ორშაბათი, 18 ნოემბერი 2019 წ.  16:06 
„ სანიაღვრე სისტემები მუნიციპალიტეტს გადაეცემა“ - რუსთავის მერის მოადგილე - 09 ოქტომბერი 2014

რუსთავის მერის მოადგილე, ნოდარ შეროზია ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობს. აცხადებს, რომ რუსთავისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი - სანიაღვრე სისტემებს უკავშირდება, რომლის გაუმართავი მუშაობის შედეგად ქალაქი პერიოდულად იტბორება.

„ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შედგა მოლაპარაკება „თბილისის წყალთან" და უახლოეს მომავალში მოხდება აღნიშნული სისტემების ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემა. ეს არ ყოფილა, მხოლოდ ზეპირი შეთანხმება, უკვე დაწყებულია შესაბამისი დოკუმენტების შედგენა.

სანიაღვრე არხების ქალაქისთვის გადმოცემის შემდეგ, მოხდება აღნიშნული სისტემის შესწავლა და სრულად რეაბილიტაცია",- საუბრობს, შეროზია. 

სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ამბობს, რომ მოსახლეობის 70% ახალ რუსთავში (მტკვრის მარჯვენა სანაპირო) ცხოვრობს და ალბათ, ამიტომაც პროექტების დიდი ნაწილი, სწორედ ქალაქის აღნიშნულ ნაწილში ხდებობა. 

„ ჩვენ ვცდილობთ თანაბარი ყურადღება მივაქციოთ, როგორც მარჯვენა ასევე მარცხენა სანაპიროს. მომავალ წელს იგეგმება ძველ რუსთავში 116-მდე კორპუსის სახურავის გადახურვა და გარე განათების მოწესრიგება. 

ვმუშაობთ ასევე, რუსთავის გამწვანების/ქარსაცავი ზოლების შექმნის საკითხზეც, ტექნიკური წყლის სისტემის შექმნაზე და საბავშო მოედნების მოწყობის მიმართულებით", - დასძენს, რუსთავის მერის მოადგილე. 

აცხადებს, რომ მომავალი წლიდან რუსთავში „ფეხბურთის ფედერაცია" იწყებს საფეხბურთო სკოლის მშენებლობას, 21-ე მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. მისი ინფორმაციით, აღნიშნული სკოლა იქნება - სპორტკომპლექსი, სადაც სპორტსმენებისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. 

კითხვაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებისას ითვალისწინებს, თუ არა მუნიციპალიტეტი რუსთავში მცხოვრებ შშმ პირთა სპეციალურ საჭიროებებს. ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტორი გათვალისწინებულია და ამ დროისთვის იგეგმება და უკვე შესყიდულია პროექტები - ეტლით მოძრავი მოქალაქეებისთვის რუსთავის მერიის და თეატრის შენობის ადაპტირების. 


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტისმითითებით 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია