კვირა, 05 თებერვალი 2023 წ.  00:56 
მრავალშვილიანი ოჯახი არსებობისთვის იბრძვის - 07 თებერვალი 2012

 

11 წლის - ქეთი, 7 წლის ტყუპები - ეკა და მაკა, 6 წლის - ანა, 3 წლის - ნინო ერთ ვარდისფერ სათამაშო დათვს ვერ იყოფენ. მათ ოროთახიან სახლში ეს ერთაერთი სათამაშოა. გოგოები, საერთო საცხოვრებლის შენობაში რუსთავის, ჭავჭავაძის №15-ში ცხოვრობენ.

,, საერთო საცხოვრებლის ავეჯი გვაქვს. აქ წლების წინ შემოვედით, სხვა თავშესაფარი არ გვქონდა და ქირის გადახდასაც ვერ აუდიოდით. ღვთის  წყალობით ვცხოვრობთ და ყოველდღე  ვიბრძვით არსებობისთვის. ჩემი მეუღლე ტყავის გადამამუშავებელ ქარხანაში მუშაობს. ხელფასი აქვს, თუმცა ცხრასულიან ოჯახს არ ყოფნის.

გვიჭირს გადასახადებთან გამკლავება. ბუნებრივი აირის დავალიანება  112 ლარი დაგვიგროვდა. ჩასაჭრელად მოვიდნონენ, მაგრამ ბავშვები, რომ ნახეს შევეცოდეთ და უკან გაბრუნდნენ. დავპირდი ამ თვეს მაინც დავფარავ-მეთქი, მაგრამ მეუღლის ხელფასს  ეს თანხა, რომ მოვაკლოთ ამ თვეს თავს ვერ გავიტანთ.

სადარდებელად გვაქვს ასევე ამ ფართის პრივატიზაციის საკითხიც. დაკანონებული არ გვაქვს, გვპირდებიან დღეს-ხვალო, მაგრამ არ დაადგა საშველი „ - საუბრობს 6 შვილის დედა, მარიამ ჭუმბურიძე.

ოჯახის მე-6 შვილი გიორგი, ჯერ ერთი თვისაც არაა. 5  დის გარემოცვაში იზრდება და ჯერ-ჯერობით, ყველაზე ნაკლებად აღელვებს ოჯახის სოციალური მდგომარეობა. მისგან განსხვავებით 11 წლის ქეთის უკვე  არასაბავშო პრობლემები აქვს. ის და მისი დებიც ხშირად საპირფარეშოს რიგში დგანან. მათ სართულს მხოლოდ ერთი საერთო სველი წერტილი და ხელსაბანი  აქვს.

,, ქეთი, სკოლაში დადის. ჩვენ სოციალურად დაუცველის სტატუსი გვაქვს და მას წიგნები სახელმწიფომ მისცა.  გაგვიჭირდა მისთვის რვეულების შეძენა. პრობლემაა ჩასაცმელიც და განათლებაც. მას   უნდა ცეკვაზე იაროს, ინგლისური ისწავლოს, მაგრამ ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს „ - გვიხსნის,   ჭუმბურიძე.

ნაქევხრიშვილების ოჯახი რუსთავის თვითმმართველობის სოციალური პროგრამით სარგებლობს. პროგრამის მიხედვით სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს მე-4 და მეტ შვილზე - თვითმმართველობა თვეში 20 ლარით ეხმარება. თუმცა ეს დახმარება და ოჯახის უფროსისი ხელაფსი, დიასახლისის თქმით მათ  სოციალურ საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს.

ოჯახის უფროსი, არჩილ ნაქევხრიშვილი სახლში არ გვხვდება. ბავშვები გვიხსნიან, რომ მამა გვიან მოდის.

ნაქევხრიშვილი ადგილობრივმა  ჟურნალისტებს 21 იანვარს პრეზიდენტის რუსთავში სტუმრობისას გავიცანით. ის, თავის გოგონებთან ერთად სააკაშვილის შესახვედრად  იყო მოსული. პრეზიდენტის დაცვის  წევრებს უხსნიდა მისი ოჯახის მდომარეობას და სთხოვდა, რომ მასთან შეხვედრის  საშუალება მიეცათა.

იმ დღეს მას და ბევრ სხვა ადამიანს არ გაუმართლა. პრეზიდენტთან, მხოლოდ, წინასწარ შედგენილ სპეციალურ სიებში მყოფი მოქალაქეები შეუშვეს.

 

 

kkpress.ge

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
 
Video screenshot
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2023 ყველა უფლება დაცულია