პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  16:55 
,, 24 000 კი არა ბოლო ამასუნთქვასაც გავიღებ, ოღონდ ნაციონალები არ დაბრუნდნენ“ - ოცნების შემომწირველი რუსთაველი საჯარო მოხელე - 29 ივნისი 2016

 

სახელწმიფო აუდიტის სამსახურის გამოქვეყნებული ანგარიშების თანახმად 2016 წლის მაისის თვეს ,,ქართულ ოცნებას" 24 000 ლარი, რუსთაველმა გიორგი ჭანტურიამ შესწირა. ჭანტურია ამ დროისთვის რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის მოადგილეა. საჯარო მოხელეა მამამისი ზურაბ ჭანტურიაც, რომელიც რუსთავის მერის წარმომადგენელია ვახტანგ გორგასლის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში.

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი KKPRESS.GE" შეეცადა გაერკვია, ხომ არ აქვს ადგილი ადგილობრივი ბიუჯეტის თანხების თანამდებობის პირების გავლით პარტიისთვის გადაცემას. ასევე, გაჩნდა კითხვა იმ შემთხვევაშიც, თუ გიორგი ჭანტურიას ანაზღაურება 2 000 ლარია, ამ შენაწირით გამოდის, რომ მან მთელი წელი ,,ქართული ოცნებისთვის" იმუშავა?

გიორგი და ზურაბ ჭანტურიები 2012 წლიდან ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები და საშტაბო საქმიანობაში ჩართული პირები იყვნენ. მათთანაა დაკავშირებული ე.წ სტამბულის ბაზრის თემა, სადაც ძალოვანი უწყებების მიერ მოხდა ბაზრის მოწილეების შვილების დაკავება. მოწილეებს შორის იყო ზურაბ ჭანტურია, რომლის შვილიც, ოცნების შემომწირველი, გიორგი ჭანტურიაც - ასევე იყო დაკავებული.

მოწილეეების განცახდებით, მათ აიძულებდნენ საკუთარ ქონებაზე უარი ეთქვათ. საქმის მასალების თანახმად კი რომელ დღესაც მოხდა წილების დათმობა მათი მხრიდან, იმავე დღეს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პროკურატურის მიერ მათ  შვილებთან.

ვუბრუბებით ჩვენი მასალის თემას. კითხვებს გიორგი ჭანტურია პასუხობს:

,, დიახ, აღნიშნული თანხა მე ჩავრიცხე. ამ ჩარიცხვის მთავარი მიზეზი არის ის რაც მოხდა 2010 წელს. თქვენ იცით ამ საქმის შესახებ. მაშინ მოხდა ის, რომ დაგვიჭირეს სტამბულის ბაზრის ყველა, ხუთივე მეწილე. გაგვატარეს ციხე, ტანჯვა-წამების მუქარით, იყო იძულებითი გადაფორმება ნოტარიუსთან.. გეტყვით, რომ ამ საქმეს შეეწირა დედაჩემი. ასევე ჩემი მეუღლე 9 თვის ორსული დადიოდა სასამართლოებზე.

24 000 ლარს კი არა ბოლო ამასუნთქვასაც გავიღებ, ოღონდ ნაციონალები არ დაბრუნდნენ და ეს მთავრობა დარჩეს. მათ დაბრუნებაზე აღარცაა უკვე საუბარი. თანხაც სწორედ, ამიტომ ჩავრიცხე და კიდევ ჩავრიცხავ" - საუბრობს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ჭანტურია. ამბობს, რომ მხოლოდ საკუთარი ხელფასით არ ჩაურიცახავს აღნიშნული თანხა, აქვს შემოსავლები პირადი ბიზნესიდან, ასევე ოცნებისთვის შეწირვის გაკეთებისას თავისი წვლილი ოჯახის სხვა წევრებმაც შეიტანეს - რომლებსაც ასევე არ სურთ ნაციონალების დაბრუნება.

,, ამ თანამდებობაზე დაახლოებით წელიწად-ნახევარია ვმუშაობ. რაც შეეხება პრემიებსა და დანამატებს, მე არავიზე მეტი პრემია და დანამატი არ ამიღია. ვიღებდი მხოლოდ კვარტალურად იმ თანხას, რასაც ჩვეულებრივად ყველას გვირიცხავდნენ" - დასძენს ჭანტურია.

 

პ.ს საკითხზე ,,საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოში" აცხადებენ, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის, საჯარო მოხელეს აქვს უფლება საკუთარი სურვილის შემთხვევაში შეწიროს თანხა ამა, თუ იმ პარტიას.

 

,, უტყუარი ინფორმაცია მაქვს, რომ ჩემ შვილს იარაღს, ან წამალს ჩაუდებენ" - 26 ივნისი 2012

,, გამოძიების შეფასება შეიძლება ასე - საქმე მიცვალებულთა ხელშია"- ადვოკატი, ლაშა პარასტაშვილი - 28 მაისი 2014

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია