ორშაბათი, 18 ნოემბერი 2019 წ.  14:51 
“ტრაქტორისტი უნდა იყოს ყანაში, მწყემსი ნახირში, საკრებულოში კი უნდა იყვნენ განათლებული ადამიანები” - წალკა წინასაარჩევნოდ - 08 ივნისი 2014

წალკის N25 საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია 9 პარტიამ გაიარა და პროპორციული სიები წარადგინა. 

რეგისტრაცია გავლილი სუბიექტებია: ბლოკი ,,ქართული ოცნება", ,,შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტები", ,,ქრისტიან-დემოკრატიული პარტია", ,,ირაკლი ღლონტი-რეფორმატორები", ბლოკი ,,თვითმმართველობა ხალხს", ,,დავით თარხანმოურავი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", ბლოკი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ,,ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია" და ბლოკი ,,არასაპარლამენტო ოპოზიცია." 

რაიონში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე საუბარი ჩვენი მცდელობის მიუხედავად ვერ მოხერხდა ,,ირაკლი ღლონტი-რეფორმატორები"-ს, ბლოკი ,,არასაპარლამენტო ოპოზიციის" და ,,შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტები"-ის წარმომადგენლებთან. 

თემაზე საუბრისას ,,ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის", ,, დავით თარხანმოურავი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" და ბლოკის ,,თვითმმართველობა ხალხს" პარტიის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მმართველი გუნდის საარჩევნო ბლოკთან უთანასწორო მდგომარეობაში არიან. მათი თქმით, ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ფლობენ ფინანსურ, თუ სხვა სახის რესურსებს, ხოლო თვითონ ცარიელი ხელებით უწევთ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება.

,, ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება გვიწევს არათანაბარ გარემოში. შესაცვლელია საარჩევნო კანონი, რადგან დღევანდელი კანონმდებლობით ჩვენს ამომრჩეველს უბანზე არავინ იცავს, არ გვყავს კომისიის წევრი, არ გვაქვს ფინანსები, რომ ყველა უბანზე დავნიშნოთ დამკვირვებელი და აქედან გამომდინარე არაა დაცული ჩვენი ხმები. არავინ არანაირ ზეწოლას არ გვიკეთებს, მაგრამ ამაზე დიდი ზეწოლა რაღა უნდა იყოს, როცა ერთნაირად ვერ მიგვყავს საარჩევნო კამპანია ყველა პარტიას,"- საუბრობს, პარტიის თავმჯდომარე ავთანდილ ტუნაძე.

,,ქრისტიან-დემოკრატების" წალკის პარტიული სიის პირველი თხუთმეტი კანდიდატია: ავთანდილ ტუნაძე; მალინა კოზმოვა; თემური შავაძე; დავით ცეცხლაძე; ლამარა კოჩალიძე; მალვინა კოჩალიძე; რევაზ ანთაძე; როლანდ ქათამაძე; თამარ თავართქილაძე; მერი ტუნაძე; ნოდარ შანთაძე; გენადი საგინაძე; როლანდ ქედელიძე; დარიკო შანთაძე; რამინი ქედელიძე.

,,დავით თარხანმოურავი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წალკის ორგანიზაციაში მათი პარტიული სიით კმაყოფილები არიან. საუბრობენ, რომ რაიონში ცვლილებების დრო მოვიდა.

„ ჩვენ მოვახერხეთ ისეთი გუნდის შეკრა, რომელიც არის ბრძოლისუნარიანი და აუცილებლად ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. დღეს ზოგიეთ პარტიასთან არათანაბარ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რადგან მათ გააჩნიათ ყველაფერი - ჩვენ კი არაფერი, მაგრამ მაინც საბრძოლო განწყობით ვართ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოისპოს იმ გაუნათლებელი ხალხის ბატონობა, რომელიც წლების განმავლობაში გადადიან პარტიიდან პარტიაში, მთავრობიდან მთავრობაში და ფაქტიურად გადაქცეულები არიან ქამელეონებად. ოღონდ სკამები არ დაკარგონ და ყველაფერზე არიან წამსვლელები.

მიუხედავად მათდამი ჩემი დიდი პატივისცემისა, ტრაქტორისტი უნდა იყოს ყანაში, მწყემსი ნახირში, საკრებულოში კი უნდა იყვნენ განათლებული ადამიანები, რათა ნორმალურად მართონ რაიონი. ამაზე არ უზრუნიათ ნაციონალებს, არ ზრუნავს ქართული ოცნება - ვიზრუნებთ ჩვენ", - აცხადებს ,,დავით თარხანმოურავი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წალკის პარტიული სიის პირველი ნომერი მიხეილ ბერიძე.

ალიანსის სიის პირველი თხუთმეტი ადგილი ასე განაწილდა: მიხეილ ბერიძე; ამირანი კვარაცხელია; ციალა პატარაია; ამბარცუმ მაზმანიანი; ეკა ვიბლიანი; მიხეილ ჭელიძე; გიორგი ბოლქვაძე; ლალი ჯეირანოვა; მურად ადაძე; ქეთო დევდარიანი; ბაფატ იბრაგიმოვი; როლანდი ბერიძე; არჩილ მგელაძე; ოთარ ხარაბაძე; ჯემალ ბოლქვაძე.

არათანაბარ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს ბლოკი ,,თვითმმართველობა ხალხს" წალკის ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯონი ღორჯომელაძე.

,, სამწუხაროდ, მართლაც არათანაბარ გარემოში გვიწევს ყოფნა ზოგიერთ პარტიასთან. მათ ჰყავთ უამრავი შემომწირველი და შემოსდით კოლოსალური თანხები, რომლითაც აწარმოებენ გრანდიოზულ წინასაარჩევნო კამპანიას. თვითონ ისიც, რომ ხარ სახელისუფლებო პარტია, ერთგვარად არის სხვა პარტიებთან შედარებით დიდი უპირატესობა. დღევანდელი ჩვენი კანონმდებლობა საჯარო მოხელის მიერ საარჩევნო კამპანიის წარმოებას კრძალავს, მხოლოდ სამუშაო საათებში და სამუშაო საათების შემდეგ ამაში ჩართულია მთელი გამგეობა, სოფლის რწმუნებულები, დეპუტატები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, აღარ ხდება ხალხზე ისეთი ზეწოლები როგორიც იყო ადრე, მაგრამ თვითონ ეს ფაქტორიც რაც ზემოთ ვახსენე არათანაბარ გარემოს გვიქმნის ოპოზიციურ პარტიებს,"- საუბრობს პარტიის თავჯდომარე, ჯონი ღორჯომელაძე.

ბლოკი ,,თვითმმართველობა ხალხს" წალკის ამომრჩეველს პარტიული სიით შემდეგ კანდიდატებს სთავაზობს (პირველი თხუთმეტი კანდიდატი): ჯონი ღორჯომელაძე; პაატა მახარაძე; მარინა შამანაძე; მზია კახაძე; ია კახაძე; თამილა კახაძე; ნადეჟდა წიკლაური; ნინო ხოზრევანიძე; ირაკლი ხოზრევანიძე; ზურაბ ირემაძე; ნოდარ ძირკვაძე; გოჩა ბოლქვაძე; დალი ღორჯომელაძე; კოტე მახარაძე; თამაზ ხმალაძე.

 


გურამ კახაძე
kkpress.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში: ,,ადგილობრივი მედიის გააქტიურებაეკომიგრანტებითდაეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში -წალკა,დმანისი,თეთრიწყარო." პროექტს ახორციელებს ,,სამოქალაქო განვითარების ქართულ-ბერძნულიფონდიგეორგია-ელადა". ფინანსდება ,,საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა დასწავლებისცენტრი"-სმიერ.
პარტნიორებია გაზეთი ,,თრიალეთის ექსპრესი" და ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი -kkpress.ge"

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია