კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:01 
„ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერები ჩიქოვანის მხარეს გადასვლის მიზეზებზე საუბრობენ - 10 ივლისი 2014

„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" ცდილობს გაარკვიოს, როგორ გახდნენ კოალიცია „ქართული ოცნების" საპარლამენტო არჩევნებზე აქტიური მხარდამჭერები დღეს „ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის მერობის კანდიდატის, მამუკა ჩიქოვანის გულშემატკივრები.

გოჩა ომაიძე, რომელიც რუსთავში „ თავისუფალი დემოკრატების" ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა დღეს აცხადებს, რომ მამუკა ჩიქოვანს ეხმარება არჩევნების მოგებაში და მოუწოდებს რუსთაველებს მისი მხარდაჭერისკენ.

„ აქ აღარაა ლაპარაკი პარტიების მხარდაჭერაზე, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტული ადამიანის - მამუკა ჩიქოვანის გამარჯვებაზე.  შემიძლია გითხრათ, რომ ჩიქოვანი არის გაცილებით მაღალი დონის მენეჯერი ვიდრე დავით ჯიქია. სწორედ, ჩიქოვანის დროს მოწესრიგდა რუსთავში ინფრასტრუქტურა, საუბარი მაქვს მეგობრობის, შარტავას გამზირზე და ა.შ

ასევე, არის მეორე მნიშვნელოვანი მომენტი რის გამოც მე მის გვერდით ვარჩევ დგომას - ზუსტად ვიცი, რომ ჯიქიასგან განსხვავებით ის არ არის მართული კადრი.

მის უკან არ დგას ის ძალა, რომელიც მას დაურეკავს და დაავალებს, თუ რა გააკეთოს. ეს თავისუფლების ხარისხი კი ჯიქიას არ აქვს", - საუბრობს ომაიძე. აცხადებს, რომ მუშაობას ეროსი კიწმარიშვილის შტაბში აგრძელებს ჩიქოვანის სასარგებლოდ.

ბრალდებებს „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, დავით ჯიქია პასუხობს.  აცხადებს, რომ გოჩა ომაიძე „თავისუფალი დემოკრატების" პარტიიდან გარიცხულია და სწორედ, ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ჩიქოვანთან ღიად თანამშრომლობის. საუბრობს, რომ ომაიძე სანდო კადრი არასდროს ყოფილა და ამიტომ მასთან თანამშრომლობა არ სურდა.

„ რაც შეეხება ჩემი დამოუკიდებლობის ხარისხს, ვინც მიცნობს კარგად იცის, რომ მე მირჩევნია დავწერო განცხადება და წავიდე ამა, თუ იმ თანამდებობიდან ვიდრე ვიყო ვინმეს მარიონეტი. ომაიძეს რაც შეეხება - მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ხალხმა თავისი თავის ლუსტაცია მოახდინა და ასეთი ადამიანები აღარ არიან კოალიციის რიგებში", - აცხადებს, დავით ჯიქია.

კომენტარს მისი და სუს-ის მაღალჩინოსნის ვანო ბეგაშვილის თანამშრომლობის შესახებ - გავრცელებულ არაოფიციალურ ინფორმაციაზეც აკეთებს. ამბობს, რომ აღნიშნულ პირთან ისევე, როგორც ძალოვანი უწყების სხვა წარმომადგენლებთან ჰქონდა მხოლოდ თანდებობრივი სტატუსის შესაბამისი ურთიერთობა, რომლის ფარგებშიც მისი, როგორც მერის კომპეტენციებში შეჭრა არ ხდებოდა.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია