შაბათი, 21 სექტემბერი 2019 წ.  13:40 
ბოლნისის საკრებულოში ოთხი ფრაქცია იმუშავებს - 30 ივლისი 2014

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში 4 ფრაქცია დარეგისტრირდა.

ფრაქცია ქართული ოცნების" თავმჯდომარეა ნუკრი ანდრიაძე. წევრებად კი არჩეულნი არიან: მალხაზ ვეშაპიძე, ბაირამ აბასოვი, რასულ ბახტიაროვი, ვუგარ ისაევი, ილიას ალშანოვი, თამაზ ჩუბინიძე, ლუიზა რეხვიაშვილი, დავით რეხვიაშვილი და გია კორტავა.

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველები" თავმჯდომარე ლეილა ალიევა, წევრები: შერმადინ ასლანოვი და დავით ჯაფარიძე.

ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატიული პარტია" თავმჯდომარე ტარიელ ჩხეტიანი, წევრები გიორგი ლომიძე და იმრან გასიმოვი.

ფრაქცია „დამოუკიდებელი კანდიდატები" თავმჯდომარე  ტარიელ ჯაყელი, წევრები: შერმადინ დადვანი და კარა გულმამედოვი.

" საკრებულოს პირველ სხდომაზე დღის წესრიგი დავამტკიცეთ და ასევე გავიგეთ იმ ფრაქციების რაოდენობა, რომლებიც ახალი მოწვევის საკრებულოში იმუშავებენ. მომავალ კვირას ფრაქციები აქტიურად შეუდგებიან საკრებულოში შემოსული საკითხების განხილვას" - აცხადებს ბოლნისის საკრებულოს თავჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი.

ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატიული პარტიის" თავჯდომარის ტარიელ ჩხეტიანის თქმით, ფრაქციის მთავარი მიზანი იმ პრობლემების მოგვარება იქნება, რომლებიც ბოლნისელებს აწუხებთ.

„ შევეცდებით ყურადღება გავამახვილოთ იმ პრობლემებზე, რაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში დროულადაა მოსაგვარებელი. საკრებულოს სხდომებზე აქტიურად განვიხილავთ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საკითცხევს" -  აცხადებს ტარიელ ჩხეტიანი.

ბოლნისის 29 კაციან საკრებულოში ფრაქციების გარდა 5 დარგობრივი კომისიაც იმუშავებს. სხდომაზე ფარული კენჭისყრით დეპუტატებმა კენჭი უყარეს დარგობრივი კომისის თავჯდომარეების არჩევას. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დავით ჯაფარიძე. საკრებულოს ქონების მართვის და ეკონომიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ 29 ხმით აირჩიეს თამაზ ჩუბინიძე. სამანდატო-საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ რასულ ბახტიაროვი. სოციალური დახმარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ დავით ასპანიძე. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ კი არჩეული იქნა ვუგარ ისაევი.

ბადრი კობიაშვილი

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია