პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  16:54 
ორგანიზაციას, რომელიც წინა მთავრობას სისტემურ დანაშაულებებში ამხელდა რუსთავის მერი მრჩეველთა საბჭოში არ იღებს - 31 მაისი 2016

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი 20 წელია მუშაობს და ამ დროის განმავლობაში არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გამხდარა ინფორმაციის წყარო - საქართველოში მიმდინარე მოვლენების. ცენტრი ათობით პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირის უფლებადამცველი იყო.

ორგანიზაცია მართავს პორტალს ადამიანის უფლებების შესახებ humanrights.ge  და ვიდეოპორტალის www.hridc.tv ცენტი საკუთარი რეგიონული ოფისების დახმარებით ცდილობს მხარი დაუჭიროს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისმა რამდენიმე თვეა რაც რუსთავში მუშაობა დაიწყო. ორგანიზაციამ გამოთქვა სურვილი გახდეს წევრი რუსთავის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსი, თუმცა მუნიციპალიტეტისგან უარი მიიღო. ფაქტზე საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად ცენტრმა დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა.

,, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა,  ადამიანის უფლებათა ცენტრს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას, დაუსაბუთებლად შეუზღუდა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით სარგებლობა - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში ყოფნის შესაძლებლობა, რითაც შეზღუდა არასამთავრობო ორგანიზაციის შესაძლებლობა, წარადგინოს მერთან  წინადადებები და  მოსაზრებები, მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემათა იდენტიფიკაციისა და აღმოფხვრის მიზნით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს ქ. რუსთავის მერს ბ-ნ დავით ჯიქიას დროულად და ეფექტურად გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით" - აცხადებდა ცენტრის რუსთავის ოფისის კოორდინატორი, იურისტი თამუნა ლუკავა.

ლუკავა ასევე დასძენდა, რომ მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩამოთვლილ სამოქალაქო საბჭოს წევრებს შორის არაა არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია.

ბრალდებების მთავარ ადრესატს ქალაქის მერს ორგანიზაციისთის არ უპასუხის. მის ნაცვალდ კომენტარი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ აქუბარდიამ გააკეთა.

აქუბარდიას განცახდებით მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდზე არაა ატვირთული საბჭოს ამჟამად არსებული შემადგენლობა სრულად. დასძენს, რომ 2015 წლის 19 ოქტომბერს ცვლილებები შევიდა საბჭოს შემადგენლობაში და მას ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაემატა.

,, ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოგვმართა ამაწლის მარტში, საბჭო კიდევ შეიქმნა 2015 წლის სექტემბერში - გამომდინარე აქედან არ იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა. აქედან გამომდინარე მათ ეთქვათ უარი.

მერიის მხრიდან წევრობაზე იყო შემოთავაზება გაკეთებული საი-ს მიმართ, რომ  შემოსულიყვნენ საბჭოში, მაგრამ უარი თქვეს" - საუბრობს აქუბარდია.

მედიასთან შეხვედრისას ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა" ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ მრჩეველთა საბჭოს შექმნისას საწყის ეტაპზე არ მომხადარა საზოგადოების ინფორმირება. აღნიშნულს შეხვედრაზე მყოფი რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის თანამშრომლებიც დაეთანხმნენ, რომელთაც ასევე აღმოჩნდა, რომ სურვილი ჰქონდათ სამოქალაქო მრჩეველთა  საბჭოში შესვლის.

შესაბამისი ინფორმაციის არ არსებობის ბრალდებას  - მერიის პრესსამსახური პასუხობს, რომ თუ ადამიანის უფელბათა ცენტრმა ვერ მოიპოვა ეს ინფორმაცია აღნიშნული არ არის რუსთავის მერიის ბრალი.

ჩვენ კითხვაზე მოხდება თუ არა ცენტრის გაწევრიანების შესახებ  მოთხოვნის ხელმეორედ შესწავლა  - აქუბარდია აცხადებს, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან საბჭოში ყველა პროფესიის წარმომადგენელი არის შესული, თუმცა მოთხოვნის ხელმეორედ განხილვას წინ არაფერი უდგას.

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი  KKPRESS.GE" საია-ს რუსთავის ოფისის ხელმძღვანელს ეკატერინე ფავლენიშვილს დაუკავშირდა. სატელეფონო საუბარში ფავლენიშვილი ამბობს, რომ მათ მერიის მხრიდან საბჭოში გაწევრიანების შემოთავაზება მართლაც მიიღეს, მაგრამ არ დათანხმდნენ, რადგან საია მუნიციპალიტეტის საქმიანობის მონიტორინგს ისედაც ახორციელებს.

პ.ს ადამიანის უფლება ცენტრი გეგმავს რუსთავის მერს მრჩეველთა საბჭოში გაწევრიანების თხოვნით ხელმეორედ მიმართოს. ცენტრის კოორდინატორი თამუნა ლუკავა აცხადებს, რომ რადგან როგორც ირკვევა - ერთხელ უკვე ჰქონდა მუნიციპალიტეტს პრაქტიკა საბჭოს წევრების შემადგენლობის ცვლილების, აღნიშნულის ხელმეორედ გაკეთება შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში კვლავ შეუძლია.  

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია