პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  16:54 
გახსნა, თუ არა პრემიერ-მინისტრმა დაუსრულებელი შენობა რუსთავში - 08 აპრილი 2015

 

გუშინ რუსთავში პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წარმომადგენლებმა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონული არქივის შენობა გახსნეს.

საზეიმო ღონისძიების ფონზე არქივის სიახლოვეს აქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გამართეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით პრემიერმა დაუსრულებელი და ,,უსახურაო"  შენობა გახსნა.

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი - KKPRESS.GE" შეეცადა საკითხში გარკვევას. რეგიონის ახლად გახსნილი არქივის შენობის ყველა სამუშაო კაბინეტი, 9 საცავი, სარდაფი და შენობის სახურავი დავათვალიერეთ.

ამ ჩამონათვალიდან არც ერთი მათგანი ვიზუალურად არ ტოვებს, რაიმე სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საჭიროების - შთაბეჭდილებას. ყველა მათგანში განთავსებულია დანიშნულების შესაბამისი ინვენტარი: საცავებში სტელაჟები, კაბინეტებში საოფისე ავეჯი. დღეისთვის მიმდინარეობს გუშინ გამოყენებული ბანერების მოხსნა და შენობის დასუფთავება.

ჩვენი ,,გიდი" შენობაში საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი, თეონა იაშვილია.

,, როგორც თავადაც ხედავთ, შენობა არის დასრულებულ მდგომარეობაში. ამ წუთას მისი როგორც სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებია დასრულებული, ასევე სრულადაა გაწყობილი ავეჯით. გარდა ამისა ხედავთ, რომ გაწყობილია ყველა საცავი სტელაჟებით.

ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ დავიწყოთ საარქივო დოკუმენტაციის გადმოტანა. ცხადია, შენობის სახურავიც არის სრულად დასრულებული. ბრტყელი გადახურვაა გამოყენებული და აგრეთვე აქ, განთავსებულია შენობაში არსებული სისტემების ტექნიკური ბლოკები", - საუბრობს, იაშვილი.

ამბობს, რომ შენობაში 300 000 ათასამდე შესანახი ერთეული არის გადმოსატანი და აღნიშნული პროცესი სწრაფად ვერ მოხდება. ვაკანსიებთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ არქივში იმუშავებენ ის თანამშომლები, რომლებიც ისედაც ამ რაიონების საარქივო მასალებთან მუშაობდნენ. მხოლოდ ტექნიკური პერონალის აყვანა მოხდება რუსთავში.

ქვემო ქართლის რეგიონულ არქივს მაყვალა გურგენიძე უხელმძღვანელებს. იგი ამ დრომდე ლილოში არსებული არქივის ხელმძღვანელი იყო, სადაც დაცულია - დღეს უკვე რუსთავში გადმოსატანი ქვემო ქართლის საარქივო მასალის  90 %.

რეგიონულ არქივში შეინახება ქვემო ქართლის სათემო კომლებთან დაკავშირებით 1921 წლიდან არსებული ინფორმაცია. მათ შორის მიწების განაწილებასთან დაკავშირებით წარსულში შექმნილი  დოკუმენტები.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია