ორშაბათი, 18 ნოემბერი 2019 წ.  16:24 
დმანისის საკრებულოს წევრობის ქალი კანდიდატები - 09 ივნისი 2014

„ ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" მკითხველს დმანისის რაიონის საკრებულოს წევრობის ქალბატონ კანდიდატებს აცნობს.

„ოცნების" დმანისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი, ნინო ოქრიაშვილი ამბობს, რომ მრავალშვილიანი დედებისთვის ბევრი გაკეთდა, თუმცა მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის კიდევ მეტია საჭირო. თვლის, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე სკოლამდელიაღზრდის დაწესებულებებში მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„ დავიბადე 1974 წელს დმანისის რაიონის სოფელ ჯავახში. 1991 წელს დავამთავრე ქალაქ დმანისის #3 საშუალო სკოლა და იმავე წელსჩ ავირიცხე თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტზე და დავამთავრე 1996 წელს, სოციოლოგის სპეციალობით. 2000-2005 წლებში ვმუშაობდი დმანისის # 1 საშუალოს კოლაში რელიგიის ისტორიის მასწავლებლად, ხოლო 2007 წლიდან 2009 წლამდე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატში წამყვან სპეციალისტად. 2009-2010 წლებში ააიპ. დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელიაღზრდის სამსახურის უფროსად. 2011-2012 წლებში ვმუშაობდი #1 საბავშვო ბაღში აღმზრდელის თანამდებობაზე. 2013 წლის 1 თებერვლიდან დღემდე ვმუშაობ ააიპ. დმანისისს კოლამდელი აღზრდის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მყავს მეუღლე და 4 შვილი.

საბავშვო ბაღებში ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ორი წლის წინ იყო. ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი გახდა ბაღში მისვლა. გაიზარდა ბიუჯეტი, შესაბამისად პირობები გაუმჯობესდა, აღმზრდელთა ხელფასებიც გაიზარდა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამაა მოსაწესრიგებელი. მე, მრავალშვილიანმა დედამ კარგად ვიცი რამდენი რამ სჭირდება მრავალშვილიან ოჯახს, მინდა მათი მდგომარეობა უკეთესი გავხადო", - საუბრობს ნინო ოქრიაშვილი.

ქალთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობს ირმა აფრასიძე, რომელიც დმანისის საკრებულოს წევრობის კანდიდატია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" საარჩევნო ბლოკიდან.

დაიბადა მესტიის რაიონის სოფელ ეცერში, 1969 წელს. დაამთავრა სოხუმის უნივერსიტეტი. მიიღო ფილოლოგ-სოციოლოგის სპეციალობა. აფხაზეთში დარჩა საცხოვრებლად - ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. აფხაზეთიდან დევნილობის შემდეგ აღმოჩნდა დმანისის რაიონში, იქვე შექმნა ოჯახი. ჰყავს მეუღლე და შვილი.

" ჩემი სადიპლომო ნაშრომი იყო „მარტოხელა ქალის პრობლემა"- სრულიად მაქვს გაცნობიერებული ყველა კატეგორიის ქალის პრობლემები. ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ქალები უკეთეს გარემოში ცხოვრობდნენ. მეორე, რისთვისაც მინდა ვიბრძოლო, ეს არის გენდერული ბალანსის საკითხის გამოსწორება. ამ თემაზე უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მომავალ არჩევნებზე ასეთი რეალობა არ გვქონდეს", - აცხადებს, ირმა აფრასიძე.

 

დარეჯან ჩხეტიანი

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში: ,,ადგილობრივი მედიის გააქტიურება ეკომიგრანტებითდაეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში - წალკა,დმანისი,თეთრიწყარო." პროექტს ახორციელებს ,,სამოქალაქო განვითარების ქართულ-ბერძნული ფონდიგეორგია-ელადა". ფინანსდება ,,საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლებისცენტრი"-სმიერ.
პარტნიორებია გაზეთი ,,თრიალეთის ექსპრესი" და ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი -kkpress.ge" 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია