ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 წ.  11:25 
2014 წლის შედეგები და 2015 წლის გამოწვევები - 30 დეკემბერი 2014


რა გაკეთდა რუსთავში 2014 წელს და რა გამოწვევები რჩება ქალაქისთვის - კითხვებს, რუსთავის მერი პასუხობს. დავით ჯიქია, რომელიც ახლა უკვე მერის სტატუსით (იყო მოვალეობის შემსრულებელიც) მართავს ქალაქს დაახლოებით 6 თვეა - ამბობს, რომ 2014 წელს 15 მილიონ-ნახევრის პროგრამები შესრულდა, თითქმის 99% დაიგო გზების ახალ რუსთავში, რისთვისაც დაიხარჯა 9 მილიონამდე. მიღწევების ჩამონათვალშია საბავშო ბაღებში ჯგუფების რეაბილიტაციაც.

,, წელს ბაღებში დამატებით 1 040 ადგილი გაჩნდა, რადგან მოხდა ბაღებში ჯგუფების რეაბილიტაცია. ჩვენ 2015 წელსაც ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას - მოხდება ბაღების სრული რეაბილიტაცია. რაც შეეხება ახალი ბაღების მშენებლობას გეტყვით, რომ სამწუხაროდ ბიუჯეტისთვის ეს რეაბილიტაციაც რთულია და ამიტომ დამატებითი თანხების მოსაძიებლად - ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ფონდებთან"- საუბრობს, რუსთავის მერი.

ქალაქში არსებულ დასაქმების და უსახლკარო მოქალაქეთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემაზე -  ამბობს, რომ ამ კუთხით მუნიციპალიტეტი მუშაობას აგრძელებს.

,, ყველაზე მეტი უსახლკარო ადამიანი რუსთავში ცხოვრობს და ცხადია, ეს არის ჩემთვის პრიორიტეტული საკითხი. ყოველ მიღებაზე 20 ადამიანი მაინც ამ პრობლემით მოდის. გეტყვით, რომ ვერც რუსთავის და ვერც ქვეყნის ბიუჯეტი ვერ გაწვდება - თითოეული ამ ადამიანის ქირით უზრუნველყობას, რაც შეეხება საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ამას 2-3 მილიონი სჭირდება. ეს თანხა კი არ აქვს ჩვენ ბიუჯეტს.

ამიტომ დავიწყეთ ქალაქის პასპორტიზაცია. ვეძებთ ცარიელ ფართებს და ვარკვევთ ისინი ვის ბალანსზეა ჩვენი, თუ ეკონომიკის სამინისტროსი.

სამწუხაროდ, ვიცით რომ ცარიელი ფართების პრობლემაა, რადგან 2012 წელს მათი საკუთრებაში გადაცემა მასიური ფორმით ხდებოდა და გადაეცათ იმ ოჯახებსაც, რომელთაც ბინები ისედაც ჰქონდათ. მათ ნაწილს, ახლა ეს გადაცემული ფართები გაქირავებული აქვს"- აცხადებს ჯიქია.

ამბობს, რომ უმუშევრობის  კუთხით  მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ბიზნეს სექტორთან. ასევე ახალ კავშირებს ამყარებს ქართულ-ებრაულ ბიზნეს ასოციაციასთან და ისრაელიდან ელის 140 სხვადასხვა პროფილის მეწარმეს რუსთავში - ადგილზე არსებული შესაძლებლობების გასაცნობად.

თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატებაზე კი ამბობს, რომ დაბალი ანაზღაურებით შეუძლებელია კვალიფიციური კადრების შენარჩუნება. საუბრობს, რომ ახალი კანონმდებლობით სპეციალისტებს და სამსახურების ხელმძღვანელებს/მოადგილეებს - ერთნაირი პასუხისმგებლობა აკისრიათ და მთთვის ხელფასის ,,მცირედით" მომატება, აუცილებელი იყო.

ფოტოს წყარო: რადიო ,,თავისუფლება" 

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია