კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:11 
წალკაში კონკურენტებთან დებატებისთვის მზად, მხოლოდ ნაციონალები აღმოჩნდნენ - 02 ივნისი 2014

სამოქალაქო განვითარების ქართულ-ბერძნული  ფონდის „გეორგია-ელადას" წინასაარჩევნო პროექტის ფარგლებში, წალკაში  დებატები დაიგეგმა რაიონის გამგებლობის კანდიდატებთან. ორგანიზაციას მოწვეული ჰყავდა გამგებლობის ოთხივე კანდიდატი. მიუხედავად შეთავაზებისა, კონკურენტებთან დებატებში ჩართვის სურვილი არ აღმოაჩნდა კოალიცია ,,ქართული ოცნები"-ს გამგებლობის კანდიდატ ილია საბაძეს,  ,,ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის" კანდიდატ, რუსლან ხუციშვილს და ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"-ს კანდიდატ, გივი ღვინჯილიას.

შესაბამისად, კონკურენტებთან დებატებისთვის მოსულ „ნაციონალურ მოძრაობა"-ს დისკუსიის წარმოება შეხვედრის მოდერატორთან, მოქალაქეებსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ეკომიგრანტთა კავშირთან" მოუხდა.

აღნიშნული კავშირის თავმჯდომარე, ავთანდილ ტუნაძე საუბრობდა, რომ გამგებლობის კანდიდატების დებატებზე მოუსვლელობა მისთვის გაუგებარია.

,, ალბათ, მათ რომ ჰკითხოთ გეტყვიან, რომ არ ეცალათ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ამომრჩეველთან ურთიერთობის ძალიან კარგი საშუალება. ვიცი, თქვენი პროექტის ფარგლებში ამ დებატების შესახებ მომზადდება საგაზეთო მასალები და ვიდეო სიუჟეტები. ამით კი ერთგვარ რეკლამას პირველ რიგში საკუთარ თავს გაუკეთებდნენ.

საკმაოდ ბევრი კითხვა მქონდა მათთვის მომზადებული, მაგრამ რას ვიზამთ", - საუბრობდა  ტუნაძე. დისკუსიის განმავლობაში მმართველი გუნდის წალკის გამგებლობის კანდიდატის მიმართ, კრიტიკა არ დაუშურია „ნაციონალური მოძრაობი"-ს გამგებლობის კანდიდატ, ნოდარ ხოზრევანიძეს.

მისი თქმით „ქართული ოცნები"-ს გამგებლობის კანდიდატს, უკვე ჰქონდა საშუალება, გამგებლის თანამდებობაზე ყოფნით,  ეკეთებინა საქმე და ხალხისთვის თავი შეეყვარებინა, თუმცა პირიქით მოიქცა და სრულიად უმოქმედოდ იჯდა კაბინეტში.

„ დღეს იმიტომ არ მოვიდნენ აქ, რომ პატივს არ სცემენ თავიანთ თავს, საკუთარ ამომრჩეველს და არ უკეთებიათ ისეთი საქმე რაც გამოაჩენდათ. მათ არაფერი აქვთ სათქმელი და იმალებიან, ესაა კანდიდატების მოუსვლელობის მიზეზი.

დანგრეული გზები, მოშლილი ინფრასტრუქტურა, უსახლკარო ხალხი ესაა რეალობა, რომლის წინაშეც დგას დღეს წალკა.  ცხადია, რაიონის ბიუჯეტი არაა ისეთი დიდი, რომ ყველაფერი ერთ დღეში გაკეთდეს, მაგრამ როცა ერთ წელიწადში გასცემ 150 ათასი ლარს პრემიად - ზუსტად მაგ თანხით შეიძლებოდა ბევრი რამის გაკეთება.

როგორც ვიცით პრემია და სახელფასო დანამატი გაიცემა კარგი მუშაობისათვის, რა გააკეთეს ამათ კარგი, რომ ამხელა თანხები მიაქვთ ხელფასის გარდა?! ყველაფერი წაახდინეს და გაანადგურეს, ამაში აიღეს ამდენი პრემიები?!

თანახმა ვარ, წავიდეთ მე და „ქართული ოცნები"-ს კანდიდატი ილია საბაძე რაიონის ყველა სოფელში და თუ მას ხალხის უმრავლესობა იცნობს, რომ  რაიონის გამგებელი იყო, მე ვიხსნი კანდიდატურას და მივდივარ.

 ადამიანი მუშაობდა 2003 -2011 წლებში კონტრდაზვერვის უფროსად წალკა-თეთრიწყაროში და ყველაზე უკეთ მან უნდა იცოდეს, სად რა პრობლემებია, უკეთ უნდა იცნობდეს რაიონს, მაგრამ თანამდებობებზე ზიან მხოლოდ ფულის საკეთებლად.

ჩემი გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად მოვაწესრიგებ რაიონის ინფრასტრუქტურას და ამისათვის ვითანამშრომლებ აქტიურად ცენტრალურ ხელისუფლებასთან, შევაკეთებ სოფლებთან მისასვლელ გზებს, არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის ვიზრუნებ განათლების სამინისტროს დახმარებით სოფლებში ქართული ენის მასწავლებლების ჩამოყვანაზე, რადგან ამაზე დიდი მოთხოვნაა მათი მხრიდან.

ასევე, აუცილებელია  გაყიდული მიწების გადახედვა სამართლებრივი კუთხით. არის შემთხვევები, როცა ტერიტორიები გაყიდულია მოქმედი სასაფლაოებიანად, გაყიდულია საბალახო, თუ სათიბი მიწები, რომლებიც აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს სოფლისთვის.

ერთხელ და სამუდამოდ მოვსპობთ ნაცნობობით და ნათესაობით კადრების დანიშნვას, უნდა იმუშაოს იმ ხალხმა, რომელთაც შეუძლიათ საქმის კეთება და აქვთ სათანადო განათლება და უყვართ რაიონი", - საუბრობდა, „ ნაციონალური მოძრაობი"-ს წალკის რაიონის გამგებლობის კანდიდატი, ნოდარ ხოზრევანიძე.

 

გურამ კახაძე

Kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში: ,,ადგილობრივი მედიის გააქტიურება ეკომიგრანტებით და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში  - წალკა, დმანისი, თეთრიწყარო." პროექტს ახორციელებს ,,სამოქალაქო განვითარების ქართულ-ბერძნული ფონდი გეორგია-ელადა". ფინანსდება ,,საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი"- მიერ.

პარტნიორებია გაზეთი ,,თრიალეთის ექსპრესი" და ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი -kkpress.ge"

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია