კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:10 
თეთრიწყაროში კომისიის წევრების შესაძლო მოსყიდვის ფაქტის შესწავლას ითხოვენ - 17 ივნისი 2014

ცესკო-ს  თეთრიწყაროდან საჩივრით „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ" არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მიმართა.

„ 14 ივნისს დაახლოებით 11 საათზე თეთრიწყაროს „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბში დაიწყო მათი პარტიის კანდიდატების და კომისიის წევრების დაბარება.  მათი შტაბიდან გამოსვლა გადაღებული გვაქვს. ფოტოებზე ჩანს, რომ კომისიის წევრებს ხელში უჭირავთ პოლიეთილინის პარკები და კომპანია „სონის" ყუთები.

შტაბიდან გამოსული კომისიის წევრების უმეტესობამ გეზი აიღო შტაბის გვერდზე განთავსებული  საქართველოს ბანკის შენობისკენ..", - ვკითხულობთ ორგანიზაციის საჩივარში.

„იქმნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოხდა მათთვის თანხების და ვიდეო კამერების -ტელეფონების გადაცემა, რაც ქმნის საშიშროებას ამომრჩევლების მოსყიდვისა და საარჩევნო უბნებზე პროვოკაციების მოწყობის.

ამავე დროს კომისიის წევრებს მოქმედი კანონმდებლობით საარჩევნო შტაბებში ტრენინგზე, თუ სხვა ღონისძიებაზე  დასწრება ეკრძალებათ", - წერს „ ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის" ხელმძღვანელი, გრიგოლ გაგნიძე ცესკოს თავმჯდომარეს.

აღნიშნული საჩივარი ცესკომ შესწავლის მიზნით გადაუგზავნა თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიას და ამ დროისთვის ის განხილვის ეტაპზეა.

საჩივარს ახლავს ფოტომასალა, რომელიც გასაჯაროებულია დასკანერებული ვერსიით.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია