პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  16:53 
რუსთავში მერსა და მუნიციპალური აიპის ხელმძღვანელს შორის სამართლებრივი დავა გრძელდება - 22 მაისი 2015

რუსთავში, მუნიციპალიტეტის მერსა და ააიპ ,,რუსთავის კორპუსის" ხელმძღვანელ, კობა ლომიძეს შორის სამართლებრივი დავა გრძელდება. აღნიშნული აიპი მუნიციპალურია და ქალაქში საცხოვრებელი შენობების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს.

კობა ლომიძე, რომელიც აღნიშნულ აიპის ხელმძღვანელობდა სამსახურიდან რუსთავის მერის ბრძანდებით 2014 წლის ნოემბრის თვეს გაანთავისუფლეს. ლომიძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრია, განთავისუფლების შემდეგ სასამრთლოში მივიდა და განაცხადა, რომ მისი გაშვების მიზეზი - პოლიტიკურია.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ლომიძის სარჩელის სამივე მოთხოვნა დააკმაყოფილა. გააუქმა მერის ბრძანება მისი განთავისუფლების შესახებ, დააკმაყოფილა სამსახურში ლომიძის აღდგენის და სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე არსებული პერიოდის, სახელფასო თანხის, ანაზღაურების მოთხოვნაც.

თუმცა ლომიძის და რუსთავის მერიის დავა ამით არ სრულდება. მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი, ნათია შელეგია ამბობს, რომ მერს არსებული კანონმდებლობით ლომიძის გაშვების სრული უფლება ჰქონდა.

არგუმენტებად სხვადასხვა კანონების მუხლები მოჰყავს, თუმცა მარტივად და მოკვდავთა ენაზე - შელეგია აცხადებს, რომ მერს კანონით არსებული ,,ობიექტური გარემოებების" მიხედვით მუნიციპალური აიპების და შპს-ების ხელმძღვანელების შეცვლის უფლება აქვს.

,, ობიექტური გარემოება ამ საქმეში გახლდათ მერიის შიდა აუდიტის სამსახურის წერილი, სადაც საუბარი იყო აღნიშნული აიპის ხელმძღვანელის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე. კონკრეტულად კი გაირკვა, რომ კობა ლომიძემ ივლისი-აგვისტო-სექტემბრის წახალისება, 240 ლარის ოდენობის - ჩაურიცხა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ერთ-ერთ თავმჯდომარეს. ეს მაშინ, როდესაც აღნიშნული პირი აიპი ,,რუსთავის კორპუსთან" სამართლებრივ ურთიერთობაში 2 ოქტომბერს შევიდა და დადგა აღრიცხვაზე.

აღრიცხვაზე დადგომა კი აუცილებელია შრომით ურთიერთობაში შესასვლელად. მე ვერ გეტყვით ამ დრომდე იღებდა, თუ არა იგი ,, რუსთავის კორპუსიდან" ხელფასს, საერთოდ იღებენ, თუ არა ამხანაგობების ხელმძღვანელები ხელფასს ინფორმაცია არ მაქვს", - საუბრობს მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი, ნათია შელეგია.

ასევე, შელეგია დასძენს რომ საქმის პოლიტიკურ საფუძველზე საუბარი აბსურდია, რადგან თუ რუსთავის მერს დავით ჯიქიას (რომელიც ასევე ,,ქართული ოცნების" რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელია) ლომიძის პოლიტიკური შეხედულებების გამო გაშვება სურდა, ამას 2013 წელსაც მოახერხებდა. აცხადებს, რომ 2013 წლის 27 აგვისტოს ჯიქია დაინიშნა მერის მოვალეობის შემსრულებლად და ლომიძის გაშვება, არსებული კანონმდებლობით - მაშინათვე შეეძლო.

რუსთავის მუნიციპალიტეტი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს. თავად ლომიძე კი, რომელიც ან 240 ლარს და ან პოლიტიკურ მრწამსს გადააყოლეს - ჩვენ ზარებს არ პასუხობს. თემაზე ერთადერთი კომენტარი მის ადვოკატს ,, თავისუფალ ზონასთან" აქვს გაკეთებული, თუმცა მისი საუბარი ნაკლებად ინფორმაციულია და კლიენტისთვის სარჩელის დაკმაყოფილების საჯარო მოლოცვას წარმოადგენს.

ფოტოზე: კობა ლომიძე და ,,ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მამუკა ჩიქოვანი. 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია