ხუთშაბათი, 23 იანვარი 2020 წ.  03:33 
რუსთავის მუნიციპალიტეტმა 71 374 ლარად Toyota land cruiser შეიძინა და გუბერნატორს ,,ათხოვა“ - 25 აგვისტო 2015


21 აგვისტოს რუსთავის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული ელექტრონული ტენდერით 71 374 ლარის ღირებულების 2014 წლის გამოშვების - ავტომობილი Toyota land cruiser 70/20 შეიძინა. შესყიდვისას დადებულ ხელშეკრულებაში ჩანს, რომ აღნიშნული ავტომობილისთვის მუნიციპალიტეტს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 374 ლარის გადახდა მოუწია, დარჩენული თანხის სანაცვლოდ კი შემსყიდველს - 1 000 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალება გადასცა.

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი - KKPRESS.GE" დაინტერესდა ოფიციალურად დეკლარირებული ,,ქამრების შემოჭერის" დროს - რომელი თანამდებობის პირისთვის შეიძინა მუნიციპალიტეტმა აღნიშნული ავტომობილი.

რუსთავის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი პაატა პაპელიშვილი გვიხსნის, რომ აღნიშნული შესყიდისთვის თანხის დიდი ნაწილი სადაზღვეო კომპანიიდან შემოვიდა.

,, 2010 წელს რუსთავის მუნიციპალიტეტმა დაახლოებით 111 000 ლარის ღირებულების ავტომობილი შეიძინა და თხოვების ხელშეკრულებით გადასცა ქვემო ქართლის გუბერნიას. ახლა კი ერთი თვის წინ ეს ავტომობილი ავარიაში მოხვდა. ტრანსპორტი დაზღვეული იყო და შედეგად სადაზღვეომ  ჩაგვირიცხა 60 000 ლარი. ჩვენ ამ თანხას დავამტეთ 10 000 ლარი, ასევე 1 000 ლარის ღირებულების ავტომობილი და შევიძინეთ Toyota land cruiser-ი.

აღნიშნული ავტომობილი არც მერს და არც საკრებულოს თავმჯდომარეს არ მოემსახურება - მოხდება მისი თხოვების ხელშეკრულებით გადაცემა გუბერნატორის ადმინისტრაციისთვის", - საუბრობს პაატა პაპელიშვილი.

რუსთავის მერიის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის კაბინეტის კარს  სახელური არ აქვს, კედლები მიტოვებულ სკოლას ჰგავს და  კარის ღრმულიდან კაბინეტში მყოფებს ადვილად გაარჩევ - კითხვაზე, რატომ არ გაკეთდა ეკონომია და არ შეიძინეს ნაკლები ღირებულების ავტომობილი ამბობს, რომ მაღალი გამავლობის და გამძლე ტრანსპორტი სჭირდებოდათ.

ქვემო ქართლის გუბერნიაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტი არაა მუნიციპალიტეტების მიერ სხვა უწყებებისა, თუ მაღალჩინოსნებისთვის ძვირაღირებული ავტომობილების შეძენის -ტრადიციის გაგრძელება.

,, აღნიშნული შესყიდვისთვის რუსთავის მუნიციპალიტეტს დაახლოებით 9 000 ლარამდე მოუწია თანხის დამატება, დანარჩენი 60 000 ლარი სადაზღვეომ აანაზღაურა.

გუბერნიის ტრანსპორტის დაზღვევა ჩვენი გუბერნატორის გადაწყვეტილება იყო, რომ არა ეს დაზღვევა ავტომობილი გადასაგდები იქნებოდა. ასე, რომ მანკიერი ტრადიციის გაგრძელებას არ აქვს ადგილი. თუ ვთქვათ, რუსთავის მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა სურვილი ამ ავტომობილის თხოვების ხელშეკრულებით ჩვენთვის გადაცემის, არ გვათხოვებდა და ჩვენ რამე სხვა გამოსავალს მოვძებნიდით", - აცხადებს ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე, კახაბერ გუგეშაშვილი. დასძენს, რომ ,,თხოვების" ხელშეკრულებით მათთვის გადაცემული 2014 წლის გამოშვების Toyota land cruiser არის ,,დაბალი კლასის" ავტომობილი, რომელიც უგზოო დასახლებებში გადაადგილების საშუალებას მისცემთ.

 

გარდაბნის საკრებულომ 79 551 ლარიანი ჯიპი შეიძინა - 03 სექტემბერი 2013

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2020 ყველა უფლება დაცულია