პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  16:53 
თეთრიწყაროს გამგებელმა 2015 წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა +(video) - 27 ივნისი 2016

 

26 ივნისს თეთრიწყაროს გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა,  2015 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა. გამგებლის ანგარიშში მუნიციპალიტეტში შესრულებული და 2016 წლისთვის დაგეგმილი პროექტები შევიდან.

წიკლაურის გამოსვლამდე, ანგარიშის განხილვა ორგანიზაცია ,,მწვანე კავკასიის" ხელმძღვანელმა  გიორგი აბულაძემ გახსნა. აბულაძე აცხადებდა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თეთრიწყაროში გამგებელი ანგარიშსს მოსახლეობას აბარებს.

მიუხედავად იმისა, რომ მართლაც თეთრიწყაროს რეალობისთვის ასეთი მოვლენა უჩვეულო იყო, დარბაზში ხალხის სიმცირე თვალშისაცემი აღმოჩნდა. ,, გახლდით სხვადასხვა დაწესებულებებში. ადგილზევე ვუპასუხეთ მათ კითხვებს და ასევე, მივაწოდეთ ინფორმაცია აღნიშნულ განიხლვაზე. მიზეზი მათი არ მოსვლის არის ის, რომ აქ, წლების განმავლობაში იყო უძრაობა. აქვთ კვლავ, გარკვეულ წილად, უიმედობის განცდაც - მიუხედავად იმისა, რომ პრობლემების 80% მოვაგვარეთ, რაც მათ მიერ წინასაარჩევნოდ დავპირდით.

ჩემი დიდი სურვილია ადგილობრივები აქტიურად ჩაერთონ მუნიციპალიტეტის მართვაში. მახარებს ის, რომ ნიჭიერი ახალგზარდები ნელ-ნელა ბრუნდებიან. ასეთი ტენდენციაც არსებობს" -საუბრობდა მუნიციპალიტეტის გამგებელი.  

KKPRESS.GE ასევე დაინტერესდა სოფელ ასურეთში საბავშო ბაღის მშენებლობის საკითხით. კითხვაზე, როდის ექნება ასურეთს ახალი სკოლამდელი დაწესებულება ბესიკ წიკალური პასუხობს:

,, როგორც კი ჩაგვერიცხა თანხა ასურეთში საბავშო ბაღის მშენებლობისთვის, გავმართეთ რიგგარეშე სხდომა და მალევე გამოვაცხადეთ ტენდერი. 16 კანდიდატი იყო სამუშაობის შესრულებაზე, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებული მაინც ვერ გამოვლინდა. გამოიკვეთა კომპანიების მიერ საჭირო დოკუმენტაციების წარმოდგენის პრობლემა. შესაბამისად, საკითხი დროში გაიწელა. ახლა უკვე გვყავს გამარჯვებული და უახლოეს დღეებში დავდებთ ხელშეკრულებას.

შესაბამისად, ასურეთის ახლი 100 ბავშვზე გათვლილი საბავშო ბაღი 6 თვეში აშენდება და შეძლებს ბავშვების მიღებას. ვადების საკითხი განისაზღვრა ჩვენი კლიმატური პირობების გათვალისწინებით" - საუბრობს თეთრიწყაროს გამგებელი.

განხილვაზე, ადგილობრივებმა გამგებელს და წყალმომარაგების სისტემაზე პასუხისმგებელ პირებს კითხვებით მიმართეს.

 

ფოტომასალა იხილეთ ბმულზე..

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია