კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:10 
„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ რუსთავის ორგანიზაციაში აზრები გაიყო - 08 ივლისი 2014

ნაკაშიძის განცხადებით „არასაპარლამენტო ოპოზიციის" საარჩევნო ბლოკი აღარ არსებობს და მაისურაძე, რომელიც საერთოდ უპარტიოა - ამ ბლოკის სახელით ვერანაირ განცხადებას ვერ გააკეთებს. 

 

მას შემდეგ რაც რუსთავის ოთხმა მერობის კანდიდატმა მხარდაჭერა სამომავლო თანამშრომლობის იმედით „ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს გამოუცხადა - მათი საარჩევნო შტაბების წარმომადგენლები სხვადასხვა განცხადებებს აკეთებენ.

დღეს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატმა, მამუკა მაისურაძემ და შტაბის წევრებმა ბრიფინგი გამართეს. მაისურაძე აცხადებდა, რომ მათი და სხვა საარჩევნო სუბიექტების მერობის კანდიდატების გადაწყვეტილება არის „პოლიტიკური პროსტიტუცია." საუბრობდა, რომ ის გამოხატავს მთელი არასაპარლამენტო ოპოზიციის აზრს.

 „ ჩვენ ვდგავართ ორი არჩევანის წინაშე ან უკან წარსულისკენ, სადაც მხოლოდ უსამართლობაა, ან წინ მომავლისკენ. ჩვენ ვირჩევთ მომავალს და ეს არის დავით ჯიქია. ვაცხადებთ, რომ ჩვენ ამ დღეებში ისედაც ვგეგმავდით მისი მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას და ეს ცალსახაა, ჩვენ მხარ ვუჭერთ „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, დავით ჯიქიას", - აცხადებდა მაისურაძე.

რადგან ბრიფინგს მაისურაძის ჩათვლით 13 ადამიანი ესწრებოდა, ჩვენ კითხვას რა აზრის არიან აღნიშნულ საკითხზე შტაბის და საარჩევნო ბლოკის სხვა წევრები მაისურაძე პასუხობდა, რომ შტაბის 200-ზე მეტი წევრი ამავე აზრზეა და მხარს ოცნების კანდიდატს უჭერს.

„ ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" აღნიშნულ საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტია „თავისუფალი საქართველოს" ქვემო ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გელა ნაკაშიძეს დაუკავშირდა.

„ ნამდვილად არ არის ჩვენ საარჩევნო შტაბში 200 ადამიანზე მეტი, ამდენი რომ გვყოლოდა რაღა გვიჭირდა. მაისურაძე აკეთებს მხოლოდ პირად განცხადებას, რადგან ის უპარტიოა და არ წარმოადგენს არც ერთ პოლიტიკურ მოძრაობას. ჩემი მხრიდან, შემიძლია გითხრათ, რომ არ ვარ მაისურაძის პოზიციაზე - არც ნაციონალებს ვუჭერ მხარს და არც „ოცნებას", რაც შეეხება ჩვენი პარტიის ხელმძღვანელის კახა კუკავას პოზიციას ის გააკეთებს შესაბამის განცხადებას, - საუბრობს „თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელი, გელა ნაკაშიძე.

არაოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც  „ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალს" აწვდიან, რიგი ოპოზიციური პარტიების საარჩევნო შტაბების აქტივისტების ნაწილი, უკვე შეუერთდა „ნაციონალური მოძრაობის" აქტივს და მამუკა ჩიქოვანის გამარჯვებისთვის მის საარჩევნო შტაბებში აქტიურად მუშაობს.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია