კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:00 
ოჯახური ძალადობის 318 შეტყობინებიდან გამოძიება, მხოლოდ, 110-ზე დაიწყო! - 28 ივლისი 2014

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ქალების მკვლელობის ფაქტებმა იმატა. ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები ეფექტური ნაბიჯების გადადგმისკენ სახელმწიფოს მოუწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო დონეზე საქართველოში ქალთა უფლებები დაცულია - არ მცირდება ქალთა მიმართ ძალადობა, რაც ხშირად სტატისტიკურ მონაცემებშიც არ აისახება.

მიზეზი რიგ შემთხვევაში საზოგადოების დაბალი ცნობიერებაა - იმის შესახებ, რომ ოჯახური ძალადობა არ არის ფაქტი, რომელიც მხოლოდ ოჯახის საქმეა. 

საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ხელს უწყობს იმას, რომ წლების განმავლობაში ქალები (და არა მხოლოდ ქალები, ასევე ბავშვები, მოხუცები და ადვილად მოწყვლადი ჯგუფები) იტანენ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას. 

ასეთი ვითარების ფონზე შსს აკეთებს განცხადებებს, რომ მისი კადრები გადიან ტრენინგებს იმისთვის, რომ აიმაღლონ უნარები ოჯახური ძალადობის საქმეებზე სამუშაოდ.

„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალის" თხოვნით საია-ს რუსთავის ორგანიზაციამ შსს-დან ქვემო ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოში ოჯახური ძალადობის შესახებ არსებული სტატისტიკა გამოითხოვა. 

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოს, 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის ივნისის ჩათვლით, ოჯახური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 318-მა მოქალაქემ მიმართა. „ ამასთან გაცნობებთ, რომ მოქალაქის მომართვა არ გულისხმობს ძალადობის ფაქტის დადასტურებას" - წერია შსს-ს წერილში.

დოკუმენტის თანახმად ქვემო ქართლის სამმართველოში შესული 318 შეტყობინებიდან გამოძიება „ოჯახური ძალადობის" (სს 111 მუხლი) და „პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის"(სს 126 1) დაიწყო - მხოლოდ 110 შემთხვევაში. დროის ამავე პერიოდში, შსს ინფორმაციით ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულ პირთა რაოდენობამ შეადგინა - 91. მოწედებული მონაცემების თანახმად სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ოჯახური ძალადობის ფაქტზე 65 პირის მიმართ.

აღნიშნული სტატისტიკის თანახმად შსს-ში შემოსული ოჯახური ძალადობის შეტყობინებების ნახევარიც არ წარმოადგენს ობიექტურ რეალობას. საკითხში ჩახედული პირები კი აცხადებენ, რომ პრობლემა გარდა საზოგადოების ცნობიერებისა, თავად აღნიშნულ უწყებაში და მის სტატისტიკაშია. აცხადებენ, რომ უწყება არ არის დაინტერესებული მსხვერპლი ბოლომდე მიჰყვეს ძალადობის თემას და ითხოვოს გამოძიების დაწყება, რადგან თუ საქმის აღძვრა დროში თვის ბოლოს ემთხვევა - უწყების წარმომადგენელი ვერ ახერხებს ძიება თვის ბოლომდე დაასრულოს, რაც მას შემდეგში გაუხსნელ დანაშაულად უფიქსირდება - აღნიშნული კი ხელმძღვანელობისგან გარანტირებულ საყვედურს ნიშნავს. 

ასევე კანონი მსგავს შემთხვევაზე გასვლისას სამართალდამცავ უწყებებს არ ავალდებულებს ფსიქოლოგის თანმხლებით მსხვერპლთან მუშაობას - შედეგად დაბალი კვალიფიკაციის და შესაბამისი უნარების არ მქონე კადრი, ვერ ახერხებს დაიყოლიოს სტრესულ სიტუაციაში მყოფი მსხვერპლი, რათა იბრძოლოს საკუთარი უფლებებისთვის. 

აღნიშნულ უწყებაში არსებული არათანმიმდევრული მიდგომისა და საზოგადოების დაბალი ცნობიერების გამო - ოჯახური ძალადობის შედეგად იტანჯებიან წლების მანძილზე, უმრავლეს შემთხვევაში ქალბატონები და ასევე ოჯახში მყოფი მოზარდები, რომლებიც მომავალში საზოგადოებრივ ცხოვრებას ბავშობაში გადატანილი ტრავმით აგრძელებენ..

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია