კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:01 
მარნეულის ორ საარჩევნო უბანზე ხელმეორედ არჩევნები 29 ივნისს ჩატარდება - 19 ივნისი 2014

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ შემოსული საჩივრების საფუძველზე გააუქმა მარნეულის #25 და#57 საარჩევნო უბნის შედეგები.

„აღნიშნულ საარჩევნო უბნებზე ხელმეორედ კენჭისყრა 29 ივნისს ჩატარდება. ოღონდ ტარდება, მხოლოდ მაჟორიტარების არჩევნები, არ მოვა გამგებლის და პროპორციული არჩევნების ბიულეტენები. ასე ხდება, რადგან აღნიშნულ არჩევნებს არ შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს არჩევნების პროპორციულ შედეგზე და გამგებლობის კანდადტების შედეგებზე. ამ შემთხვევაში წყდება აღნიშნული ოლქის მაჟორიტარების ბედი", - საუბრობს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, კობა ასანიძე.

მისი განცხადებით საფუძველს მოკლებულია „ნაციონალური მოძრაობის"  მოთხოვნა გაუქმდეს მარნეულის ოლქის შედეგები და ხმები ხელმეორედ გადაითვალოს.

„ არა თუ მთლიანად ოლქის გაუქმების, არამედ აღნიშნული ორი უბნის გარდა - სხვა არც ერთი უბნის შედეგის გაუქმება არ არის საფუძვლიანი მოთხოვნა და ამისი საჭიროება არ დგას", - საუბრობს ასანიძე.

„ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, მათი გამგებლობის კანდიდატი - ახმედ იმამკულიევი. აცხადებს, რომ რამდენიმე საათში ბრიფინგს ჩაატარებს თბილისში და პარტიის გადაწყვეყტილებას ამ ფორმით გააცნობს მედიას.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია