პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  16:53 
მარნეულის გამგებელი შესრულებულ პროექტებზე და მუნიციპალიტეტში დაგეგმილ სიახლეებზე საუბრობს - 18 ივლისი 2016

კითხვებს მარნეულის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი პასუხობს. ვრცელი ინტერვიუ მუნიციპალიტეტში შესრულებულ პროექტებს და იმ სირთულეებს ეხება, რომელთა დაძლევასაც ადგილობრივი ხელისუფლება წელს გეგმავს.  

თქვენი გამგებლად არჩევის შემდეგ, რომელი მასშტაბური პროექტები განხორციელდა მარნეულის მუნიციპალიტეტში?

 მოგეხსენებათ, რომ მარნეულის მოსახლეობის წინაშე,  წლების განმავლობაში მწვავე პრობლემას სასმელი წყლის უქონლობა წარმოადგენდა. ამ მიმართულებით  ჩვენ გუნდს, მძიმე მემკვიდრეობა დახვდა. სასმელი წყლით მოსახლეობის დაკმაყოფილება   გასული  სამი წლის  წინანდელი მდგომარეობით  10%-ს არ აღემატებოდა. ამ ეტაპისთვის  სასმელი წყლით უზრუნველყოფა მოხდა  მოსახლეობის 85%-90% -ით, ამისთვის კი საკმაოდ მასშტაბური პროექტები განხორციელდა. მაგალითად 2013 წელს - სასმელ წყალს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 28 სოფელში; 2014  წლის მონაცემებით, სასმელი წყლის ქსელების რეაბილიტაცია  40 სოფელში განხორციელდა და ანალოგიური სამუშაოები განხორციელდა  2015 წელს. (როგორიცაა ჭაბურღილის მოწყობა, წყლის საქაჩი ტუმბოების მონტაჟი, სისიტემის რეაბილიტაცია, რეზერვუარების მონტაჟი, მილგაყვანილობის მოწყობა და ა.შ)

ბოლო სამი წლის განმავლობაში რეაბილიტირდა და  გაიწმინდა სარწყავი წყლის მილები სხვადასხვა სოფლებში, როგორც მელიორაციის სამსახურის, ისე ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.  ასევე მასშტაბური  იყო ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში, გარე განათებების მოწყობა/მონტაჟის სამუშაოებიც, რომელმაც მოიცვა მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელი და ქალაქის უმრავლესი ქუჩა.

მასშტაბური პროექტები განხორციელდა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით 2014-2015 წლებში და ასე გრძელდება, რა თქმა უნდა, მიმდინარე წელსაც. 2014 წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ მოასფალტდა 17 400 გრძ/მ. 2015 წელს კი მოასფალტდა 19 500 გრძ/მეტრი გზის საფარი. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი მარნეული-მირზოვკა-ქუთლიარის გზის რეაბილიტაცია იყო, რომელიც 21 კმ-იანი გზის მონაკვეთის მოასფალტება/მობეტონებას გულისხმობდა და რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ იქნა დაფინანსებული.

არ შეიძლება არ აღინიშნოს, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ,  საბავშვო ბაღების მიმართულებით გაწეული სამუშაოები.  რთული მდგომარეობა იყო თითქმის ყველა საბავშვო ბაღში, სწორედ ამიტომ 2012 წლიდან დღემდე თითქმის ყველა ბაღი რეაბილიტირდა. გარდა რეაბილიტაციისა ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა სოფელ კაპანახჩში, სოფელ ხიხანში, დამიაში (მცირე ტიპის),  ახალი ბაღი შეემატება სოფელ აღმამედლოს,  ხოლო ერთი ახალი საბავშვო ბაღი შენდება სოფელ სადახლოში, რომელიც 150 ბავშვზეა გათვილი,  ასევე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება სოფელ ალგეთში(150 ბავშვზე გათვლილი). აღსანიშნავია, რომ ქალაქ მარნეულის #3 საბავშვო ბაღი, რომელიც გათვლილია 400 აღსაზრდელზე - კაპიტალურად რემონტდება.  საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება თანადაფინასებით,  მსოფლიო ბანკი გრანტის სახით 85 %-ს აფინანსებს, თვითმმართველობა კი 15 %-ს.

ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა გასულ წელს, რომელიც გულისხმობს სასკოლო მზაობის ცენტრების გახსნას მუნიციპალიტეტში, რომლის მიზანია  5-6 წლის სკოლამდელი ასაკის  ბავშვებში  გონებრივი, ფიზიკური და  ესთეტიკური აღზრდა, ამის გარდა ქართული ენის შესწავლა ეთნიკურად არაქართველ აღსაზრდელებში.  პროექტის ფარგლებში  6 ასეთი ცენტრი გაიხსნა მუნიციპალიტეტში, რომლის იდეა ა(ა)ი.პ „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოებას" ეკუთვნის, ხოლო პროექტში ჩართული  პარტნიორები-მარნეულის მუნიციპალიტეტი,  იაპონიისა და პოლონეთის საელჩო და 6 საჯარო სკოლაა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია თანამედროვე ბიბლიოთეკის მშენებლობა ქალაქ მარნეულში. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც არ აქვთ ერთად შეკრების ადგილი, სადაც ისაუბრებენ და  საზოგადოებას გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას. გამომდინარე აქედან, ერთ-ერთ ღონისძიებაზე, მე მათ შევპირდი, რომ აუცილებლად აშენდებოდა ქალაქში ისეთი ადგილი, სადაც ისინი შეძლებდნენ შეკრებას და შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებას. სწორედ ამიტომ გასული წლის (2014 წელს) ოქტომბერში, ქალაქ მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე რუსთაველის #71-ში დაიწყო, თანამედროვე სტანდარტების მქონე ბიბლიოთეკის მშენებლობა, რომლის მიზანია მოემსახუროს  ცოდნაზე,  განათლებაზე ორიენტირებულ  წიგნიერი, განათლებული და ლოგიკურად მოაზროვნე ახალგაზრდის ჩამოყალიბების საქმეს. გარდა ამისა, ეს იქნება ადგილი, სადაც ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა - „ფინჯან ყავაზე" თავშეყრის, ერთმანეთთან აზრების გაზიარების, ლიტერატურული საღამოების მოწყობის და ა.შ

ერთ-ერთი უდიდესი და მასშტაბური პროექტი, რომელიც გასულ წელს განვახორციელდეთ და რა თქმა უნდა წელსაც გრძელდება, არის სამოქალაქო ბიუჯეტი/თანამონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი,  რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განაწილებისა და  ხარჯვის პროცესში,  მოქალქეების ინტერესების გამოხატვის  საშუალებას იძლევა. მარნეული იყო პირველი მუნიციპალიტეტი, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამიერ კავკასიის რეგიონში სადაც ეს პროექტი, პოლონურ მხარესთან თანამშრომლობით  საპილოტედ დაინერგა და რომლის პრაქტიკის გადაღებაზეც, საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში, მათ ხელმძღვანელ პირებთან  აქტიური მუშაობით მიმდინარეობს.

პროექტი მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც მისი  განხორციელება ხელს შეუწყობს მოქალქეების ჩართულობას მათი ქალაქისა და სოფლების მომავალი განვითარებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღებაში. მით უფრო როცა მოქალაქეების ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

არ შეიძლება არ აღინიშნოს  საგანმანათლებლო მულტიკულტურული პროექტი ფესტივალი „ერთიანი კავკასია" (One Caucasus), რომელიც ჩვენთან, სოფელ წერაქვში, 2014 წლიდან, პოლონურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით  იმართება და რომლის მიზანია შექმნას საერთო კულტურული სივრცე და წაახალისოს სამოქალაქო, ურთიერთინტეგრაციული ურთიერთობები კავკასიის რეგიონში.  მარნეული არის ადგილი, სადაც სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები  მშვიდობიანად თანაცხოვრობენ, შესაბამისად იქმნება შთამაგონებელი,  უსაფრთხო და  თავისუფალი  სივრცე კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რომლებიც საქართველოში  შეხვდებიან  ერთმანეთს.

ფესტივალი თავს უყრის მუსიკოსებს, ხელოვანებს, ანიმატორებს, არქიტექტორებს  და  მოხალისეებს როგორც  კავკასიის რეგიონიდან, ასევე მთლიანად მსოფლიოდან.  საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ONE CAUCASUS"-ის ინტერდისციპლინარული პროგრამის ფარგლებში ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ  სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის, მათი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით  იქმნება საგანმანათლებლო პროგრამები, ადგილობრივ ბავშვებს არაფორმალურ გარემოში  სხვადასხვა თემატიკის ვორქშოფები უტარდებათ.

გასული წელი კიდევ უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იყო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის კუთხით.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემონახულია ისტორიულ-არქიტექტურტურული ძეგლები, მათი დაცვისა და შემდგომი რეაბილიტაციისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თანამედროვე მეთოდებით განხორციელდა დაახლოებით 108 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მათ შორის ქრისტიანული, მუსლიმანური, გრიგორიანული რელიგიური  ძეგლების ინვენტარიზაცია/კვლევა.  რის შემდეგაც ეტაპობრივად მიმდინარეობს კულტურის სამინისტროსთან მუშაობა, მათთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად. აღსანიშნავია, რომ ეს ღონისძიება არამარტო ძეგლის დაცვას შეუწყობს ხელს, ასევე დიდ მნიშვნელობა ექნება მათ აღდგენას შემდგომში ტურიზმის, განვითარების ხელშეწყობისთვის. 

რაც შეეხება, უახლესი პერიოდის დროინდელ ისტორიულ ძეგლებს, მათგან შესწავლილი იქნა გერმანული დასახლებები , რომლებიც ახკერპისა და თამარისის ადმინისტრაციულ ერთეულებში მდებარეობს. აღწერასა და შესაბამის კვლევასთან ერთად, ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე მოხდება მათთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება და კონკრეტულ ობიექტებზე გადაუდებელი დაცვითი ღონისძიებების განხორციელება. 
შესრულებულმა სამუშაოებმა აჩვენა, რომ კვლევა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც და თვითმმართველობა გააგრძელებს ინფორმაციული და ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობას ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომლებიც კანონის ფარგლებში უფლებამოსილები არიან ძეგლთა დაცვაზე და მათთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს შენარჩუნებული იქნას ამ ძეგლების ავთენტურობა და შემდეგ თაობებს გადაეცეთ პირვანდელი სახით.

რა პრიორიტებები გაქვთ არჩეული 2016 წელს? ძირითადად, რა მიმართულების პროექტები განხორციელდება?

თუ წინა ორი წლის განმავლობაში მოსახლეობისთვის ძირითად პრობლემას სასმელი და სარწყავი წყლის საკითხები წარმოადგენდა და რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მთავარ პრიორიტეტს აღნიშნული მიმართულება წარმოადგენდა, წელს ვითარება შეცვლილია, რადგან ეს საკითხი, მუნიციპალიტეტში მეტ-ნაკლებად გადავჭერით. წელს ძირითადად,  პრიორიტეტულ საკითხებს, მოსახლეობის ინტერესიდან გამომდინარე წარმოადგენს შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება,  საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობა/ რეაბილიტაცია  და სხვა ინფრასტრუქტურულ-სოციალური პროექტები.

მოგეხსენებათ, რომ მარნეული მულტიეთნიკური რაიონია, სადაც  სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და რწმენის ადამიანები ჰარმონიულად თანაცხოვრობენ, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს. ვცდილობთ ამ მრავალფეროვნების გაცნობას ფართო საზოგადოებისთვის,  როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. რა თქმა უნდა ამ თანაცხოვრების  ხელშეწყობას, კულტურული ურთიერთიერთობების გაღრმავებას და ურთიერთ ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ხელს უწყობს ადგილობრივი თვითმმართველობა, სხვადასხვა პროექტებისა და ღონისძიებების გამართვით. სწორედ, ამას ემსახურება, ჩვენი  გუნდის იდეა, რომ მარნეულმა შეიძინოს ეთნოტურიზმის ნიშა, რომ ვაჩვენოთ მსოფლიოს ამ ჰარმონიული თანაცხოვრების გარემო. სწორედ ესაა ის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი და ამოცანა, რაც ჩვენს წინაშე დგას და რომლის განხორციელებასაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობთ. აქ მრავალეთნიკური ხალხი ცხოვრობს, თავიანთი ტრადიციებითა და წეს-ჩვეულებებით, რაც რა თქმა უნდა ტურისტის დასაინტერესებლად  მნიშვნელოვანია. აქტიურად მიმდინარეობს  მოლაპარაკებები   უცხოურ ორგანიზაციებთან,  ეთნოტურიზმის განვითარების მიზნით. რაც ნიშნავს, რომ უცხოელ ტურისტებს შესაძლებლობა ეძლევათ  გაეცნონ და ეზიარონ, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვადასხვა  ეთნოსის (ქართული, აზერბაიჯანული,  სომხური და სხვა)  ტრადიციებს და კულტურას.  ამ ყველაფერს ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული არეალიც. თამამად შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ყველა პირობა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი ტურისტებისათვის საინტერესო და მიმზიდველ მუნიციპალიტეტად  იქცეს. ცხადია, ამისთვის აუცილებელია ფინანსები, სწორი დაგეგმვა და პროფესიონალი კადრების მომზადება.

ამ დროისთვის რომელი მნიშვნელოვანი პრობლემა რჩება მოსაგვარებელი მარნეულის მუნიციპალიტეტში? და რა ხედვები/გეგმები გაქვთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად?

ამ ეტაპისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით თითქმის  ყველა მწვავე ინფრასტრუქტურულ პრობლემას გავუმკლავდით და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობა ისევ თავდაუზოგავად მიმდინარეობს, დარჩენილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით. ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, სწორედ ამ დრომდე მოუგვარებელი მწვავე პრობლემა -  ნარჩენების მართვის  სერვისის დახვეწა წარმოადგენს.   ამიტომ  მცდილობთ  ამ მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები   გავატაროთ. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დავგეგმეთ და ეტაპობრივათ ვახორციელებთ, არის  მუნიციპალიტეტში  ნარჩენების სეპარირებისთვის  განკუთვნილი ყუთების  დადგმა, რომელსაც  სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საფუძველზე  ვახორციელებთ.  ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გასულ დღეებში გადმოგვეცა მუყაოს  ნარჩენებისთვის განკუთვნილი 20 კონტეინერი, პლასტიკისა და მუყაოს  ნარჩენების საპრესი აპარატურა. აღნიშნული კონტეინერები ქალაქ მარნეულში  წინასწარ შერჩეულ ადგილებზე-საჯარო და კერძო  დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.

მსგავსი პროექტები ვფიქრობ სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს.

როდის დაიწყებს მუშაობას მარნეულის ახალი ბიბლიოთეკა და რა სხვა კულტურული ხასიათის დატვირთვა ექნება აღნიშნულ დაწესებულებას?

ვინაიდან ბიბლიოთეკას მრავალფუნქციური უნდა იყოს, ბევრი ნიუანსის გათავლისწინება მოგვიწია და შესაბამისად ამ მიმართულებით  სამუშაოც დროში გაიწელა.  მოგეხსენებათ, შენობის მშენებლობა და რემონტი უკვე დასრულებულია, ახლა მიმდინარებს ეზოს კეთილმოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები, როგორც კი დასრულდება აღნიშნული სკვერის სამუშაოები და დაიტვირთება შიდა ფართი,  უახლოეს მომავალში საზეიმოდ გავხსნით.

ბიბლიოთეკა იქნება საგანმანათლებლო კერა, რომელიც თავს მოუყრის ყველა ასაკის ადამიანს და რომლით სარგებლობაც (თანაც უფასოდ) შეეძლებათ, არამარტო მარნეულელებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს. ბიბლიოთეკაში იქნება  ლიტერატურული კაფე და ელექტრონული   სამკითხველოთი. რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული სერვისი მარნეულში მცხოვრებთათვის არის ინოვაცია და სიახლე.  ბიბლიოთეკაში აუცილებლად განთავსდება ტურიზმის საინფორმაციო ოთახი, სადაც თავს მოიყრის მარნეულის შესახებ ყველა ინფორმაცია და ტურისტებისთვის გათავალისწინებული მომსახურების სერვისი.  აღსანიშნავია, რომ შენობა ადამპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვისაც, სადაც მოწყობილია   მათთვის პანდუსი და ადაპტირებული სველი წერტილი.

სოციალური მიმართულებით, რომელ პროექტებს ახორციელებს თქვენი მუნიციპალიტეტი?

თვითმმართველობას სოციალური  მიმართულებით შემუშავებული აქვს 20- ზე მეტი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით, სხვადასხვა კატეგორიის ოჯახებს, მათ ვისაც ესაჭიროებათ გადაუდებელი ოპერაციები, დიალეზზე მყოფ მოქალაქეებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს,  სოციალურად დაუცველებს, ობოლ სტუდენტებს, ომში დაღუპულთა ოჯახებს, დევნილებს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიით დაზარალებულ  ოჯახებს  და  ასე შემდეგ. 

გვესაუბროთ საქართველოში განხორციელებულ თვითმმართველობის რეფორმაზე. როგორ შეაფასებთ აღნიშნულ რეფორმას? თქვენი აზრით, უშუალოდ მუშაობის პროცესში, რა სირთულეები გამოიკვეთა?  

მოგეხსენებათ, რომ თვითმმართველობის რეფორმა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის გაზრდას გულისხმობს, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მეტ ჩართულობას   და გამჭვირვალობას, რაც თავისთავად მისასალმებელია, რომელიც ამავდროულად ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირების პასუხსმგებლობის ხარისხსს ამაღლებს.

დეცენტრალიზაცია თავისთავად ზრდის ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის ეფექტურობასაც, რადგან ლოკალური პრობლემების  მყისიერი გადაჭრა  ყველაზე მეტად ხელ ეწიფება მას, ვისაც უშუალო შეხება აქვს იმ საზოგადოებასთან და გადაჭრის გზების ძიებაც მათი უშუალო ჩართულობით ხდება.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთი ხელისმოსმით არ კეთდება და რეფორის გამყარებას წლები სჭირდება და გამოცდილება. ჩვენც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით, ვიძენთ შესაბამის გამოცდილებას, ვახორციელებთ პროექტებს, რომელიც მიმართულია თვითმმართველობების გაძლიერებისკენ, რაც ცხადია, ზრდის როგორც დემოკრატიის ხარისხსს, ასევე ხელს უწყობს სახალხო მმართველობის ღირებულებებისა და უნარ-ჩვევევის ჩამოყალიბება/განმტკიცებას.

რეფორმის ფარგლებში, თვითმმართველობის საქმიანობაში  მოქალაქეთა  მეტი ჩართულობისთვის, საკმაოდ ბევრი მექანიზმები ავამოქმედეთ. ვახორციელებთ  პროექტებს, რომელიც მოქალაქეების უშუალო ჩართულობას, გამჭვირვალობას და დემოკრატიულ ღირებულებებს ამყარებს. 

 

მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში: "ინფორმაცია მოდის შენ სოფელში - რეგიონული მედია მარნეულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი დემოკრატიის მხარდაჭერისთვის." პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აფინანსებს. პროექტის ფარგლებში მომზადებული ყველა მასალა გამოქვეყნდება ქართულ-აზერბაიჯანულ რეგიონულ/ბეჭდურ გამოცემაში.

პროექტის ავტორი - მანონ ბოკუჩავა

 

Marneuli Bələdiyyəsinin İcra Başçısı həyata keçirilmiş layihələr və bələdiyyədə planlaşdırılan yeniliklərdən danışır

Siz İcra Başçısı seçildikdən sonra, Marneuli Bələdiyyəsində nə kimi miqyaslı layihələr həyata keçirildi?

Xatırladım ki, uzun illər boyu Marneuli sakinlərini, içməli suyun yoxluğu narahat edirdi. Bu istiqamətdə bizim komandaya ağır miras qalmışdır. 3 il əvvəl əhalinin 10% su ilə təmin olunmuşdur. Hazırda əhalinin 90% içməli su ilə təmin olunub. Bunun üçün isə kifayət qədər böyük layihələr həyata keçirildi. Nümunə 2013 cü ildə 28 kəndə içməli su bərpa olundu, 2014 cü ildə 40 kənd də su şəbəkəsi salındı, eyni işlər(nasos quraşdırılması, hovuz, sistemin bərpası, boru montajı və s.) 2015 ci ildə də davam etdirildi.

Eyni zamanda son illər bələdiyyədə onun hər bir kəndində və şəhərdə bayır işıqlarının quraşdırılması/montajı davam etdirilir.

Yol infrastrukturasının inkşafı istiqamətində də 2014-2015 ci illərdə miqyaslı layihələr həyata keçirildi. Bu ildə davam etdirilir. 2014 cü il bələdiyyə miqyasında 17 400 uzun/m. 2015 ci ildə isə 19 500 uzun/m. yol asfaltlaşdırıldı. Cari ildə miqyaslı layihələrdən biri Marneuli-Mirzovka-Kürdlər yolunun reabilitasiyası oldu. Bu layihə 21 km-lik yolun asfaltmaşdırılması/betonlaşdırılmasını nəzərdə tuturdu və nəqliyyat yolları departamenti tərəfindən maliyyələşdirildi.Yerli Hakimiyyət tərəfindən uşaq bağçalarının inkşafına xərclənən əməyi qeyd etməmək olmaz. Demək olar hər bir uşaq bağçasında vəziyyət yaxşı deyildi. Məhz buna görə 2012 ci ildən bu günədək demək olar hər bir bağça təmir olundu. Təmirdən əlavə Kəpənəkçi, Xixan, Dəmyə(kiçik həcmli), yeni uşaq bağçası istifadəyə verildi. Ağməmmədli kəndinə bir uşaq bağçası əlavə olunacaq. Sadaxlı kəndində 150 uşaq üçün nəzərdə tutulmuş bağça inşaa olunur. Eyni zamanda Alget kəndində də yeni uşaq bağçasının inşaası planlaşdırılır(150 uşaq üçün nəzərdə tutulub). Qeyd etmək lazımdır ki, Marneuli şəhərinin 400 uşağa xidmət göstərən 3 saylı uşaq bağçası kapital təmirdən çıxır. 

Uşaq bağçasının bərpası layihəsi birgə maliyyə şəraitində həyata keçirilir. Beləki, Dünya Bankı qrand kimi bərpa işlərinin 85% maliyyələşdirir, Özünüidarəetmə isə 15% ilə təmirə yardımçılıq edir. Bu istiqamətdə ötən il vacib layihə həyata keçirildi. Layihə bələdiyyədə məktəbə hazırlıq mərkəzlərinin açılmasını nəzərdə tuturdu. Mərkəzlərin məqsədi 5-6 yaşlı uşaqların fiziki, əqli və estetiq cəhətdən hazırlanması, bundan əlavə milli azlıqlar arasında gürcü dilinin mənimsənilməsidir. Layihə çərçivəsində Bələdiyyədə 6 belə mərkəz açıldı. Layihənin ideası "Marneulinin Demokrat Qadınlar İttifaqı"-na məxsusdur.

Layihədə Marneuli Bələdiyyəsi, Yaponiya və Polşa səfirlikləri və 6 ictimai məktəb tərəfdaş kimi iştirak edir. Marneuli şəhərində müassir kitabxananın inşaası vacib layihələrdən biridir. Qeyd etmək lazımdır ki, bələdiyyədə istedadlı gənclər çoxdur. Lakin öz bacarıqlarını ictimaiyyətə tanıtmaq üçün bir yerə toplanma, söhbət etmə imkanları yoxdur. Buradan irəli gələrək mən tədbirlərin birində onlara söz verdim ki, şəhərdə onların bir yerə toplanıb müzakirələr aparması üçün müvafiq bina inşaa etdirəcəm. Elə buna görə də ötən ilin (2014 cü il) oktyabrında, Marneuli şəhərinin mərkəzi küçəsində Rustaveli 71-də, müassir standartlara cavab verən kitabxana binasının inşaasına başladıq. Kitabxana elm, təhsil, kitaba marağı olan, təhsilli və məntiqi düşüncəyə malik gənclərin yetişməsinə xidmət göstərəcək. Bundan əlavə binada gənclərin 1 stəkan çay və ya qəhvə içmə, müzakirələr aparma, fikirləri ilə bölüşmə, ədəbiyyat gecələrinin keçirilməsi və s imkanı olacaq. Ötən il həyata keçirdiyimiz və əlbətdəki, bu ildə davam edəcək miqyaslı layihələrdən biri vətəndaş/bərabəriştiraklı büdcə layihəsidir.  Layihə yerli büdcənin bölünməsi və xərclənməsi prosesində vətəndaşların maraqlarının nəzərə alınmasına imkan yaradır. Marneuli yalnız Gürcüstanda deyil Zaqafqaziyada bu layihənin həyata keçirildiyi ilk Bələdiyyədələdiyyə rəhbərləri ilə fəal iş davam edir. Layihə Bələdiyyə üçün çox önəmlidir, beləki, onun həyata keçirilməsi şəhərin və kəndlərin gələcəyi inkşafı üçün vacib qərarların qəbulunda vətəndaşların iştirak etməsinə imkan verir. Büdcənin planlaşdırılması prosesinə vətəndaşların qatılması demokratik ölkə üçün ən vacib komponentlərdən biridir.

"Vahid Qafqaz" (One Caucasus) təhsil yönlü multimədəni layihənin festivalın qeyd edilməsi yerinə düşər. Festival bizdə, Tserakvi kəndində 2014 cü ildən Polşalı təşkilatçılar tərəfindən həyata keçirilir. Məqsəd vahid mədəni mühit və vətəndaşları, Qafqaz bölgəsində insanları tanış etmək qarşılıqlı ünsiyyət üçün imkan yaratmaqdır. Marneuli müxtəlif millətlərin, inancların birgə yaşadığı məkandır.

Müvafiq olaraq da Gürcüstanda qarşılaşan Qafqazlı gənclər üçün təhlükəsiz və sərbəst məkan yaranır.

Festivalda yalnız Qafqaz deyil Dünya ölkələrindən gələn musiqiçilər, incəsənət işçiləri, animatorlar, arxitektorlar və könüllülər birləşirlər. Beynəlxalq „ONE CAUCASUS" musiqi festivalı interdissiplin proqram çərçivəsində gürcü, erməni və azərbaycanlı kəndlərində yaşayan uşaqlar üçün onların ictimai biliklərini artırmaq məqsədi ilə təhsil yönlü proqramlar, yerli uşaqlara qeyri rəsmi mühitdə müxtəlif mövzularda vorkşoplar keçirilir.

Ötən il turizmin inkşafına dəstək sarıdan da çox maraqlı və faydalı oldu

Marneuli Bələdiyyəsi ərazisində tarixi-arxitektur abidələr qorunub. Onların mühafizəsi və sonrada bərpası üçün Bələdiyyə ərazisində müassir metodlar ilə təxminən 108 mədəni irsi abidənin, o cümlədən müsəlman, xristiyan, qriqoryan dininə aid abidələrin avadanlıqlaşdırılması/araşdırılması baş tutdu. Sözü gedən abidələrin status alması məqsədi ilə mərhələ ilə mədəniyyət nazirliyi ilə danışıqlar davam edir.

Qeyd etmək lazımdır ki, bu məsələ yalnız abidələrin mühafizəsinə xidmət etməyəcək, eyni zamanda onların vasitəsi ilə gələcəkdə turizmin inkşafına dəstək yaradacaq.

Ən yeni dövrün abidələrinə gəldikdə isə, onlardan alman məskənləri araşdırıldı. Alman məskənləri Ağ Körpü və Tamaris ərazi vahidliyində yerləşir. Qeydiyyata alınması və müvafiq araşdırma aparılması ilə birlikdə, Milli Agentlik tərəfindən hazırlanmış hesabata əsasən onlara abidə statusu veriləcək və konkret obyektə fövqəladə mühafizə tədbirləri görüləcək.

Həyata keçirilən işlər göstərir ki, araşdırmalar növbəti illərdə də davam edəcək. Özünüidarəetmə informasiya və texniki dəstək almaq məqsədi ilə qanun çərçivəsində səlayihhətli olan və abidələrin status alması, abidələrin mühafizəsi sahəsində fəaliyyət göstərən təşkilatlar ilə əməkdaşlığa davam edəcək.

Bu tədbirlər abidələrin etibarlılığının qorunub saxlanmasına və gələcək nəsillərə olduöu kimi çatdırılmasına dəstək olur.

2016 cı il üçün prioritetləriniz hansılardır? Əsasən hansı istiqamətlərdə layihələr həyata keçirəcəksiniz?

Əgər ötən iki il ərzində əhali üçün suvarma və içməli su problemləri əsas məsələ idisə və bizim üçündə bu problemlər prioritet idisə, bu il vəziyyət dəyişdi, çünki, bələdiyyədə bu məsələni az-çox həll etdik.

Bu il əsas prioritet məsələmiz daxili yolların, infrastrukturanın bərpasıdır.    Uşaq bağçasının inşaası/bərpası və digər infrastruktur-sosial layihələrdir.

Xatırladım ki, Marneuli multietniki rayondur, burada müxtəlif milli və dini nümayəndələr birlikdə yaşayırlar. Buda bələdiyyəmizin fərqli olduğunu göstərir.

Çalışırıq ki, bu rəngarəngliyi ölkə daxilində və xaricdə geniş cəmiyyətə tanış etməyə çalışırıq.

Əlbətdə ki, birgə yaşama dəstək, mədəni əlaqələrin dərinləşməsi və qarşılıqlı tolerant münasibətlərin yaranmasına Yerli Hakimiyyət dəstək olur. Bunun üçün müxtəlif layihələr və tədbirlər keçirir. Bizim komandanın əsas ideasıda məhz budur. Komanda çalışır ki, Marneuli etnoturizm adını qazansın, dünyaya bu harmonal yaşam nümunəsini göstərək. Bizim qarşımızda duran və addım-addım həyata keçirməyə çalışdığımız ən vacib prioritetlərdən biridə budur.

Burada müxtəlif millətlər yaşayır. Onlar öz adət-ənənələrini qoruyub saxlayıblar. Adət-ənənələr turizmin maraqına səbəb ola bilər. Etnoturizmin inkşafı məqsədi ilə xarici təşkilatlar ilə danışıqlar davam edir. Buda xarici turistlərə imkan verəcək ki, Marneulidə yaşayan müxtəlif etnosun nümayəndələrinin(azərbaycanlı, gürcü, erməni və s.) adət-ənənələri və mədəniyyəti ilə tanış olalar. Buna Marneulinin coğrafi ərazisidə imkan verir. Tam əminliklə demək olar ki, Marneuli turistlər üçün maraqlı və cəlb edəcək bələdiyyədir.

Aydındır ki, bunun üçün maliyyə, düzgun planlaşdırma və peşəkar kadrların hazırlanması vacibdir.

Hazırda Marneuli Bələdiyyəsində hansı problem həllini tapmamış qalır? Bu problemi aradan qaldırmaq üçün hansı baxış/planlarınız var?

Hazırda Marneuli miqyasında olan ən ağır infrastruktur problemləri aradan qaldırdıq. Əlbətdə ki, qalan problemləri aradan qaldırmaq üçün bu istiqamətdə işlər dayanmadan davam edir.

Yerli Özünüidarəetmə üçün ən önəmli məsələlərdən biri indiyədək həllini tapmamış tullantıların idarəedilməsi servisinin inkşafı məsələsidir. Ona görə də bu istiqamətdə vacib tədbirlər keçirməyə çalışırıq. Belə layihələrimizdən biri bələdiyyədə tullantıların ayrıd edilməsi üçün yerləşdiriləcək xüsusi qablardır. Tullantıların ayrıd edilməsi layihəsini müxtəlif təşkilatlar ilə birlikdə həyata keçiririk. Bir qeyri hökumət təşkilatı ilə əməkdaşlıq nəticəsində bizə ötən günlərdə kardon kağızların üçün nəzərdə tutulan 20 konteyner, plastika və kardon qalıqlarını presləşdirən avadanlıq verildi. Sözü gedən konteynerlər Marneuli şəhərində əvvəlcədən nəzərdə tutulmuş ictimai və özəl müəssisələrin qarşısına yerləşdiriləcək.

Düşünürəm ki, belə layihələr istədiyimiz nəticəni əldə etməyimizə yardımçı olacaq.

Marneulinin yeni kitabxanası nə vaxt fəaliyyətə başlayacaq və bu müəssisənin başqa hansı funksiyaları olacaq?

Kitabxananın bir çox funksiyası olacaq deyə, bir neçə nüansı nəzərə alası olduq. Ona görə də bu istiqamətdə işlər biraz zaman apardı. Xatırladım ki, binanın inşaası və təmiri artıq sona çatıb. İndi həyətinin inşaası üçün lazımi işlər görülür. Sözü gedən həyətdə park salınan kimi kitabxananı yaxında təntənəli şəkildə açıq elan edəcəyik.

Kitabxana tədris mərkəzi olacaq, orada müxtəlif yaşlı insanlar (pulsuz) yalnız Marneuli sakinləri deyil hər bir vətəndaş toplaşıb xidmətlərdən yararlana biləcəklər.

Kitabxanada ədəbiyyat kafesi və elektron oxuyucu salonu olacaq. Bu servislər Marneuli sakinləri üçün inovasiya və yenilikdir. Kitabxanada mütləq turizm informasiya otağı yerləşəcək. Orada Marneuli ilə bağlı hər məlumat, onun turizm sahəsi ilə bağlı məlumat olacaq

Qeyd etmək lazımdır ki, bina Fiziki Məhdudiyyətli Şəxslər üçündə nəzərdə tutulub.

Sosial istiqamətdə, Bələdiyyəniz hansı layihələr həyata keçirir?

Özünüidarəetmə sosial istiqamətdə 20 dən çox proqram hazırlayıb. Onların sayəsində müxtəlif təbəqəli ailələrə yardım göstərilir. Təcili əməliyyata ehtiyacı olanlara, dializdə olan vətəndaşlara, Fiziki Məhdudiyyətli Şəxslərə, çoxuşaqlı ailələrə, sosial aztəminatlılara, ata-anasız tələbələrə, müharibədə həlak olanların ailələrinə, bələdiyyə ərazisində baş vermiş təbii fəlakət nəticəsində zərərçəkmiş ailələrə və s. yardım edilir.

Gürcüstanda həyata keçirilən özünüidarəetmənin reforması barədə nə deyə bilərsiz, reformanı necə dəyərləndirərdiniz? Sizin fikirinizcə fəaliyyətiniz zamanı hansı çətinliklər özünü büruzə verdi?

Xatırladım ki, Özünüidarəetmənin reforması Yerli Özünüidarəetmənin səlahiyyətlərinin və maliyyə sərbəstliyinin artmasını nəzərdə tutur. Eyni zamanda qərarların qəbulu prosesində yerli sakinlərin daha çox iştirakını və bu prosesin daha ictimai olmasını nəzərdə tutur. Yerli Özünüidarəetmənin rəhbər şəxsləri bu reformanı alqışlayırlar, beçəki, bununla da onların cavabdehlik səviyyəsi daha da artır.

Mərkəzdən asılı olmamaq Yerli Özünüidarəetmənin fəaliyyətini daha faydalı və səmərəli edir. Lokal problemlərin dərindən həlli elə problemlə qarşı-qarşıya duran insanlar vasitəsi ilə həll olur. Cəmiyyət ilə birbaşa ünsiyyət və danışıqlar nəticəsində məsələlər müzakirə və həll olur.

Əlbətdə bütün bunlar dərhal həll olmur. Reformanın tətbiqinə illər və təcrübə lazımdır. Biz addım-addım davam edirik, müvafiq təcrübə əldə edirik, Özünüidarəetmənin gücləndirilməsi üçün layihələr həyata keçiririk. Buda demokratiya keyfiyyətini, xalq idarəçiliyinin dəyərləri və bacarıqların yaranmasını təsdiqləyir. Reforma çərçivəsində, Özünüidarəetmənin fəaliyyətində vətəndaşların daha çox iştirak etməsi üçün, daha çox mexanizmlərdən istifadə etməliyik. Vətəndaşların fəallığına, prosesin şəxffaflığına və demokratik dəyərlərin sərgilənməsinə səbəb olan layihələr həyata keçiririk.

 

 

 

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია