პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  16:57 
,, რეალური ძალაუფლება თვითმმართველობებს“ – ალასანიას გუნდი მარნეულელებს შეხვდა + (ვიდეო) - 11 თებერვალი 2015

 

,, თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები  მარნეულის აქტიურ საზოგადოებას შეხვდნენ. მეტი რეალური ძალაუფლება თვითმმართველობებს - ეს იყო ალასანიას გუნდის მთავარი მესიჯი. შეხვედრაზე კითხვები დაისვა პარტიის სამომავლო გეგმებზე და ქვეყნის განვითარების ხედვებზე.

,, აუცილებელია მიწის რეფორმის ჩატარება. ამის გარშე წარმუდგენელია სოფლის მეურნეობის განვითარება", - პასუხობდა ალასანია შეხვედრის მონაწილეს, რომელიც სოფლებში მიწის არათანაბარ ფლობაზე საუბრობდა. შეხვედრაზე ,, თავისუფალმა დამოკრატებმა" აქცენტი განათლებაში მეტი რესურსის დახარჯვის საჭიროებაზე გააკეთეს. მოუწოდებს საზოგადოებას აქტიურად ითანამშრომლონ პარტიასთან და მიაწოდონ ინფორმაცია რაიონში არსებულ პრობლემეზე. ალასანიას გუნდი მარნეულელებს  ყველა არსებულ ძირითად პრობლემაზე - გადაჭრების გზების დასახვას და მათთვის წარდგენას დაჰპირდა.

შეხვედრაზე შეკრებილების მხრიდან კითხვები პარტიის ხედვასაც შეეხო ქვეყნის მოწყობის თაობაზე. ასევე დაისვა კითხვა, პარტიის აზრით უნდა იყოს თუ არა მარნეული თვითმმართველი ქალაქი. კითხვას ალასანია და ქადაგიშვილი პასუხობდნენ. ალასანია აცხადებდა, რომ ქვეყნის დეოკუპაციამდე ამ საკითხზე  ვერ მოხდება აქტიური მსჯელობა, ირაკლი ქადაგიშვილი კი თვითმმართველობასთან დაკავშირებით, კითხვის ავტორს კითხვითვე პასუხობდა: ,, რა მისცა თვითმმართველი ქალაქის სტატუსმა იმ ქალაქებს, რომელთანც ის აქვთ?! არაფერი, რეალურად მათთვის არაფერი შეცვლილი", - აცხადებდა, ქადაგიშვილი.

ღონისძიება მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა. დარბაზის შევსება ,,თავისუფალმა დემოკრატებმა" ადვილად შეძლეს. შეხვედრისას კითხვა-პასუხის გარდა, ისაუბრეს უშიშროების სამსახურების ჩარევაზე თვითმმართველობის საქმიანობაში. ,, სპეც.სამსახურები უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკას" - საუბრობდა ალასანია.  დიდი ალბათობით,  ამ სიტყვებს დარბაზში მყოფი ,,ცნობისმოყვარე" ადრესატებიც ისმენდნენ.

 

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია