შაბათი, 21 სექტემბერი 2019 წ.  13:38 
გასულ წელს, ქვემო ქართლის გუბერნიაში 95 550 ლარის პრემია გაიცა - 25 ივლისი 2014

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) ქვემო ქართლის გუბერნიაში 2013 წელს გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.

ორგანიზაციის მოპივებული საჯარო ინფორმაციის თანახმად 2013 წელს ქვემო ქართლის გუბერნიაში პრემიის სახით გაიცა 95 550 ლარი. აქედან გუბერნატორის მოადგილეებს მიღებული აქვთ 20 700 ლარი. „სხვა თანამშრომლებზე" კი გაცემულია 74 850 ლარი. თავად რეგიონის გუბერნატორს, დავით კირკიტაძეს კი 2013 წელს პრემია არ აქვს მიღებული. ასევე პრემია 2013 წელს არ მიუღია ახალ გუბერნატორს, გიორგი მღებრიშვილს.

პრემიები მიღებული აქვთ ორივე გუბერნატორის დანიშნულ მოადგილეებს. კირკიტაძის პირველ მოადგილეს, მამუკა ჩიქოვანს ერთი წლის მანძილზე მიღებული აქვს  10 500 ლარის პრემია, მეორე მოადგილეს კი ასევე ერთი წლის მანძილზე მიღებული აქვს 6 200 ლარის პრემია, მოადგილე - კობა კობიაშვილზე კი გაცემულია 2 000 ლარის პრემია.

2 000 ლარის პრემია აქვს მიღებული თანამდებობაზე ერთ თვიანი მუშაობის შემდეგ დეკემბრის თვეს ახალი გუბერნატორის, აწ უკვე მინისტრის გიორგი მღებრიშვილის მოადგილეს - დავით ვარდიაშვილს.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

 

 

 

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია