კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:00 
ინტერტრანსმა აღებული ვალდებულება, მხოლოდ ერთ ლოტზე ვერ შეასრულა - რუსთავის თვითმმართველობა - 30 ივნისი 2014

რუსთავის თვითმმართელობამ დაასრულა „ინტერ ტრანსის" მიერ სანებართვო კონკურსით აღებული ვალდებულებების შესრულების შესწავლა. 

„ ინტერ ტრანსმა, მხოლოდ ერთ მე-7 ლოტზე ვერ შეძლო აღებული ვალდებულების შესრულება და 100 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულ ლოტზე კომპანიამ ხაზის სამარშუტოებით დაკომპლექტება ვერ შეძლო", - გვიხსნიან რუსთავის თვითმმართველობაში.

თემაზე კომენტარს შპს „ინტერ ტრანსიც" აკეთებს. კომპანიაში საუბრობენ, რომ მათ ვერ შეძლეს მე-12 მკ.რაიონიდან მომუშავე ხაზის სამარშუტოებით დაკომპლექტება, რადგან ვერ მოხერხდა აღნიშნულ ხაზზე მომუშავე მძღოლებთან შეთანხმება.

„ კომპანია დაჯარიმდა და მოგვეცა 2 თვიანი გონივრული ვადა იმისთვის, რომ აღნიშნული ხაზი დაკომპლექტდეს სამარშუტოებით. ჩვენ ვაგრძელებთ ამ ხაზზე მომუშავე მძღოლებთან მოლაპარაკებას", - აცხადებენ „ინტერ ტრანსში." დღეისთვის აღნიშნულ ხაზზე მგზავრთა გადაყვანაში არცერთი ყვითელი სამარშუტო არაა ჩართული. 

შეგახსენებთ, რომ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სანებართვო კონკურსი 11 ლოტზე ჩაატარა. საკონკურსო მოთხოვნების დაკმაყოფილება, მხოლოდ „ინტერ ტრანსმა" შეძლო და გახდა აღნიშნულ მარშუტზე მგზავრთა გადამყვანი ერთადერთი კომპანია. პროცესი მტკივნეული აღმოჩნდა ხაზებზე მომუშავე მძღოლების ნაწილისთვის და ხაზების ე.წ მეპატრონეებისთვის. ისინი ახლაც უარს ამბობენ კომპანიასთანა თანამშრომლობაზე და აცხადებენ, რომ კონკურსი აღნიშნულ მარშუტზე უკანონოდ ჩატარდა.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია