კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:11 
რა სირთულეებს აწყდებიან მუნიციპალიტეტების მართვისას არჩეული გამგებლები? - 19 ივნისი 2015

 

,,ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის" ინტერესდება, რა სირთულეებს აწყდებიან მუნიციპალიტეტების მართვისას არჩეული მერები და გამგებლები.

ამჯერად ჩვენი რესპოდენტები არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი.

გამგებლები, რომელთაც სხვადასხვა მოცულობის ბიუჯეტები და გარკვეულ წილად, განსხვავებული გამოწვევების მქონე მუნიციპალიტეტები აბარიათ - თითქმის ყველა საკითხში ერთმანეთის პოზიცია იზიარებენ.

აღმოჩნდა, რომ კვალიფიციურია კადრების, როგორც მოზიდვის ასევე შენარჩუნების პრობლემა არის ორივე მუნიციპალიტეტში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლნისის გამგებელი ამაყობს 30 ახალი ახალგაზრდა კადრით, რომელთაც უმაღლესი განათლება ახლახანს მიიღეს - ამბობს, რომ დაბალი ანაზღაურების გამო მუნიციპალიტეტს უჭირს მაღალი კვალიფიკაციის კადრის შენარჩუნება.

ამ მხრივ, ბოლნისზე რთულად აქვთ საქმე თეთრიწყაროში. მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური ამბობს, რომ რეალურად 3-4 კაცზე გადადის საქმის დიდი ნაწილი.

,, 400 ლარზე სამუშაოდ თეთრიწყაროში არავინ ჩერდება და არც ვინმე ჩამოდის დედაქალაქიდან. მიდიან და ბევრად უფრო ანაზღაურებად კერძო სექტორში იწყებენ მუშაობას. ეს საკითხი რეალურად პრობლემაა", - საუბრობს წიკლაური. ამბობს, რომ კადრებთან დაკავშირებული სირთულეების გამო - მუნიციპალიტეტს დღემდე რჩება ვაკანტური თანამდებობები.

რწმუნებულების დანიშნვა არის მეორე თემა, სადაც ორივე გამგებელი აცხადებს, რომ მათი მუნიციპალიტეტების ეთნიკური მრავალფეროვნების და  სპეციფიკის გამო - რწმუნენულებს არ უნდა უწევდეთ საჯარო მოხელის გამოცდის გავლა.

,, ძირითადი ბირთვი ჩემი რწმუნებულებისა ჩაიჭრა. არის რეალობა, როდესაც ეს ადამიანები არიან ავტორიტეტები თავიანთ დასახლებებში, აქვთ სახელმწიფოებრივი აზროვნება, თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, მაგრამ ვერ აბარებენ ამ გამოცდას", - აცხადებს, თეთრიწყაროს გამგებელი. ამბობს, რომ გამგებელს უნდა ჰქონდეს საკუთარი რწმუნებულის გამოცდის გარეშე დანიშნვის უფლება.

მოსაზრებას იზიარებს ბოლნისის გამგებელი გოგი მეშველიანიც. ,, როგორც თავად საუბრობენ სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ აზერბაიჯანული რომელიც მათ იცინ და სასაუბროდ იყენებენ, განსხვავდება იმ ოფიციალური სტილისგან რითიც ტესტებია შედგენილი. ასევე, აცხადებენ რომ ძირითადად უფროსმა თაობამ წერა კირილიცას ანბანით ისწავლა, რითაც დღეს არ სარგებლობენ"- საუბრობს ბოლნისის გამგებელი. ასევე დასძენს, რომ პრობლემურია მიდგომა, რომლის თანახმადაც მოვალეობის შემსრულებლის დანიშნვა მხოლოდ სამი თვით შეიძლება.

ბოლნისი ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, მუნიციპალიტეტში მოქმედი ორი მსხვილი საწარმოს (არემჯი გოლდი, არემჯი კუპერი) არსებობის გამო გათანაბრებულ ტრანსფერს არ იღებს. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 80%-ი სწორედ ამ საწამოებიდან შემოსული ქონების გადასახადით ივსება, თუმცა თანხის ჩარიცხა ადგილობრივ ბიუჯეტში ,,ავტომატურად" არ ხდება. გოგი მეშველიანი ამბობს, რომ აღნიშნულ საწარმოებს როგორც ექსპორტიორებს სახელმწიფო უბრუნებს დღგ-ს და სწორედ, ამ ჩარიცხვის შემდეგ საწარმოები ურიცხავენ თანხას ადგილობრივ ბიუჯეტს.

,, ჩემი აზრით ეს პროცესი უნდა იყოს ავტომატიზირებული და ამისთვის არ უნდა იყოს საჭირო ადამიანური რესურსის დახარჯვა. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ საკითხზე, როგორც ფინანსთა სამინისტროსთან, ასევე შემოსავლების სამსახურთან", - დასძენს მეშველიანი.

კითხვაზე რა მიღწევები აქვთ დღეისთვის მუნიციპალიტეტების მართვისას, რითაც შეუძლიათ იამაყონ - თეთრიწყაროს გამგებელი ამბობს, რომ როდესაც აირჩიეს დახვდა მუნიციპალიტეტი, სადაც არაფერი იყო გაკეთებული და ასევე, გაფუჭებული დახვდა ყველაფერი რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა. ,, არ მიყვარს ჩემ მიღწევებზე საუბარი. ერთს გეტყვი, რომ არის სამუშაო ვითარება და გვაქვს მკაცრი მიდგომები", - აცხადებს თეთრიწყაროს გამგებელი ბესიკ წიკლაური.

ბოლნისის გამგებელი კი გვისახელებს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს - მათი საერთო ღირებულება 15 მილიონი ლარია. ამბობს, რომ ქალაქ ბოლნისში მოგვარდება სასმელი წყლის პრობლემა, ხდება ბოლნისის და სიონის დამაკავშირებელი 9 კილომეტრიანი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, მიმდინარეობს სამელიორაციო სისტემების გაწმენდა, აღდგენა და საჭიროების ადგილებში ახლის მშენებლობა. ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტი საკუთარი თანხებით აშენებს სოციალურ საცხოვრისს დაბა კაზრეთში - უსახლკარო სოციალურად დაუცველი ბოლნისელებისთვის.

გამგებლები აცხადებენ, რომ მათ კომპეტენციებში არ ერევა ცენტრალური ხელისუფლება. ბოლნისელების არჩეული გამგებელი გოგი მეშველიანი ამბობს:

,, მადლობელი ვართ გუბერნატორის. მან მოგვცა აბსოლუტური თავისუფლება, ცხადია, პასუხისმგებლობის ფარგლებში. ყველა სამხარეო სტრუქტურის  კარი ღიაა ჩვენთვის - კონსულტაციებისთვის. ძირითადად, კონსულტაციები გვჭირდება ამა, თუ იმ კანონთან დაკავშირებით, სადაც ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა არსებობს ", - აცხადებს ბოლნისის გამგებელი, გოგი მეშველიანი.

 

მანონ ბოკუჩავა

მასალა  მომზადებულია  სამოქალაქო  კულტურის   საერთაშორისო   ცენტრის  პროექტის  - „სამოქალაქო  საზოგადოება   დეცენტრალიზაციისათვის" ფარგლებში, ფონდღია   საზოგადოება   საქართველოსმხარდაჭერით.

სტატიაში   გამოთქმული  მოსაზრებები  შესაძლოა არ  ემთხვეოდეს  სამოქალაქო  კულტურის  საერთაშორისო  ცენტრის  და  ფონდღია  საზოგადოება  საქართველოს" პოზიციას.

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია