კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:08 
რუსთავში ასოცირების შეთანხმების შესახებ ისაუბრეს - 26 ივნისი 2014

დღეს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ასოცირების შეთანხმების შესახებ დისკუსია გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროკავშირთან ინტეგრირების განყოფილების ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე.

საუბრობდა, რომ ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ხელი ხვალ ეწერება - საქართველოში თითქმის ყველა სფეროში არსებულ რეალობას ეტაპობრივად შეცვლის.

„ არ უნდა გვქონდეს იმისი მოლოდინი, რომ ზეგ გავიღვიძებთ და ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება ქვეყანაში. ეს არის პროცესი, რომელსაც ყველა თავისი სიკეთის გამოსავლენად წლები სჭირდება.

რეალურად ჩვენ გვაქვს 300-ზე მეტი ევროკავშირის რეგულაცია, რომელთანაც ჰარმონიაში უნდა მოვიდეს საქართველოს კანონმდებლობა. ამ რეგულაციებში ხვდება ყველა სფერო, გარემოს დაცვითი ახალი მექანიზმების შექმნით დაწყებული ეკონომიკით დასრულებული", - საუბრობდა, ვანო ჩხიკვაძე.

მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულება ნიშნავს ქართული ხარისხიანი პროდუქციის ევროპულ ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას, თუმცა ამ შეთანხმებით ვერ მოხდება სამუშაო ვიზების გაცემა საქართველოს მოქალაქეებზე. საუბრობდა, რომ ამას შეთანხმება არ ითვალისწინებს, თუმც არის აღნიშნული მიმართულებითაც წინ გადადგმული ნაბიჯი. აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის პროგნოზით ქვეყანას უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან 1016 წლის დასაწყისისთვის ექნება.

ხვალ ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ დაიწყება აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირების ეტაპი, რაც გულისხმობს იმას, რომ მას მხარი უნდა დაუჭიროს, როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის პარლამენტმა და მასში შემავალი ყველა ქვეყნის პარლამენტებმა. საბოლოო ჯამში ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება 30-მა პარლამენტმა უნდა მოახდინოს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეთანხმებით ევროპული ბაზარი იხსნება ქართული პროდუქციისთვის, სტუდენტებს ექნებათ საშუალება მარტივად იმოგზაურონ და ისწავლონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში; გაუმჯობესდება სურსათის ხარისხი და გარემოს დაცვის კუთხით განხორციელდება რიგი ქმედებები. ასევე შეთანხმების თანახმად ქვეყნის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა უნდა იმუშაოს დემოკრატიული ფასეულობების დაცვით; ქვეყანაში უნდა  იყოს დაცული ადამიანის უფლებები.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია