ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017 წ.  06:36 
რუსთავში, რძის პროდუქტების საწარმომ HACCP-ის სტანდარტების დანერგვა დაიწყო - 18 აგვისტო 2015

 

ქვეყნის ევროპეიზაცია მრავალი დარგის რეფორმირებას მოითხოვს. ერთ-ერთი მათგანი სურსათს, კერძოდ კი რძის პროდუქტების წარმოებას ეხება.  მწარმოებლებს მთელი რიგი სავალდებულო წესების დაცვა უწევთ იმისთვის, რომ ევროპული ხარისხის - მომხმარებლისთვის უვნებელი პროდუქტი მიიღონ. ახალ რეგულაციებს, პრობლემად არ აღიქვამენ რუსთავში მოქმედ რძის პროდუქტების საწარმო ,,მილკენში."

საწარმოს ხელმძღვანელი, ივერი გაბარაული ამბობს, რომ მას ,,ასე ურჩევნია" კიდეც, რადგან მათ პროდუქციას ბავშვები, მოხუცები მიირთმევენ და დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ,,მილკენი" რძეს გარდაბნის სოფლებიდან იღებს. დღეში 800 ლიტრიდან - 1 ტონა 200 ლიტრამდე ამუშავებეს. აქ, პროდუქცია მხოლოდ ნატურალურ  რძეზე მზადდება.

,, მიკლენს," რომელიც 4 წლის წინ შეიქმნა 12 თანამშრომელი ჰყავს. საწარმოში ქცევის წესები და ჰიგიენის დაცვის ინსტრუქცია - თვალსაჩინო ადგილებშია გაკრული. გვიხსნიან, რომ 12 სახეობის ყველის წარმოება ხდება - მათ შორის არის სულგუნი, შებოლილი და დაწნული ყველი. პროდუქციას აბარებენ რუსთავის მსხვილ სავაჭრო ობიექტებში და საწარმოებში: ,, ნიკორა," ,,ფუდმარტი,",,ორი ნაბიჯი" და ,,ნუგეში." ივერი გაბარაულის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რძის მომწოდებლებმა გაძვირება დაიწყეს, საწარმო პროდუქციის გაძვირებას ამ ეტაპზე არ გეგმავს და ცდილობს, არსებული ფასი შეინარჩუნოს.

,, გასულ წელს მივიღეთ მერსი ქორფსის გრანტი.(საუბარია მერსი ქორფსის პროგრამაზე: ,,ალიანსები მცირე კავკასიაში," რომელსაც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს)

ძალიან დაგვეხმარნენ. ეს გახლდათ თანადაფინანსებული პროექტი, ჩვენი შენატანი იყო 36 %. შეგვიძინეს რძის ქვაბები, რეზერვუარები, სადისტრიბუციო-რძის ორი მანქანა და ორთქლის გენერატორი. გრანტი ძალიან დაგვეხმარა, რადგან ძველი დანადგარებით მეტი ხარჯი გვქონდა ბუნებრივ აირზე და ელექტროენერგიაზე.

რაც შეეხება, შიდა რემონტს ჩვენ თვითონ გავაკეთეთ. ასევე, შევიძინეთ ვაკუუმ აპარატი და სხვა საჭირო ტექნიკა"- საუბრობს საწარმოს დირექტორი, ივერი გაბარაული.

,, მილკენი"  სექტემბერში HACCP-ის (სტანდარტი გამოიყენება სურსათის წარმოებაში სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად პოტენციური საფრთხეების იდენტიფიკაციის მიზნით, რათა შეამცირდეს ან აღმოფხვრას საფრთხის წარმოშობის რისკი) მიღებას ელის. გაბარაულის განცხადებით, საწარმოში უკვე დაწყებულია  HACCP-ის სტანდარტების დანერგვა.

ფოტორეპორტაჟი იხილეთ ბმულზე..

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

„ არა ბატონო, ჩვენ არ ვართ ოცნების კოორდინატორები, ჩვენ ვართ ოცნების აგიტატორები“ - არჩევნები რუსთავში +(video)

რუსთავში სპორტკომპლექსის საშხაპეები და სველი წერტილები სავენტილაციო სისტემის გარეშე მოაწყვეს 

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია