ორშაბათი, 18 ნოემბერი 2019 წ.  16:01 
წალკის და თეთრიწყაროს საკრებულოს წევრობის ქალი კანდიდატები - 07 ივნისი 2014

თვითმმართველობის არჩევნებში ჩართული ქალი კანდიდატების  სიმცირეზე, როგორც სამოქალაქო სექტორი, ასევე სამთვრობო წრეები საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მხარე ოფიციალურად მაინც თანხმდება, რომ პრობლემა სახეზეა - ქალთა აქტიურობა, როგორც საარჩევნო სუბიექტების არსებითად არ იცვლება და ვერც სახელმწიფო დგამს ამ მიმართულებით ეფექტურ ნაბიჯებს.

„ ქვემო ქართის საინფორმაციო პორტალი" ცდილობს ამომრჩეველს გააცნოს რეგიონის საკრებულოს წევრობის ქალი კანდიდატები. ჩვენი რესპოდენტები წარმოადგენენ, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე საინიციატივი ჯგუფებს.

წალკაში საინიციატივო ჯგუფის მიერ საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარდგენილია ნაზი მეშველიანი.

არის ჟურნალისტი, პროზაიკოსი, გაზეთ „თრიალეთის ექსპრესი"-ს მთავარი რედაქტორი. სახელწიფო კოლეჯ  „ გარანტში"  კითხულობს ლექციებს ეტიკეტის, კორესპონდენციის და მენეჯმენტის ეთიკის შესახებ. არის კრებულის ავტორი ,,ცრემლიანი მივლინება" და რამდენიმე ნოველის,  რომელიც მიეძღვნა აფხაზეთის თემას. ოკუპირებულ ტერიტორიებში საომარი მოქმედების დროს ტყვეების განთავისუფლებაში და მათი სიცოცხლის დახსნისთვის გაწეული სამსახურისთვის - შეყვანილია წიგნში ,,ასი ქართველი ქალი."

ეწევა საგამომცემლო საქმიანობას. არის არაერთი საერთაშორისო პროექტის  ავტორი და ხელმძღვანელი. 1993 წლიდან ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობის წევრია, ლადო ასათიანის საზოგადოების დამფუძნებელი და თავმჯდომარე.  წელს კი  21 მარტს მას საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება მიანიჭეს.

„  გასული საუკუნის  ოთხმოცდაათიან წლებში, ბერძნებმა საქართველოში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის, თუ ისტორიული მიწის ყივილის გამო დატოვეს წალკა და შორეულ ელადას მიაშურეს. წალკაში კი ამ დროს მთავრობისვე მოწოდებით მასიურად დაიწყო ჩამოსახლება სტიქიით დაზრალებულმა სვანებმა და აჭარლებმა. ჩამოდიოდნენ იმ იმედით, რომ სახლებს სახელმწიფო შეუსყიდიდათ. ეს დაპირება დაპირებათ დარჩა და ხალხი მოტყუებული აღმოჩნდა.

დღეს მათ არ აქვთ საცხოვრებელი სახლები და მიწები - როგორც დევნილები ისე ცხოვრობენ საკუთარ ქვეყანაში სხვის სახლებში.

მეც გახლდით ამ პროცესებში ჩართული. ჩემი ჟურნალისტური საქმიანობით ასევე, კარდაკარ სიარულით, ვცდილობდი ჩამოსახლებები დაჩქარებულიყო, ამიტომ ვალდებულად ვთვლი თავს ბოლომდე მათთან ვიდგე.

დავაარსე ადგილობრივი გაზეთი „ წალკის უწყებანი," რომელიც მემატიანეა  90 წლებში მიმდინარე  სოციალური და ეკონომიური პროცესებისა.

ჩემი გაზეთი და მე არაერთხელ ვყოფილვართ ქართველებსა და არაქართველებს შორის მედიატორი. სადაც სამშობლოს უჭირდა ყოველთვის იქ ვიყავი, აფხაზეთი იყო თუ  წალკა,  სადაც ქართველების დამკვიდრება ხდებოდა. წალკის განვითარებაში მინდა ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო, გამარჯვების შემთხვევაში, როგორც საკრებულოს წევრმა",- საუბრობს, ნაზი მეშველიანი.

ამბობს, რომ მისი პრიორიტეტები არის, როგორც ეკომიგრანტების ხელშეწყობა, ასევე მცირე მეწარმეებისთვის კოოპერატივების შექმნა, რაიონში საგანმანათლებულო პროცესების ხელშეწყობა. „ ჩემი პრიორიტები ამგვარია:  სახლების შესყიდვა და დაკანონება; მიწის სამართლიანად გადანაწილება; ფერმერების ხელშეწობა; მცირე მეწარმეთათვის კოოპერატივების შექმნა; საოჯახო ტურიზმის განვითარება და ახალი სკოლამდელი აღზრდის ცენტრის გახსნა" - აცხადებს ნაზი მშველიანი.

პოლიტიკაში 2011 წლიდან ჩაერთო „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" თეთრიწყაროს საკრებულოს წევრობის კანდიდატი, ნუნუ ნათობიძე.

ამბობს, რომ მშვიდი ცხოვრება სურდა, მაგრამ 2011 წლის 26 მაისის შემდეგ, როდესაც მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაარბიეს - გადაწყვიტა ნინო ბურჯანაძის გვერდით დამდგარიყო.  

„ 2011წლის 26 მაისის შემდეგ მივხვდი, რომ ნინო ბურჯანაძის გვერდით უნდა ვყოფილვიყავი და მე მას, უბრალოდ ვერ ვუღალატებდი, რადგან ის არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ბედი აღელვებს. რაიონში ჩვენ საარჩევნო ბლოკს  მაჟორიტარებიც კარგი და სანდო ადამიანები ჰყავს.

ჩვენ გვაქვს გული, მაგრამ არ გვაქვს ფული და შესაძლოა სხვა კანდიდატები, ამით გვჯობნიდნენ. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, მე ვპირდები აქაურებს, უპირველესად უმუშევრობის აღმოფხვრას და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოების საშუალებების შექმნას. ჩვენ არ ვატყუებთ, ჩვენს ამომრჩეველს და გონივრული არჩევანი მათზე მიგვინდია", - საუბრობას თეთრიწყაროს საკრებულოს წევრობის კანდიდატი, ნუნუ ნათობიძე.

საკრებულოს წევრობისთვის თეთრიწყაროს რაიონში იბრძვის თამარ დალაქიშვილიც. გახლავთ ყოფილი მმართველი გუნდის კანდიდატი.

,,ნაციოანალურ მოძრაობაში, პარტიის დაარსების დღიდან ვარ და შემართებით ყველაფერს სამართლიანად ვაკეთებ.

მე, ჩემს მაჟორიტარულ ოლქში, ძალიან ბევრი რამე მაქვს გაკეთებული. ვარ საკრებულოს მეორე მოწვევის დეპუტატი. ეხლა მესამედ ვიყრი კენჭს და ჩემი ამომრჩევლისთვის გავაკეთებ იმას, რომ ხალხი დასაქმდეს. ბევრი სიკეთე მაქვს გაკეთებული და აწიც იგივეს გავაგრძელებ.

განვახორციელე წყლის პროექტი. მოვახდინე დაქსელვა სოფელ კოდაში. ხელი შევუწყვე მინი სტადიონის აშენებას. აგრეთვე ავაშენე, სოფელ კოდაში ,,სოფლის სახლი' და ხელი შევუწყვე, რომ ადგილზე ჰქონოდათ ყველაფერი კოდელებს. არის ბანკი, არის ,,მაგთის' ოფისი, არის სადაზღვევო კომპანია, რომელიც პირველად სხვაგან უნდა აშენებულიყო, მაგრამ ჩემი ხელშეწყობით კოდაში ააშენეს. კოდის მოსახლეობა, კმაყოფილია, ამ ყველაფრით. ასევე, საჯარო სკოლა მუშაობდა ორ ცვლაში და ჩემი რეკომენდაციით, გადავიყვანეთ ერთ ცვლაში. სისტემატიური მოთხოვნით დაემატა და აშენდა, შენობა სკოლის ეზოში", - საუბრობს თამარ დალაქიშვილი.

პ.ს „ ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" მკითხველს რეგიონის სხვა ქალბატონ  კანდიდატებსაც გააცნობს.

 

მედეა ჭკადუა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია