ორშაბათი, 19 აგვისტო 2019 წ.  12:32 
,, პროფკავშირული ორგანიზაცია ადმინისტრაციის დანამატია” – საწარმო „ ქართული ფოლადის“ ყოფილი თანამშრომელი - 18 აგვისტო 2014

„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" საწარმო „ქართული ფოლადის" ყოფილი თანამშრომლის წერილს უცვლელად გთავაზობს. მასში საუბარი სამუშაო პირობებზე, რომელშით საწარმოს ათობით გუშაგი დღემდე იმყოფება.

„ შპს  ქართული ფოლადის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებს მონურ პირობებში ამუშავებენ. სამუშაოს ხანგრძლივობა შეადგენს 24 საათს. გუშაგს ეკრძალება ერთი საათითაც ძილი - საგუშაგოზე  მორიგეობს 1 გუშაგი. შეუძლებელია, ადამიანმა 24 საათი იმუშავოს შესვენების გარეშე. თანხის ეკონომიის მიზნით არ ზრდიან დაცვის თანამშრომელთა რაოდენობას, ამიტომ გუშაგი მუშაობს ორმაგი დატვირთვით.

გუშაგის შრომის განაწესში ძილი და დასვენება გათვალისწინებული არ არის. შრომის კოდექსის თანახმად კი შრომის შინაგანაწესით უნდა განისაზღვროს დასვენების ხანგრძლივობა და შრომის პირობების დაცვის წესები.

დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულის უსაფრთხო სამუშაო გარემო. ეს წესი არ იყო დაცული შპს  რუსთავის ფოლადის წიდასაყარის დაცვის სამსახურში. ღამის საათებში პერიმეტრი სათანადოდ არ  არის განათებული, ცვლის უფროსი მიხეილ ტოგონიძე და ოპერატიული ინსპექტორი ამირან ნიკოლეიშვილი აიძულებენ გუშაგებს იარონ პერიმეტრზე ღამის განმავლობაში. იქ რთული ბუნებრივი პირობებია, რაც ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია. პროტესტის შემთხვევაში მათი პასუხი მოკლე იყო: - თუ არ მოგწონს, დაწერე განცხადება და წადი.

საწარმოს პროფკავშირული ორგანიზაცია ადმინისტრაციის დანამატია, თუ მათ ვთხოვდით დახმარებას ეს ნიშნავდა სამსახურის დატოვებას. ასევე, უგულებელყოფილი იყო ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიღების წესი. გუშაგი იღებს 24 დღეზე ნაკლებ შვებულებას, ამ შემთხვევაშიც უხეშად ირღვევა კანონი. დაცვის თანამშრომლებს ცვლის უფროსი მიხეილ ტოგონიძე, ოპერტიული ინსპექტორები  ამირან ნიკოლეიშვილი და  ბადრი მიშველაძე ეპყრობიან სასტიკად, ხშირად აძლევენ ისეთ დავალებას, რომელიც არ შედის მათ ფუნქციაში. ამ წერილის მიზანია, გაუმჯობესდეს გუშაგთა სამუშაო პირობები", - წერს საწარმოს ყოფილი თანამშრომელი, მამუკა სუთიძე.

„ ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალმა " შპს „ქართულ ფოლადს" გუშაგთა შრომით პირობებზე  მათი პოზიციის გასაცნობად კითხვებით მიმართა, თუმცა  საწარმო ამ დროისთვის მედიასთან არ თანამშრომლობს.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია