პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  16:56 
მარნეული - პარტიების წინასაარჩევნო სამზადისი - 22 ივნისი 2016

 

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი KKPRESS.GE" იწყებს რეგიონში მოქმედი პოლიტიკური პარტიების საქმიანობის გაშუქებას. ამჯერად მკითხველს მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ორი პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციებს გავაცნობთ. ამავე ფორმატით სხვა პარტიების წარმოჩენაც მოხდება.

ისრაფილ ბაირამოვი მარნეულში პარტია ,,პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. საუბრობს, რომ პარტიას ამ დროისთვის მარნეულში 230 წევრი ჰყავს და მოქალაქეების გაწევრიანება ყოველდღიურად ხდება.

,, ჩვენი რეგიონული ოფისის გახსნას 1 500 ადამიანი ესწრებოდა. ამ მხარეში აქამდე კარგად არ იცნობდნენ ბატონ პაატა ბურჭულაძეს. მასთან შეხვედრის მერე გაუჩნდათ ინტერესი პარტიის მიმართ, აქტიურად ეცნობიან მის გამოსვლებს. მოგეხსენათ ჯერ არ გვაქვს პარტილი ნომერი და ბეჭდური სახით ჩვენი პროგრამა ამის გამო არაა წარმოდგენილი. ნომრის მიღების შემდეგ ყველა საჭირო მასალა მომზადდება.

გვყავს წარმომადგენლები სოფლებში. ვიცით მუნიციპალიტეტის მოსახლეობის განწყობები. ისევე, როგორც მთელ საქართველში აქაც უმუშევრობა არის მთავარი პრობლემა. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ როდესაც ესა თუ ის სასოფლო სამეურნეო კულტურა ადგილობრივებს გასაყიდად გააქვთ, სწორედ, მაშინ ხდება უცხოეთიდან მსგავსი სასოფლო სამეურნეო კულტურის შემოტანა. რაც რთულ მდგომარეობაშო აყენებს ადგილობრივებს. ამ საქმეში აუცილებელია ყურადღება გამოიჩინოს ხელისუფლებამ. ასევე არსებობს სხვა პრობლემები. მომრავლდა ჩვენ მუნიციპალიტეტში ტოტალიზატორები. ახალგაზრდებს არ აქვთ გასართობი ადგილები"- საუბრობს ისრაფილ ბაირამოვი.

ამბობს, რომ პარტიის რამდენიმე აქტივისტი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო ,,გააფრთხილეს" და პარტიასთან ურთიერთობის გაწყვეტა ,,ურჩიეს."

,, დაახლოებით 20-30 ადამიანს, რომელიც ესწრებოდა ჩვენი ოფისის გახსნას და იჩენდა ინტერესს ჩვენი პარტიის მიმართ უთხრეს, რომ პრობლემები შეექმნებოდათ. მე ვერ გეტყვით მათ გვარებს, რადგან თავად არ სურთ ამ საკითხზე საუბარი. მაინც არის შიშის ფაქტორი შემოჩენილი" - დასძენს  ,,პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" პარტიის მარნეულის ოფისის ხელმძღვანელი.

პოლიტიკურ ოპონენტებზე რაიმე სახის ზეწოლას გამორიცხავენ ,,ქართული ოცნების" მარნეულის ორგანიზაციაში. ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი ამირან გიორგაძე სატელეფონო საუბარში გვიხსნის, რომ დაკავებულია და უმჯობესია აღმასრულებელი მდივანი ჩავწეროთ. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც გიორგაძე სხვადასხვა მიზეზით ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალთან KKPRESS.GE" არ თანამშრომლობს.

შესაბამისად, ვესაუბრებით პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს ბესიკ გელენიძეს.

გელენიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნა მარნეულში არ ხდება. დასძენს, რომ პარტია არ აპირებს მიბაძოს სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს.

,, რაც შეეხება წევრებს გვყავს 814 წევრი. ასევე არიან გაწევრიანების მსურველები, რომელთა რიცხვი გასცდა 1 800. ჩვენთვის ცნობილია ადგილობრივი მოსახლეობის განწყობები. მათი დიდი უმრავლესობა ჩვენი მხარდამჭერია.

ეს განაპირობა იმან, რომ ბევრი რამ გაკეთდა სოფლის მეურნეობის კუთხით. მოხდა მოსახლეობის დახმარება ხვნა-თესვაში, რაც დიდი შეღავათი იყო მათთვის. ასევე ჯანდაცვის სისტემამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ როდესაც ადამიანი ავად ხდება აღარაა საჭირო მის გადასარჩენად სახლ-კარის გაყიდვა. ასეთ ადამიანებს სახელწიფო თავად ეხმარება. ეს მნიშვენლოვანი საქმეები გაკეთდა, თუმცა მათი პიარი ნაკლებად მოხდა, მაგრამ ხალხი მაინც ბრძენია და ყველაფერს ხედავს" - საუბრობს ,,ქართული ოცნების" მარნეულის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი.

აცხადებს, რომ საარჩევნი პროცესებში არ არიან ჩართული ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები და ვერავინ დაადასტურებს ფაქტებით იმას, რომ მათზე მარნეულში პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა ხდება.

მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით ორივე პარტიაში აცხადებენ, რომ საკითხი ამ ეტაპზე არაა გადაწყვეტილი.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია