შაბათი, 21 სექტემბერი 2019 წ.  13:41 
მარნეულში ევროპული არჩევანის მნიშვნელობაზე ისაუბრეს - 03 ივლისი 2014

დღეს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ,,ახალგაზრდა ადვოკატებმაპროექტის ,,ერთად ევროპული არჩევანისთვისპრეზენტაცია გამართეს.

შეხვედრა ითვალისწინებდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე ინფორმაციის მიწოდებას. გაიმართა საჯარო ლექცია ევროპული არჩევანის შესახებ.

გამოცხადდა კონკურსი ანალიტიკურ სტატიებზე. ორგანიზაცია ასევე ამზადებს  დასკვნით კონფერენციას მარნეულსა და ახალციხეში. გამოსცემს  გამარჯვებული ნაშრომების კრებულს და დააჯილდოვებს წარმატებული თემის ავტორებს. პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატმა, მარნეულისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოებმა და ადგილობრივმა საგანმანათლებლო რესურსცენტრებმა.

ორგანიზაციის შეფასებით საქართველოს ევროპული არჩევანი საპასუხისმგებლო, ისტორიული მომენტია და მასში ახალგაზრდების ჩართულობა ახალი საზოგადოებრივი თვითშეგნების, მართლწესრიგისა და სოციალური გარემოს შექმნის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.

,, ჩვენ შევხვდით დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებსა და სტუდენტებს - გავაცანით პროექტის მიზნები და ამოცანები. ჩვენი მთავარი ამოცანაა ეთნიკურ უმცირესობებში  განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში იყოს სწორი ხედვა და სწორი პოზიცია, თუ რას ნიშნავს  საქართველოს ევროპული არჩევანი,- აცხადებს ,,ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი.

შეხვედრის ბოლოს მარნეულელმა ახალგაზრდებმა ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის შემცველი გაზეთები მარნეულის ქუჩებში დაარიგეს.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

 

 

 

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია