კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:08 
,,გუბერნატორი ანგელოზია“ – გარდაბნის გამგებელი - 23 ივნისი 2015

 

,,ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის" მთელი ქვეყნის მასშტაბით ცდილობს არჩეულ გამგებლებთან და მერებთან ერთად, გაარკვიოს რა სირთულეებს აწყდებიან ისინი მუნიციპალიტეტების მართვისას. ამჯერად ჩვენი რესპოდენტი, გარდაბნის გამგებელი გარსევან (გელა) ნიორაძეა.

პირველი პრობლემა რაზეც გამგებელი საუბრობს ანაზღაურების საკითხს ეხება. ამბობს, რომ კვალიფიციური კადრების გადინება ხდება, რადგან მუნიციპალიტეტი ხელფასის კუთხით ვერ უწევს კონკურენციას კერძო სექტორს.

,, ძალიან რთულია კვალიფიციური კადრის მუნიციპალიტეტში არსებული ხელფასით შენარჩუნება. ასეთ კადრს ურჩევნია წავიდეს კერძო სექტორში და იმუშაოს 1 500 ლარზე", - აცხადებს ნიორაძე. ამბობს, რომ ხელისშემშლელი ფაქტორია გამგებლის რწმუნებულების დანიშნვის წესიც. აცხადებს, რომ მისი რწმუნებულების ნაწილმა, საჯარო მოხელის სავალდებულო გამოცდის ჩაბარება ვერ შეძლეს და ამიტომ მათი დათხოვა მოუწია. ,,ვთვლი, რომ სჯობს ამ ადამიანებს არ უწევდეთ გამოცდის ჩაბარება. ვიცი, რომ ასე ფიქრობენ ჩვენი რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებიც", - დასძენს ნიორაძე.

საუბრობს, რომ მუნიციპალიტეტში 5 მილიონზე მეტი ღირებულების პროექტები ხორციელდება, თუმცა განსახორციელებელი რჩებათ -  5 სოფლის სასმელი წყლით უზრუნველყოფის პროექტი.

,, აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ახალსოფლის, ნორიოს, მარტყოფის, სააკაძის და ვაზიანის  წლით მომარაგებას. ამ პროექტის საჭიროების შესახებ ინფორმაცია, უკვე პრემიერსაც აქვს და გუბერნატორიც გვეხმარება. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება.

რაც შეეხება იმას, თუ ამ ეტაპზე რითი შეგვიძლია ვიამაყოთ - საამაყოზე ჯერ ნამდვილად რთულია საუბარი, რადგან მუშაობა გვიწევს რაიონში, სადაც 20 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა.

დღეისთვის მიმდინარეობს გარდაბანში აღმაშენებლის სკვერის რეაბილიტაცია, მერიის შენობის რემონტი, ვაზიანის და მარტყოფის გზების რეაბილიტაცია, სარემონტო სამუშაოები საბავშო ბაღებში, სადაც ასევე რთული სიტუაცია დაგვხვდა. მაშინ როდესაც წინათ რაიონისთვის 1 მილიონ 50 ათასი დაიხარჯა წელს - პროექტებისთვს დახარჯული თანხა 5 მილიონს აღემატება"- აცხადებს გარდაბნის გამგებელი. კითხვაზე ერევა თუ არა არჩეული გამგებლის კომპეტენციაში გუბერნატორი, ან ცენტრალური ხელისუფლების სხვა შტო ამბობს, რომ - არა.

,, გუბერნატორი ანგელოზია! კარგი ადამიანია, გვეხმარება პროექტებში. რომ მოვიდა გვითხრა ვინც თქვენ გინდათ და ვისაც ენდობით მოიყვანეთ და დანიშნეთ-ო.  კვირაში ერთხელ ჩვენ საქმის კურსში ვაყენებთ რა მდგომარეობაა სოფლებში. ჩვენ გვაქვს ნაადრევ ქორწინებებთან დაკავშირებული პრობლემები და გავდივართ ამ საკითხებს. ამ თემაში პოლიციაც არის ჩართული", - საუბრობს ნიორაძე.

კითხვაზე დაგვიდასტურებს, თუ არა არაოფიციალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოადგილე დავით ასათიანი გუბერნატორის რეკომენდაციით დანიშნა ამბობს:

,, არა, ნამდვილად. შეიძლება ითქვას, რომ მე ამ ადამიანს გუბერნატორზე ადრე ვიცნობდი. ის გახლავთ გარდაბნის სოფელ სართიჭალის მკვიდრი. მუშაობდა პოლიციაში, ლილოს სამმართველოს ხელმძღვანელი იყო. ძალიან აქტიურობს. ცუდი კაცის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, მეურნეა, შემსრულებელია", - საუბრობს, გელა ნიორაძე თავისი მოადგილის შესახებ.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სასმელი წლის პრობლემას ასახელებს. ამბობს, რომ პრობლემურია გაზიფიცირების საკითხიც. საუბრობს, რომ როდესაც შეძლებენ ამ საკითხების მოგვარებას ,,წელგამართულები" იქნებიან თავიანთი ამომრჩევლების წინაშე.

და ბოლო კითხვას იმის შესახებ აგრძელებს, თუ არა გარდაბნის მუნიციპალიტეტი წლების განმავლობაში არსებულ პრაქტიკას, რაც ადგილობრივი ბიუჯეტით შსს-ს მაღალჩინოსნებისთვის ძვირადღირებული ავტომობილების შეძენას ეხება ამბობს, რომ -  არა.    ,, დამეფიცება არაფერი შეგვიძენია მათთვის. პოლიციისთვის კი არა ჩემი სამსახურებისთვის არ შემიძენია მანქანები", - აცხადებს გარდაბნის გამგებელი.

 

მანონ ბოკუჩავა

მასალა  მომზადებულია  სამოქალაქო  კულტურის   საერთაშორისო   ცენტრის  პროექტის - „სამოქალაქო  საზოგადოება   დეცენტრალიზაციისათვის" ფარგლებში, ფონდ „ღია   საზოგადოება   საქართველოს" მხარდაჭერით.

სტატიაში   გამოთქმული  მოსაზრებები  შესაძლოა არ  ემთხვეოდეს  სამოქალაქო  კულტურის  საერთაშორისო  ცენტრის  და  ფონდ „ღია  საზოგადოება  საქართველოს" პოზიციას.

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია