ორშაბათი, 18 ნოემბერი 2019 წ.  15:57 
რუსთავის საკრებულო თავის უფლებამოსილებებს სხდომებზე არკვევს + (ვიდეო) - 28 ივლისი 2014

დღეს, ახლად არჩეულმა რუსთავის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელი სხდომის დასაწყისშივე დაინტერესდა აქვს, თუ არა საკრებულოს გადაწყვეტილი სოციალური საკითხები მისი უფლებამოსილება იყოს, თუ აღნიშნული მიმართულება ცენტრალური ხელისუფლების საზრუნავი გახდეს. კითხვაზე კონკრეტული პასუხის არ მიუღია, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე, დავით მაღლაკელიძე აცხადებდა, რომ სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომელიც მსგავს საკითხებზე იმუშავებს.

„ ახალი თვითმმართველობის კოდექსით სოციალური საკითხები არ არის თვითმმართველობის საკუთარი უფლება - ის წარმოადგენს ნებაყოფილებით უფლებას. ამ შემთხვევაში, თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ აღნიშნული არის ჩვენი უფლებამოსილება მაშინ ცენტრალურ მთავრობას ევალება ამ მიმართულებით თვითმმართველობისთვის შესაბამისი ფინანასების გამოყოფა. ამის გარკვევას ვცდილობდი დღეს საკრებულოს სხდომაზე - ფაქტია, რომ ეს საკითხი არ არის გადაწყვეტილი", - საუბრობს, კახა გურგენიძე.

ოპონენტის შენიშნვებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით მაღლაკელიძე პასუხობს.

„ არაა სწორი და ვერ დავეთანხმები.  2-3 დღის წინ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იყო თვითონ კანონშემოქმედებითი საქმიანობით დაკავებული ადამიანების ქუცნაშვილის,  ხმალაძის, შერგელაშვილის მიერ გამართული განხილვა. ითქვა, რომ რაღაც რაღაცეებში ეს ახალი კოდექსი წინააღმდეგობაში მოდის. ამიტომ უნდა იხელმძღვანელონ ძველი კოდექსით და მერე საბოლოო ვარიანტი ჩამოყალიბდება", - აცხადებს, დავით მაღლაკელიძე.

მან ასევე კომენტარი გააკეთა პირველ საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ათი დღის შემდეგ გააგრძელა.  საუბრობდა, რომ მან პირველ სხდომაზე განაცხადა, რომ სხდომა არ იხურებოდა და თუ ჩვენ ვერ გავიგეთ მისი აღნიშნული განცხადება, ეს ჩვენი პრობლემაა.

დღევანდელ რიგგარეშე საკრებულოს სხდომაზე, რუსთავის მერის დავით ჯიქიას ინიციატივით, ორი სამედიცინო საჭიროების მქონე რუსთაველის დახმარების საკითხი განიხილეს. მათთვის თანხის გადარიცხვას საკრებულოს ყველა წევრმა მხარი დაუჭირა.  

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია