კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:05 
„ რა გავაკეთო?! საკუთარ ქალაქში ლტოლვილად ვიქცე?!“, - რუსთაველი მხატვარი - 24 ივნისი 2014

ოთარ ლალიაშვილი რუსთაველი მხატვარია. 60 წლისაა და კითხვაზე, როდის დაიწყო ხატვა ამბობს, რომ რაც თავი ახსოვს ხატავს. მომავალშიც გააგრძელებს შემოქმედებით ცხოვრებას, თუ არის საშუალებას მისცემენ.

ლალიაშვილის მთავარი დარდი სახელოსნოა, რომელიც ამ სტატუსის გარდა - მის ერთადერთ საცხოვრებელს წარმოადგენს.

საცხოვრებელ ბინად ქცეული სახელოსნო პატარა ნესტიანი ოთახია, რომელშიც საყოფაცხოვრებო ნივთებზე მეტად ადგილს მის ნახატები იკავებენ. ამბობს, რომ უკვე 3 წელზე მეტია აღნიშნული ფართის დაკანონების მიზნით ერთი სასამართლო ინსტაციიდან მეორეში აგზავნიან. გული წყდება, რომ ქალაქში მისი ასაკის ერთადერთ ადგილობრივ მხატვარს ადგილობრივი მთავრობა გვერდით არ დაუდგა.

სასამართლო დავა რუსთავის მერიასა და ეკონომიკის სამინისტროსთან აქვს.

„აღნიშნულ სახელოსნოში 9 წლიანი დავის შემდეგ 1987 წელს შემოვედი. საბჭოთა კავშირის დროს ყოველწლიურად ვიხდიდი ქირის გადასახადს და მაქვს აღნიშნულის დამადასტურებელი ხელშეკრულებები და ქვითრებიც. მას შემდეგ რაც 1995 წელს გაუქმნდა საბინაო ტრესტი ამის საშუალება ცხადია არ იყო, მაგრამ შეიქმნა მხატვართა გაერთიანება „ნიკო." აღნიშნული კავშირის მიერ მომზადდა კოლექტიური წერილი და მის საფუძველზე, მასში ჩაწერილ მხატვრებს გადაეცათ ორდერები. მხატვრების ნაწილმა იმ დროსვე მოახერხა ამ დოკუმენტით ფართის პრივატიზება, მე მაშინ ვერ შევძელი.

ახლა კი როდესაც მინდა ამ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება კი ხედავთ, სადაც ვცხოვრობ მიხსნიან, რომ არქივში არ იძებნება ეს ორდერი და ვერ დამიკანონებენ", - საუბრობს ლალიაშვილი.

ამბობს, რომ სამი წლის წინ დაწყებული სასამართლო დავა უზენაეს სასამართლომდეც მივიდა. აღნიშნულმა ინსტაციამ კი საქმე დამატებით მოკვლევის მიზნით ხელმეორედ გადაუგზავნა სააპელაციო სასამართლოს, თუმცა ამ უკანასკნელმა გადაწყვეტილება კვლავ მხატვრის საწინააღმდეგოდ გამოიტანა. ოთარ ლალიაშვილმა კი ისევ მიმართ  უზენაეს სასამართლოს და ელის მის გადაწყვეტულებას. ამბობს, რომ მერიას და ეკონომიკის სამინისტროს ვერ გაურკვევიათ აღნიშნული ფართი, რომელ მათგავს ეკუთვნის.

„ აქ, ურთულესი საცხოვრებელი პირობებია. ზამთავრში ვერც ვჩერდები და ხან ერთ ნათესავთან მივდივარ და ხან მეორესთან. 30 წელზე მერია ამ ფართს ვიკავებ, რა სირთულეს წარმოადგენს მისი დაკანომება?! რა გავაკეთო?! საკუთარ ქალაქში ლტოლვილად ვიქცე?! ", - კითხულობს ოთარ ლალიაშვილი.

მხატვრის შესახებ ინფორმაცია აქვთ რუსთავის მერიაში, ამბობენ რომ მის მდგომარეობაზე გული შესტკივათ, თუმცა არ აქვთ სამართლებრივი საფუძველი მას აღნიშნული ფართი დაუკანონონ.

„ ბატონ ოთარს სასამართლო დავა აქვს ჩვენთან და ეკონომიკის სამინისტროსთან. ჩვენ გვედავება იმ სამართლებრივი აქტის შესახებ, რომლითაც მის მოთხოვნას ვპასუხობდით. იგი ითხოვდა ფართის დაკანონებას. მაშინ როდესაც ხელთ ჰქონდა მხოლოდ ხელშეკრულებები და ქირის გადახდის ქვითრები, რაც ვერ გახდებოდა საკმარისი სამართლებრივი საფუძველი მისთვის ფართის დაკანონების.

ასევე ფართი რომლის დაკანონებასაც ითხოვს  - არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანზე", - საუბრობს, რუსთავის მერიის წარმომადგენელი, იურისტი ლია მეტრეველი.

ამბობს, რომ მისი სუბიექტური აზრით ალბათ, გამოსავალი ამ შემთხვევაში არის ის, რომ მოქალაქემ რომელიც ათეული წლებია იკავებს აღნიშნულ ფართს - მისი პირდაპირი მიყიდვის თხოვნით მთავრობას მიმართოს. ამბობს, რომ თუ მთავრობა აღნიშნულს დათანხმდება მოქალაქეს ფართი სიმბოლურ ფასად გადაეცემა.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

 

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია