კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:05 
სოფლებში არსებული სიღარიბის მიუხედავად სახელმწიფო ბიოგაზის შესაძლებლობების გამოყენებაზე არ ფიქრობს - 05 ივლისი 2014

საქართველოს სოფლებში, როგორც ინფრასტრუქტურა ასევე მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების დონე, უკვე ათეული წლებია დაბალია და ამ მიმართულებით ვერც ერთი სახელმწიფო, თუ ადგილობრივი პროექტი - მნიშვნელოვან შედეგებს ვერ აღწევს. განსხვავება ქართულ და ევროპულ სოფლებს შორის, როგორც იერსახის ასევე მოსახლეობის შემოსავლების კუთხით დიდია.

ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის სოფლების არც თუ მცირე რაოდენობა იცლება მოსახლეობისგან, მიწები დაუმუშავები რჩება - სოფლის მოსახლეობის ნაწილი კი, რომელსაც წასასვლელი არსად აქვს ცხოვრობს რთულ საყოფაცხოვრებო პირობებში. 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ქართულ და ევროპულ სოფლებს შორის ისაა, რომ  ევროკავშირში შემავალი ყველა ქვეყანა უკვე წლებია თითქმის არაფერს ყრის ნაგავში. ბიოლოგიური ნარჩენები, რომლის გადამუშავებაც იქვე სოფელში ხდება, ამცირებს მოსახლეობის, როგორც  ელექტრო ენერგიის, ასევე სასუქის ხარჯებს. საუბარია ბიოენერგიაზე, რომლის შესახებაც დღეს აქტიუარად არ საუბრობენ და მთელ ქვეყანაში სულ რამდენიმე სოფელია, სადაც მზის ენერგიას იყენებენ და იადვილებენ ცხოვრებას.

რუსუდან სიმონიძე „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მოგობრების" თანათავმჯდომარეა. გვესაუბრება ბიოენერგიის მნიშვნელობაზე და იმ სიკეთეებზე რისი მოტანაც ამ რესურს შეუძლია. ამბობს, თუ სახელმწიფო დაინტერესდება ამ იდეის სოფლებში განხორციელდებით ყველაფერი გაცილებით სწარფად მოხდება, ვიდრე ეს არასამთავრობოებს შეუძლიათ. საუბრობს, რომ მთავრობას, როგორც ჯადოსნური ჯოხით ისე შეუძლია მოსახლეობის ცხოვრების წესის შეცვლა და ამით გარემოს დაცვის ხელშეწყობაც.

„ ბიოენერგიას ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია. თქვენი ქვემო ქართლის სოფლებისთვის შემიძლია დაგისახელოთ, რამდენიმე კონკრეტული შესაძლებლობა, რაც შეიძლება არც, თუ რთულად გაკეთდეს. მოსახლეობისთვის დიდი შეღავათის მომცემია მზით წყლის გამათბობლები. ასევე ადვილი გასაკეთებელია ჩირის საშრობები, რომლითაც მზის მეშვეობით ძალიან სწრაფად ხდება ჩირის მომზადება და აბსოლუტურად დაცულია მწერებისგან. ასევე სოფლებისთვის უმნიშვნელოვანესია საქონლის ბიოლოგიური ნარჩენის გამოყენებით ბიოგაზის მიღება. ეს არის უსუნო, ეკოლოგიურად უსაფრთხო ენერგია, რომელსაც თუ საქონლის რაოდენობა ოცამდეა გარკვეული ფართობის სახლის გათბობაც შეუძლია. ასევე ამ ფორმით შესაძლებელია ბუნებრივი სასუქის მიღება, რაც ეკოლოგიურად სუფთა საკვების მოსაყვანად საუკეთესო საშუალებაა", - საუბრობს  რუსუდან სიმონიძე. ამბობს, რომ სასუქის მისაღებად ასევე შესაძლებელია ნარჩენების დახარისხება და ორგანული ნარჩენის გამოყენება. გვიხსნის, რომ ბუნებრივი სასუქის მისაღებად მცირე ადგილი ევროპული სოფლის ყველა ეზოშია.  

KKPRESS.GE-მ  მოიძია ინფორმაცია ბიოგაზის დანადგარების შესახებ. აღმოჩნდა, რომ მრავალი ტიპის ბიოგაზის დანადგარი არსებობს, მათ შორის ყველაზე უფრო გავრცელებული სამშენებლო ტიპის დანადგარია მისი წარმადობისა და დამზადების სიმარტივის გამო. ასეთი დანადგარი საქონლის სადგომთან ახლოს შენდება ღრმად მიწაში, რაც საშუალებას იძლევა რომ საქონლის სადგომში მყოფი ნარჩენები თვითდინებით ჩაედინოს დანადგარში. მისი მეშვეობით წყდება არასასიამოვნო ჰიგიენური პირობების პრობლემაც, რომელიც ნარჩენების გარეთ გატანით არის ხოლმე გამოწვეული: სუნი, მწერები, და ა.შ.

ეს ენერგია ბიოგაზის დანადგარის მეშვეობით ჩვეულებრივი გაზის სახით მიიღება. ამ დანადგარს სხვადასხვა ქვეყნები მასიურად იყენებე, ძირითადად სოფლის მეურნეობაში. მას გაჩნია მთელი რიგი უპირატესობები: იზოგება ხარჯები რაც შეშისა თუ ბუნებრივი აირის ბალონის ყიდვას სჭირდება; გადამუშავებით მიღებული მასა სასუქად გამოიყენება, რაც თავის მხრივ ასევე ხარჯების ეკონომიაა და ეკოლოგიურია როგორც უნიტრატო სასუქი - რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შესაძლებელია ამ გაზით ელექტრო-ენერიის მიღება ჩვეულებრივი ბენზო-გენერატორის (დვიჟოკის) მეშვეობით.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" თანათავმჯდომარე ამბობს, რომ მათ ათობით სპეციასტი მოამზადებს ქვეყნის მასშტაბით, რომელთაც მზის ენერგიის გამოყენებით სხვადასხვა დანადგარების შექმნა - ასევე, ბიოგაზის მიღება შეუძლიათ. საუბრობს, რომ ამ მიმართულებით დაინტერესებულ მოსახლეობას შესაბამის კონსულტაციებს გაუწევენ.  სახელმწიფოსთან კი აქვთ რეკომენდაციები, რომ აუცილებელია შემუშავდეს კანონი ბიოენერგიიის შესახებ და მთავრობამ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ მოსახლეობას ბიოენერგიის შესაქმნელი დანადგარების შესაძენად ბანკებმა სესხი მისცენ.

პ.ს  ბიოენერგიის შესახებ არსებობს არაოფიციალურად გავრცელებული, რომ ენერგიის მიღების ამ წყაროს შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას და მათი ცხოვრების წესის შეცვლას - ხელს უშლიან ადამიანები/კომპანიები, რომელთა შემოსავალიც სწორედ ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გაყიდვაზეა დამოკიდებული.

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია