კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:06 
მარნეულში პარტიების საარჩევნო პროგრამების კვლევა წარადგინეს - 12 ივნისი 2014

მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა ამომრჩევლისთვის პოლიტიკური პარტიების სოციალური და ეკონომიკური პლატფორმების გაცნობას.

ღონისძიება ორგანიზებული იყო, ,,ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი'-ს (EPRC) მიერ, რომელიც დაფინანსდა საქართველოში აშშ საელჩოს მცირე გრანტების პროგრამით.  

საუბრის ძირითადი თემა იყო, თუ რას ჰპირდებიან პარტიები ამომრჩევლებს და რას მოიცავს მათ საარჩევნო პროგრამები. ამ საკითხებს ეკონომიკური კვლევის ცენტრი 2010 წლის შემდეგ აკვირდება და გამოსცემს საინფორმაციო ბროშურებს ეთნიკური უმცირესობებისთვის (რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე)

მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წარმოდგენილი პარტიების პროგრამები დაყოფილი იყო ექვს ძირითად კატეგორიად: განათლება, დასაქმება, მაკრო-ეკონომიკური საკითხები, სოფლის მეურნეობა, სოციალური პრობლემები და ჯანდაცვა.

პოლიტიკური პარტიების პროგრამები შეფასდა მათი იდეოლოგიური კუთვნილების, განხორციელებადობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, ფაქტობრივი სიზუსტისა და შინაგანი თანმიმდევრულობის მიხედვით. სულ წარმოდგენილი იყო ოთხი პარტიის: ქართული ოცნების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, არასაპარლამენტო ოპოზიციის და ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის პროგრამები.

როგორც პროექტის წარმომადგენლები აცხადებდნენ, მათი მუშაობის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული სისტემების და ეფექტურობის გაუმჯობესება, საზოგადოებიათვის დროული და პროფესიული შეფასების მიწოდება, წინასაარჩევნო დაპირებების და შეთავაზებების, ასევე წამყვანი პოლიტიკური პარტიების მიერ წამოწეული პოლიტიკური შეხედულებების შესახებ.

,,დღევანდელი შეხვედრის მიზანია, პოლიტიკური პარტიების პოლიტიკურ-სოციალური და ეკონომიკური პროგრამების გაცნობა მარნეულის მოსახლეობისთვის. ჩვენ წარვადგინეთ პრეზენტაცია, რომელზეც დეტალურადაა აღწერილი მათი დაპირებები, რაც ძირითადად, ექვსი მიმართულებით გამოიკვეთა,' -აცხადებს ,,ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის' პროგრამის მენეჯერი, ირინა გურული

 

მედეა ჭკადუა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია