ორშაბათი, 06 აპრილი 2020 წ.  16:49 
ქვემო ქართლში მედიაცენტრები გაიხსნა - 26 ივლისი 2016

 

დღეს რუსთავის და მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მედიაცენტრები გაიხსნა. ღონისძიებაზე მედიასთან და პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, მოწვეულები იყვნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. შეხვედრაზე მედიაცენტრების სხვადასხვა მიმართულებით დატვირთვაზე ისაუბრეს. განიხილეს აგვისტოს დასაწყისიდან მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის დებატების ორგანიზება, რათა ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდეს მოისმინოს კანდიდატების ხედვები - საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები მედიას სამუშაოდ კომფორტულ გარემოს, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს ნეიტრალურ სივრცეს სთავაზობენ.  

მედიაცენტრები შემდეგ ფუნქციებს შეასრულებენ:

მედიაბრიფინგების ორგანიზება; სხვადასხვა კანდიდატს შორის წინასაარჩევნო დებატების მოწყობა/ჩატარება;

ჟურნალისტებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება (განახლებული საოლქო საზღვრები, არჩევნების ადმინისტრირების პროცედურები, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურები, სრულყოფილი სია არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და მათი კანდიდატების შესახებ და ა.შ.)

არჩევნების დღეს მედიაცენტრებში ჩატარდება არჩევნებთან დაკავშირებული თითქმის ყველა საქმიანობა: ბრიფინგები დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის, ადგილობრივი ჯგუფებისთვის, ასევე პოლიტიკური პარტიებისთვის. მედიაცენტრები უზრუნველყოფენ შესაბამის ტექნიკურ აღჭურვილობას და მაღალი სიჩქარის ინტერნეტს.

მედიაცენტრების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

 

KKPRESS.GE

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2020 ყველა უფლება დაცულია