კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:05 
წალკაში სეტყვის მიყენებულ ზარალს ითვლიან - 10 ივნისი 2014

ძლიერმა სეტყვამ  ქალაქ წალკაში სასოფლო სამეურნეო ნათესები და სახლის სახურავები დააზიანა. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ სეტყვამ  ბოლომდე გაუნადგურათ მოსავალი და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

,, მაღალმთიანი აჭარიდან ვართ ჩამოსახლებული, სხვის სახლში ვცხოვრობთ, დღემდე ჩვენთვის სახელმწიფოს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი არ გადმოუცია. ოჯახში არავინ მუშაობს. გვყავს პატარა ბავშვები  და ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ის მცირე ნაკვეთია, რომელიც სახლთანაა. აქ გვეთესა ყველაფერი რაც ოჯახისთვის იყო საჭირო: კარტოფილი, ხახვი, ლობიო, მწვანილი და კიდე ბევრი რამ. არ ვიცი  რა გვეშველება, ვთხოვ ხელისუფლებას ცოტათი მაინც აგვინაზღაუროს ზიანი, რათა მშიერი არ დავრჩეთ" - ამბობს წალკის მკვიდრი, ციური შაინიძე.

 ,, ასეთი საშინელი სეტყვა დიდი ხანია არ ყოფილა. დაახლოებით 20 წუთი გრძელდებოდა და მიწა მთლიანად დაიფარა თეთრად. ხარჯი გავიღეთ დავთესეთ მოსავალი,  შვილივით ვუვლიდით, მაგრამ სულ  გაანადგურა რაც გვეთესა ყანაში და დაგვტოვა შემოსავლის გარეშე. 

მოგეხსენებათ, წალკაში მკაცრი კლიმატია და შემოდგომაზე ყინვა მალე უსწრებს მოსავალს, ამიტომ მეორედ დათესვასაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა და ასეც რომ არ იყოს ბევრს იმის საშუალებაც არ აქვს, რომ მეორედ დათესოს.  ახლად უნდა მოხნას, თესლი იყიდოს, დათესოს და მოიყვანოს მოსავალი. მთელი სამეზობლოც ამ დღეშია და რა გვეშველება არ ვიცით, სეტყვამ დააზიანა სახლის სახურავებიც, ისეთ მდგომარეობაშია  შიფერი, რომ საცერივითაა ქცეული. სასწრაფოდ საჭიროებს გამოცვლას, თორემ წვიმის შემთხვევაში წყალი სახლებში ჩავა.

ვთხოვთ ხელისუფლებას გულთან ახლოს მიიტანოს ჩვენი გაჭირვება და სასწრაფოდ აღმოგვიჩინოს დახმარება. ძალიან ცუდ დღეში ვართ",-საუბრობს ადგილობრივი,  თემურ მახარაძე

როგორც წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში  აცხადებენ, შექმნილია სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზარალის დამთველი კომისია, რომელიც შეისწავლის მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის რაოდენობას და შესაბამისად მოხდება რეაგირებაც.

,, გამგეობაში შექმნილია  სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზარალის დამთველი კომისია. კომისიაში შესულნი არიან სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარდგენილი თანამშრომლებიც. კომისია მთელი დღის განმავლობაში მუშაობს შემთხვევის ადგილებზე  და ითვლის სტიქიისგან მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს. დღეისათვის შემოსულია 20-მდე  განცხადება. მათში მითითებულია სასოფლო-სამეურნეო ნათესების და სახლის სახურავების კუთხით არსებული ზიანი.

იმ შემთხვევაში, თუ ზარალი დიდი არ იქნება და შესაძლებელი გახდება მისი ადგილობრივი ბიუჯეტით ანაზღაურება, გამოიყოფა თანხები და შესაბამისად დავეხმარებით დაზარალებულებს. ხოლო  თუ ზარალი იქნება დიდი, ინფრასტრუქტურულ  დაზიანებებს  გადავცემთ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის კუთხით კი ცხადია, მონაცემებს გადავცემთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და  მათი ფინანსებით მოხდება ზარალის ანაზღაურება," - ამბობს კომისის თავმჯდომარე, ამირან ირემაძე.

 

გურამ კახაძე

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია