ხუთშაბათი, 21 ნოემბერი 2019 წ.  06:49 
ბოლნისის საკრებულომ მოქალაქეებთან საუბრის რეგლამენტად 15-20 წუთი განსაზღვრა - 02 აგვისტო 2014

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის №125 ბრძანებით განისაზღვრა მოქალაქეთან მიღების დღეები და მათთან საუბრის რეგლამენტი. 

ბრძანებაში, რომელიც განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს თანამდებობის პირების მოქალაქეთა მიღების რეგულაციას ვკითხულობთ:

„ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მოქალაქეთა მიღება განხორციელდეს ყოველკვირა და მიღების დღედ განისაზღვროს კვირის სამშაბათი დღე. მიღების საათები განისაზღვროს დილის 11 საათიდან დღის 17 საათამდე.

მოქალაქეთა მიღებისათვის განკუთვნილი დროის რეგლამენტი განისაზღვროს 20 წუთით. ფრაქციათა და კომისიის თავმჯდომარეთა მიერ მოქალაქეთა მიღება განხორცილდეს თვეში ორჯერ და მიღების დღედ განისაზღვროს კვირის ხუთშაბათი დღე. მოქალაქეთა მიღებისათვის განკუთვნილი დროის რეგლამენტი განისაზღვროს 15 წუთით" - ვკითხულობთ ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარის №125 ბრძანებაში.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობებში მიღებაზე სხვადასხვა პრობლემის მქონე მოქალაქეები მიდიან. მათ შორის სამედიცინო საჭიროების მქონე ადამიანები.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია