პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  16:58 
მარნეულში მუსიკალური ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ გრძელდება - 30 აგვისტო 2014

უკვე  მესამე დღეა, მარნეულის რაიონ სოფელ წერაქვში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ერთიანი კავკასია" (One Caucasus) მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიებები პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაცია  „FUNDACJA INNA PRZESTRZEŃ" და  მარნეულის მუნიციპალიტეტის ორგანიზებულია.

„ერთიანი კავკასია" პოლონური ორგანიზაციის პრეზიდენტის ვიტეკ ჰებანოვსკის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. „ მარნეული უსაფრთხო და ლამაზი ადგილია და სასიხარულოა, რომ სწორედ აქ შედგება განსხვავებული ერისა და კულტურის ადამიანების გაცნობა-დამეგობრება", - საუბრობდა, ვიტეკ ჰებანოვსკი.

ფესტივალის პირველ დღს კონცერტის დაწყებამდე, რომელიც ღია ცის ქვეშ გაიმართა, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა შეკრებილ ახალგაზრდებს ღონისძიებების დაწყება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ  ფესტივალი ტრადიციული  გახდება და რაიონი ყოველ წელს სულ უფრო მეტ სტუმარს უმასპინძლებს.

„ მარნეულის მუნიციპალიტეტს ამისათვის ყველა წინაპირობა აქვს: კეთილგანწყობილი ხალხი, მრავალფეროვანი ბუნება და ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო. რაც მთავარია, დღეს დაწყებული მეგობრობა მომავალშიც გამტკიცდება და სულ უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს. ეს  მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი მომავალი თაობისათვის, ასევე ზოგადად, ევროინტეგრაციის გზით მიმავალი საქართველოსთვის", - აცხადებდა, მარნულის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

ფესტივალის მუსიკალური პროგრამის პირველი გამომსვლელი უკრაინული ფოლკლორული ანსამბლი "FOLKNERY" იყო. სცენა შემდეგ დაიკავა ბრიტანელმა ჯულიან ჩემბერსმა და ადგილობრივმა ჯგუფმა "მარნელი."

„ერთიანი კავკასიი" -ს მუსიკალურ ღონისძიებებთან ერთად იმართება  ხელით შესრულებული ნაკეთობების და სოფლის მეურნეობის პროდუქციის  გამოფენა-გაყიდვა.

დღეს ფესტივალზე ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებს და ქვემო ქართლის რაიონის გამგებლებს ელიან.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია