კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:03 
რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატები მორიგ განცხადებას აკეთებენ - 09 ივლისი 2014

რუსთავში ეროსი კიწმარიშვილმა მერობის ორ კანდიდატთან, ნუკრი შათირიშვილთან და ალექსანდრე ბერიძესთან ერთად - მორიგი ბრიფინგი გამართა.

მედიაზე განაწყენებულმა კიწმარიშვილმა ცენტრალურ და ადგილობრივ ჟურნალისტებს მცირე ლექცია წაუკითხა იმის შესახებ, რომ მეორე ტურის დროს შედარებით მცირე პროცენტიანი პარტიების გაერთიანება არ წამოადგენს „პოლიტიკურ სკანდალს" და ასეთი რამ ამერიკის რეალობაში არა ერთხელ მომხდარა.

კიწმარიშვილის განსაკუთრებული საყვედური „ტვ-3"-მა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „დაიმსახურეს."

რამდენიმე წუთიანი „საგანმანათლებლო ლექციის" შემდეგ საუბარი მერობის კანდიდატების, უკვე გაჟღერებულ გადაწყვეტილებას შეეხო.

ეროსი კიწმარიშვილი აცხადებდა, რომ მან და მერობის სხვა კანდიდატებმა ჩიქოვანთან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რათა მისი გამარჯვების შემთხვევაში მოხდეს ძალაუფლების გაყოფა, რაც სხვა მერობის კანდიდატებს მისცემთ საშუალებას შეასრულონ ყველა ის დაპირება, რაც რუსთაველ ამომრჩეველს მისცეს.

მერობის ყოფილი კანდიდატი ალექსანდრე ბერიძეც ამავე აზრზე იყო და აცხადებდა, რომ ჩიქოვანის გამარჯვების შემთხვევაში შეიქმნება ყოფილი მერობის კანდიდატებისგან საბჭო, რომელიც დაიცავს მოსახლეობის ინტერესებს და იზრუნებს ქალაქზე. ბერიძე საუბრობდა, რომ ამ გზით მოხდება იმ ამომრჩევლების ნების გათვალისწინება, რომელთაც ხმა სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს მისცეს.

ერთპარტიული სისტემის უარყოფით შედეგებზე საუბრობდა, მერობის ყოფილი კანდიდატი ნუკრი შათირიშვილი. „ჩვენ გვაქვს საშუალება ერთპარტიული რეალობა შევცვალოთ და ეს მხოლოდ წაადგება ჩვენ ქალაქს", - აცხადებდა შათირიშვილი.

დღევანდელ ბრიფინს არ ესწრებოდა მეოთხე მერობის ყოფილი კანდიდატი, კობა ძლიერიშვილი. მანაც ჩიქოვანთან სიმბოლურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, თუმცა შემდეგ მედიას განუცხადა, რომ მისი გადაწყვეილება არასწორად იყო გაგებული და ის მზადაა ითანამშრომლოს ნებიერ გამარჯვებულ კანდიდატთან.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის მერობის ოთხმა კანდიდატმა: ეროსი კიწმარიშვილმა, ალექსანდრე ბერიძემ, ნუკრი შათირიშვილმა და კობა ძლიერიშვილმა - სამომავლო თანამშრომლობის მოტივით მხარდაჭერა გამოუცხადეს „ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის მერობის კანდიდატს, მამუკა ჩიქოვანს.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია