ორშაბათი, 18 ნოემბერი 2019 წ.  15:37 
„ აქციებსაც გავმართავთ კანონის ფარგლებში, თუ დიდ რაღაცაში გადაიზრდება ეს ჩვენ ხელში არ იქნება“,- აკმამედ (ახმედ) იმამკულიევი - 09 ივნისი 2014

„ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის ორგანიზაციაში სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან. პირველმა ინსტანციამ უნდა იმსჯელოს სამართლიანად მოხსნა, თუ არა ცესკომ რეგისტრაციიდან პარტიის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი, აკმამედ (ახმედ) იმამკულიევი.

„ ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" დაინტერესდა, რა ზომებს მიმართავენ მარნეულელი ნაციონალები, თუ მათი კანდიდატისთვის რეგისტრაციის აღდგენა სასამართლოს ძალით ვერ მოხერხდა.

გამგებლობის კანდიდატი, ახმედ იმამკულიევი ამბობს, რომ პარტიაში ყველას საბრძოლა განწობა აქვს და მზად არიან სიმართლის დასაცავად. საუბრობს, რომ თუ პირვემა ინსტაციამ არ დააკმაყოფილა მათი სარჩელი მიმართავენ შემდეგს, თუმცა საუბრობს, რომ სასამართლოს ობიექტურობის იმედი აქვს.

„ მსგავს საკითხზე სასამართლოს აქვს სამართლიანი გადაწყვეყტილებები გამოტანილი. შეგახსენებთ, რომ გორის კანდიდატი სამართლიანად მოიხსნა რეგისტრაციიდან, რადგან არ ცხოვრობდა საქართველოში. ამავე დროს კი სასწავლებლად მყოფ რუსთავის მერობის კანდიდატს რეგისტრაცია შეუნარჩუნდა, რადგან მუდმივად არ ცხოვრობდა, ბოლო 2 წლის მანძილზე უცხოეთს.

მე დარწმუნებული ვარ, სასამართლო ჩემ შემთხვევაშიც გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას და არა პოლიტიკურს. აქვე, გეტყვით, რომ მცირე ბიზნეს საქმიანობას ვეწეოდი ყაზახეთში და ჩინეთში. მივდიოდი და მალევე ჩამოვდიოდი, ჩამომქონდა გარკვეული პროდუქცია. მუდმივად საცხოვრებლად საქართველოს გარდა არსად დავრჩენილვარ", - აცხადებს ახმედ იმამკულიევი.

კითხვაზე, თუ სასამართლოს არც ერთ ინსტაციაში არ დადგება მათთვის სასურველი გადაწყვეტილება, რას მოიმოქმედებენ პასუხობს, რომ პარტია მხოლოდ კანონის ფარგლებში იმოქმედებს, თუმცა შემდეგ თუ პროტესტი „დიდ რაღაცში" გადაიზრდება, ეს მათ პასუხისმგებლობა არ იქნება.

„ მე ვარ ამ ქვეყნის პატრიოტი და ჩემს წარსულშიც ვერავინ ვერაფერს ნახავს ამ სიტყვების საწინააღმდეგოს. ნამდვილად არ ველი სასამართლოსგან პოლიტიკურ გადაწყვეყტილებას, თუმცა თუ დადგა ასეთი რეალობა, მაშინ ჩვენ აქციებს გავმართავთ მხოლოდ კანონის ფარგლებში. ყველა მედია საშუალებით ვილაპარაკებ ამ თემაზე, რადგან ადამიანებს 21 საუკენეში აქვთ არჩევანის უფლება და არავის აქვს უფლება უთხრას აი, ეს იქნება თქვენი გამგებელი-ო.

აქციებსაც გავმართავთ კანონის ფარგლებში, თუ დიდ რაღაცაში გადაიზრდება  ეს ჩვენ ხელში არ იქნება - იმ გადაწყვეტილებას მიიღებს მოსახლეობა. მე და პარტია პროტესტს კანონის ფარგლებში გამოვხატავთ" , - საუბრობს, აკმამედ (ახმედ) იმამკულიევი.

ამბობს, რომ არც ერთი რელიგიური ორგანიზაციის წევრი არაა, უბრალოდ მორწმუნე მუსულმანია და ყველა რელიგიას პატივსცემს. ეხმაურება უსუფაშვილის გაკეთებულ განცხადებას და მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მისი კანდიდატურის მოხსნას ითხოვდა „ნაციონალური მოძარობისგან". აცხადებს, რომ მმართველი გუნდი შეცდომაშია შეყვანილი და რეგიონული უსაფრთხოებისთვის ის საფრთხის შექმნელი არაა.

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია