ყოფილა და იმ შემთხვევაში, თუ ვინმესგან იყო ასეთი შემთხვევა, ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში არა ვართ. ყველა აქტივისტს ვეუბნებით რომ არ შევიდნე კონფლიქტში სხვა პარტიების წარმომადგენლებთან და როგორც მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე წინასაარჩევნოდ სიმშვიდის შესანარჩუნებლად.

თუ ვინმე ვინმეს დაემუქრა ამის შესახებ, ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს და თუ გვექნება ასეთი ინფორმაცია, აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ მის აღსაკვეთად. ღმერთმა დაგვიფაროს, იმ სიტუაციისგან, რაც იყო ნაციონალების დროს: დაშინება, ზეწოლა, ათასნაირი ტერორი სამართალდამცავების მხრიდან და ბევრი რამ რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო ხალხის დასაშინებლად - ეს არის იმ რეჟიმის ხელწერა და ჩვენთან არაფერი აქვს საერთო.  დღეს ასეთი რამ არ ხდება, ხალხს თავისუფლად შეუძლია თავისი არჩევანის დაფიქსირება", - არწმუნებდა „ოცნების" წარმომადგენელი, ჯემალ ბერიძე მრგვალი მაგიდის მონაწილეებს.

 

გურამ კახაძე

Kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში: ,,ადგილობრივი მედიის გააქტიურება ეკომიგრანტებით და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში  - წალკა, დმანისი, თეთრიწყარო." პროექტს ახორციელებს ,,სამოქალაქო განვითარების ქართულ-ბერძნული ფონდი გეორგია-ელადა". ფინანსდება ,,საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი"- მიერ.

პარტნიორებია გაზეთი ,,თრიალეთის ექსპრესი" და ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი -kkpress.ge"

 

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია