კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:10 
სოფელი ასურეთი - სტიქიის მიყენებული ზარალი და სასმელი წყლის ,,მარადიული“ პრობლემა - 26 ივნისი 2015

 

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალს - kkpress.ge" მკითხველი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთის პრობლემებით დაიტერესებას ურჩევს. მოქალაქე გვწერს, რომ სოფელს სასმელი წყალი და ისიც დასალევად უვარგისი, დღეგამოშვებით  1-2 საათით მიეწოდება. ასევე გვწერს, რომ სტიქიის შედეგად დაზიანდა სარწყავის წყლის მილები და კაშხალი. ითხოვს ყურადღება მიექცეს ელექტროენერგიის ბოძებს, რომელიც დასახლებაში ხის დადგეს და უკვე თითქმის დალპა.

თემაზე კომენტარს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი, სიმონ გულედანი  აკეთებს. საუბრობს, რომ ასურეთს სარწყავი წყალი არასდროს ჰქონია და დაზიანებულია მადნის ხიდი, სადაც სასმელი წლის მილი გადის. აცხადებს, რომ საჭირო აღდგენითი სამუშაობისთვის, მათ უკვე მიმართეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ამბობს, რომ მიუხედავად ამისა  - წყლის მილი არაა დაზიანებული და სოფელს წყალი იმ გრაფიკით მიეწოდება, როგორც აქამდე ჰქონდა.

,, ასურეთს 24 საათიანი წლის მომარაგება არც სტიქიამდე ჰქონია. ამისი მიზეზი არის წყლის არსებული დებიტი. რაც შეეხება ხარისხს - მე არ ვფლობ ამ საკითხზე ინფორმაციას. ჩვენი სამსახური არ აკეთებს ლაბორატორიულ სინჯებს. რაც შეეხება ასურეთთან მდებარე კაშხალს, ამას არც შეიძლება კაშხალი ეწოდოს - მანდ წყლის შეკრება უკვე წლებია არ ხდება. აღნიშნული ობიექტის დაზიანების შესახებ ჩვენთან შეტყობინება არ შემოსულა.

ელექტროენერგიის ხის ბოძებზე კი შემიძლია გითხრათ, რომ ცხადია ეს პრობლემაა და მუნიციპალიტეტმა მიმართა ენერგო-პროს, თუმცა რეაგირება არის ნოლი", - საუბრობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი, სიმონ გულედანი.

 

ფოტო: შერჩეულია თემატურად და არ წარმოადგენს სოფელ ასურეთში გადაღებულ კადრს.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია