კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:10 
რუსთავში „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს - 12 ივლისი 2014

რუსთავის #79 საარჩევნო უბანთან „თავისუფალი ზონის"ჟურნალისტის და სავარაუდოდ, ქართული ოცნების წარმომადგენლების დაპირისპირება თითქმის ყველა ტელევიზიამ გადაიღო. ვიდეო ჩანაწერებში  ჩანს ახალგაზრდა, რომელიც ამბობს, რომ მისი გადაღების ფაქტი გააპროტესტა. მაშინ, როდესაც მედიის წარმომადგენელს (და არა მხოლოდ მედიის წარმომადგენელს) აქვს უფლება გადაიღოს, რა ხდება საარჩევნო უბნის გარშემო - ასეთი შესაძლებლობა არ მიეცა „თავისუფალი ზონის" წევრს და ჟურნალისტს, რუსუდან მჭედლიძეს.

მან და მისმა თანმხლებმა პირებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული უბნის გარშემო „ქართული ოცნების" კოორდინატორები აგიტაციას ეწეოდნენ და მათი გადაღების შემდეგ შეექმნათ პრობლემა. მჭედლიძე საკუთარ სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა „ოცნების" წარმომადგენელმა მიაყენა.

მომხდარზე განცხადებებს „ნაციონალურ მოძრაობაშიც" აკეთებენ და აცხადებენ, რომ ინიციდენტის აღკვეთისთვის აქტიური ზომები არ მიუღია პოლიციას. ირმა ნადირაშვილი კი შსს ბრალსდებს ინციდენტის გაღვივებაში და დამნაშავე პირების წაქეზებაში.

„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" თვალყურს ადევნებმა „თავისუფალი ზონის" წევრის რუსუდან მჭედლიძის საქმიანობას. აღნიშნული პირი იმის გამო, რომ არის „ნაციონალური მოძრაობის" გულშემატკივარი და აქვს შესაბამისი მოსაზრებები - არა ერთხელ გამხდარა ინტერნეტ სივრცეში შეურაცხყოფების ადრესატი და მის მიმათ აგრესიას ღიად გამოხატავდნენ „ქართული ოცნების" მხარდამჭერები. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თავად მჭედლიძის გამონათქვამები „ოცნების" მიმართ ხშირად პროვოკაციული და შეურაცმყოფელი იყო.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია